როგორ ვიშოვოთ სამსახური?

  • An'na
  • იანვარი 27, 2015

სამსახურის შოვნაროგორ სამსახურსაც არ უნდა ეძებდეთ თქვენ, ეს იქნება თქვენი პირველი სამსახური, კარიერის ასამაღლებელი თუ უბრალოდ ახალი სამსახური, მას აქვს ორი გზა: აირჩიეთ ის საქმე რომელიც გინდათ აკეთოთ და კარგი ვაკანსიები.

ალბათ უკვე აირჩიეთ საყვარელი საქმე და ახლა გასწავლით მარტივ გზებს სამუშაოს საპოვნელად.

 

სამსახურის შოვნა

ნაბიჯი 1 – რეზიუმე:

გადაამოწმეთ თქვენი რეზიუმე. სანამ დაიწყებთ სამსახურის ძიებას, დარწმუნდით რომ თქვენი რეზიუმე არის სრული და ახალი. თქვენი რეზიუმე წარმოგაჩენთ ვინ ხართ, საიდან ხართ და რა შეგიძლიათ.

  • იყავით პატიოსნები, არასდროს მოიტყუოთ რეზიუმეში.
  •  გადაიკითხეთ რეზიუმე რამდენჯერმე გრამატიკული ან მართლწერის შეცდომის საპოვნელად. ბეჭდვითი შეცდომები ცუდად იმოქმედებს თქვენს შესაძლებლობაზე. დაიხმარეთ ისეთი ხალხი ვინც კარგად ერკვევა ასეთ საკითხში.

რეზიუმე

ნაბიჯი 2 – ბიოგრაფია:

ბევრი გასაუბრება, განსაკუთრებით დიდ კომპანიებში იწყება სიტყვებით “გვიამბეთ თქვენს შესახებ”. ეს სულაც არ ნიშნავს რომ მათ აინტერესებთ თქვენი ბავშვობა. მათ უბრალოდ უნდათ შეამოწმონ თქვენი ცოდნა და გაიგონ თქვენი მომავალი გეგმები.

ნაბიჯი 3 – კვალიფიკაცია:

შეადგინეთ სია იმ სამსახურთან დაკავშირებული გამოცდილებებისა რომლის შეძენაც გსურთ. თქვენი უფროსი კმაყოფილი იქნება იმის გაგებით რომ ცდილობთ უკეთესი თანამშრომელი გახდეთ. აირჩიეთ ისეთი გამოცდილება, რომელიც უფრო კომპეტენტურს გაგხდით თქვენს საქმეში. იპოვეთ ისეთი წიგნები ან მოახლოვებული კონფერენციები რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს შესაძლებლობებს. გასაუბრების დროს უთხარით თქვენს უფროსს რას კითხულობთ, რას შეისწავლით. აქ არის ზოგიერთი ის სამუშაო უნარები, რომლებსაც მოითხოვენ უფროსები და უნდა ქონდეს სამსახურის მძებნელს.

  • ლოგიკური ფიქრი და ინფორმაციის დამუშავება: ბევრ ბიზნესს სჭირდება შესაძლებლობა ინფორმაციის გააზრების და დამუშავებისა.
  • ტექნოლოგიური შესაძლებლობები: ბევრი კომპანია მოითხოვს ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნას. ეს არ ნიშნავს რომ დამქირავებლებს სჭირდებათ  მხოლოდ კომპიუტერის უმაღლეს დონეზე მცოდნე თანამშრომლები. უბრალოდ საჭიროა რომ იცოდეთ მცირე დონეზე ინფორმაციული ტექნოლოგიები.
  • კომუნიკაცია:  დამქირავებლები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ხალხს, ვინც კარგად, დალაგებულად გადმოსცემს თავის აზრს ზეპირი და წერითი გზით.

 ნაბიჯი 4 – ინტერვიუ:

მოემზადეთ ქცევითი ინტერვიუსთვის. თქვენ შეიძლება გკითხონ იმ პრობლემების შესახებ რომელიც წარსულში გქონდათ და როგორ გადაჭერით ეს პრობლემები, ან ისინი უბრალოდ გეტყვიან რაიმე სიტუაციას და თქვენ უნდა შესთავაზოთ გადაჭრის გზა. მათ უბრალოდ სურთ იცოდნენ როგორ გადაჭრით პრობლემებს იმ პოზიციიდან, რომლის მოსაპოვებლადაც იბრძვით თქვენ. ეცადეთ უთხრათ მათ  ნამდვილი პრობლემები დეტალებში თქვენი წარსულიდან, მითუმეტეს თუ კითხვები უფრო მეორე შემთხვევისაა, ანუ ისინი გეუბნებიან სიტუაციას და თქვენ გადაჭრის გზას. მთავარია გახსოვდეთ რომ მათ უნდა უთხრათ ნამდვილი ისტორიები. კითხვები რომლებიც შეიძლება დაგისვან:

