როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად?

  • qeti111
  • იანვარი 10, 2015

ბედნიერებადამეთანხმებით რომ ბედნიერება არის ის მდგომარეობა რომელიც ყველა ადამიანზე დადებითად მოქმედებს. მე მოგცემთ ხუთ მარტივ რჩევას რომელიც დაგეხმარებათ, რომ ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებას და იყოთ ბედნიერები

1. იცხოვრე შენი შესაძლებლობების საშუალო არითმეტიკით.

დაუყოვნებლი  მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ცდუნება ყოველთვის იარსებებს. ყველას გვსურს გავყვეთ ტექნოლოგიურ სიახლეებს ან ავიღოთ სესხი ახალი მანქანისათვის. დიდებულად ჟღერს, თუმცა სწრაფი ხარჯვა ცოტა მოგვიანებით და იგივე სისწრაფით, ტკივილის მიყენებასაც გულისხმობს. ბედნიერებისა და უსაფრთხოების გრძნობას ძვირადღირებული ნივთები ვერ გაგიხანგრძლივებთ.

2. თვითგანათლება

იმისთვის რომ იყოთ ბედნიერი აუცილებელია არ შეწყვითოთ ზრდა. ზრდის საუკეთესო საშუალება კი გრძელვადიანი განათლებაა. თუმცა ეს არც დოქტორის ხარისხს ნიშნავს და არც ყოველდღე კითხვას. თვითგანათლება შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც თქვენი კომფორტის ზონას გაარღვევს, შეგძენთ ღია აზროვნების უნარს და მოგაწვდით ახალ იდეებს.

3. ხანგრძლივი პირადი ურთიერთობები

დავუშვათ რომ თქვენ ყველაფერი გაქვთ. იქნებით ბედნიერი მათი სხვასთან გაზიარების გარეშე? ვფიქრობ, რომ არა. ურთიერთობები მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან გაძლევთ ყველაზე დიდი რაოდენობის დადებით ენერგიას.

4. იზრუნე საკუთარი ოცნებების ასახდენად

სრულყოფილი ცხოვრება არავის გვაქვს, სწორედ ამიტომ ყველას გვაქვს ოცნებები. იყო ქმედითი მნიშვნელოვანია სიტუაციის დადებით ასპექტებზე ფოკუსირებისათვის, როგორც ლაო ძი ამბობს – ”ყველა მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება”

5. დარჩი ფორმაში

გახსოვდეთ, რომ სხეული ერთი გაქვთ. ნუ მოიხმართ სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთიერებებს და არაჯანსაღ საკვებს. ნაკლები ხორცი და მეტი ბოსტეული თქვენ ტვინს სამყაროს უკეთ აღქმაში დაეხმარება.

წინა «
შემდეგი »