როგორ ვიყოთ ფერმკრთალნი?

  • themoongirl
  • ნოემბერი 12, 2015

ფერმკრთალი სახეფერმკრთალი კანი ამ წლის ძალზედ პოპულარული თემაა. იგი ძალიან ელეგანტურად და ლამაზად წარმოაჩენს გოგონებს. ბევრ ქვეყანაში ასეთი კანის მქონე გოგონები სილამაზის ეტალონადაც კი ითვლებიან.

ამიტომ ამ სტატიაში გაგანდობთ რამდენიმე ხრიკს თუ როგორ გვქონდეს ფერმკრთალი კანი (მხოლოდ არა ისეთი როგორიც მითიურ ვამპირებს აქვთ).

 აუცილებლად მოერიდეთ მზეს 

როგორც შესაძლებელი იქნება აარიდეთ მას თავი, გამოიყენეთ მზის ქოლგა. განსაკუთრებით მოერიდეთ მზეს 10-დან 4 საათამდე. ეს ის პერიოდია როცა იგი განსაკუთრებით მწველია .

 ატარეთ მეტი ტანსაცმელი

რაც უფრო ნაკლებ ადგილს ანახებთ მზეს მით ნაკლებია შანსი რომ გაირუჯოთ.

ეცადეთ ატაროთ ბუნებრივი ქსოვილი რათა გრილადაც იყოთ და კომფორტულადაც.

მოუარეთ სახეს

დაიბანეთ ხშირად გამოიყენეთ სახის კრემები და დამატენიანებელი.

კარტოფილის ნიღაბი მოკლავს ბაქტერიებს თქვენს სახეზე და გაგიღიავებთ კანის ფერს. საჭიროა გაიჩეროთ 15 წუთით.

გაიკეთეთ სახის ნიღაბი:  ნახევარი ჭიქა რძე და ერთი ჭიქა შვრია (ან ფქვილი) დატოვეთ სახეზე სანამ გაშრება და შემდეგ ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ კანის გამათეთრებელი (უსაფრთხოების მიზნით აირჩიეთ ნატურალური პროდუქტებით მიღებული კრემი)

თეთრი სახე

მიიღეთ რძის აბაზანა

1,5 ლიტრი რძე და 4 ჭიქა ინგლისური მარილი გახსენით მომზადებულ აბაზანაში. შეგილიათ დაუმატოთ თაფლიც. გააკეთეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ.

გარეგნობა 

ატარეთ მუქი ფერის ტანსაცმელი, ეს თქვენს თეთრ კანს გამოკვეთს.

ასევე ხელისა და ფეხის სითეთრის ილუზიას შექმნის მუქი ფერის ლაქი, ისეთი ფერები როგორიცაა – წითელი, შავი, ლურჯი და სხვა.

დამატებითი რჩევები:

ვიტამინი C  ათეთრებს კანს, დარწნუნდი, რომ ამ ვიტამინის შემცვლელ ბევრ ხილს ჭამთ.

დაიცავი დიეტა, მიირთვით დიდი ოდენობით ხილი და დალიეთ მინიმუმ ლიტრანახევარი წყალი ყოველდღე.

წაისვი მზისგან დამცავი კრემი, მაშინაც კი თუ სახლში ხართ.

მწვანე ჩაი, კარგია როგორც გონებისთვის და სისხლის მიმოქცევისთვის, ასევე კანისთვისაც.

თუ ბანაობთ ცხელი წყლით, ეცადეთ გადაერთოთ შედარებით გრილზე.

წითელი ტუჩსაცხი დანარჩენ სხეულს უფრო აღიავებს.

შეიღებე თმა მუქად.

დიდი თალები

გაფრთხილება:

ღია ფერის კანი ადვილად იწვის და არის კიბოს საშიშროებაც.

ვიტამინი D რომელიც კანზე მზის სხივების მოხვედრისას წარმოიქმნება, საჭიროა ჯანმრთელობისთვის.

აუცილებლად კარგად დააკვირდით გამაღიავებელი კრემის შემადგენლობას მისი ყიდვისას.

იმედია ეს ხრიკები დაგეხმარებათ საწადელის მიღწევაში, იზრუნეთ საკუთარ თავზე და ისიამოვნეთ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.