  • ამიღწერეთ ის დრო, როდესაც მუშაობდით იმ ადამიანთან ვინც არ მოგწონდათ.
  • მითხარით ერთი მაგალითი თქვენს მიერ მოხდენილი განსაკუთრებული ინოვაციისა, რომელმაც თქვენს სამუშაო ადგილში რამე შეცვალა.
  • როგორ გაუმკლავდებით ადამიანს რომელიც ხშირად აგვიანებს?

 

მომზადება ინტერვიუსათვის

ნაბიჯი 5 – ძიება:

ნუ აირჩევთ მხოლოდ ერთ სამსახურს, გახსოვდეთ რომ თქვენ ხართ  კანდიდატი უამრავი ადამიანისა. თქვენ ვერ შეიცვლით სამუშაო გამოცდილებას და ცოდნას, მაგრამ შეგიძლიათ შეცვალოთ სამუშაო ეთიკა. იმუშავეთ უფრო ბევრი და იპოვეთ ისეთი კომპანიები რომლებშიც შეგიძლიათ და გინდათ მუშაობა.

ნაბიჯი 6 – ინფორმაცია:

ჩაატარეთ საინფორმაციო ინტერვიუები. საინფორმაციო ინტერვიუ ნიშნავს პროფესიონალების დაპატიჯებას ლანჩზე ან ყავაზე და მათთვის კითხვების დასმას– მხოლოდ არ გქონდეთ იმედი მათგან სამსახურის შოვნისა. საინფორმაციო ინტერვიუები არის არაჩვეულებრივი გზა ნაცნობების წრის გაფართოებისა და ასევე პროფესიონალებისაგან ხრიკების შესწავლისა.

  • გაამზადეთ ისეთი კითხვები როგორიცაა: როგორია თქვენი ნორმალური დღე? რას ანიჭებთ უპირატესობას სამსახურში? რას აკეთებთ განსხვავებულად? – მაგრამ იფიქრეთ პროფესიონალების დროზეც.
  • ინტერვიუს დამთავრებისთანავე, კითხეთ მას სამი ადამიანის ნომერი, ვინც შეიძლება დაგეხმაროთ სამუშაოს მოძებნაში. თუ თქვენ მოახდენთ საკმარის შთაბეჭდილებას, მაშინ შეიძლება მათ აგიყვანონ ან გირჩიონ ისეთი ადამიანი ვინც შეძლებს თქვენს აყვანას.

 

გასაუბრება

ნაბიჯი 7 – შანსი:

შეადგინეთ სია სადაც ყველა თქვენი მეგობარი, ნაცნობი და ნათესავი იქნება თავმოყრილი. დაურეკეთ მათ და ჰკითხეთ ხომ არ იციან კარგი კომპანიები რომლის რეკომენდაციასაც შემოგთავაზებდნენ. ნუ იქნებით ძალიან მორიდებული. უთხარით მას რასაც ეძებთ, მაგრამ ისე რომ მათ იფიქრონ რომ თქვენ ელით შემოთავაზებებს. არ იყოთ ძალიან მომთხოვნი ამ დონეზე.

ნაბიჯი 8 –  გამოდით მოხალისედ

გამოთქვით მუშაობის სურვილი  ისეთ კომპანიებში, რომლებიც ეწევიან თქვენს საყვარელ საქმიანობას. თქვენ თავიდან შეიძლება სხვა თანამდებობაზე მიგიღონ, თუმცა აჩვენეთ თქვენი შესაძლებლობები და მიიღებთ მეტ შემოთავაზებას.

ნაბიჯი 9 – შეცვალეთ დამოკიდებულება

დიდი განსხვავებაა გასაუბრებაზე სიარულს ფიქრებით “მე ვეძებ სამსახურს” და “მე შევასრულებ თქვენს სამუშაოს”–ს შორის. კარგი შთაბეჭდილების დატოვება კარგი გზაა, თუმცა სჯობს დემონსტრირება მოახდინოთ იმისა, თუ როგორ გსურთ დახმარება.

“ესაა ის რითიც თქვენს ბიზნესს დავეხმარები გახდეს ძალიან წარმატებული”

სასურველი კომპანია

იმედია დაგეხმარებათ ეს მარტივი ხერხები ♥ ♥ ♥

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.