როგორ ვმართოთ ავტომობილი ბურუსში

  • article
  • აგვისტო 7, 2013

burusi_iHOW.GE ბურუსის დროს რთულია გავერკვეთ რა ხდება გარშემო, ვალდებული ვართ გავზარდოთ ყურადღება, რაც უფრო დაბნეულობას იწვევს. რამდენიმე რჩევა რომელიც დაგეხმარებათ ესეთ სიტუაციებში.

ნაბიჯი 1 : მანძილი საგნებამდე ბორუსის დროს ჩანს უფრო დიდი ვიდრე ის სინამდვილეშია, რაც უფრო ნაკლებია მხედველობა მით ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ავტომობილს რომელსაც წინ ვხედავთ შეიძლება არ მოძრაობდეს და იყოს გაჩერებული, არ მივუახლოვდეთ მაღალი სიჩქარით;

ნაბიჯი 2 : ძლიერი ბურისისას ყოველთვის მივცეთ ხმოვანი სიგნალი სავალი ზოლის შეცვლისას;

ნაბიჯი 3 : ბურუსში სიარულისას ეფექტურია ახლო განათების ფარები და არა შორი განათების როგორც უმეტესს ჰგონია;

ნაბიჯი 4 : ავტომობილი ყოველთვის დაიჭირეთ სავალ ნაწილზე არსებული ზოლის მხარეს და არა გზის კიდისკენ, რადგან კიდესთან შეიძლება იდგეს ავტომობილი ან იყოს ხალხი;

ნაბიჯი 5 : გაითვალისწინეთ ბურუსი ცვლის საგნების ფერებს, მას შეუძლია შეცვალოს ყველა ფერი გარდა წითლისა ამიტომ ფრთხილად იყავით შუქნიშნებზე;

ნაბიჯი 6 : ბურუსის დროს ავტომობილის მინები ყოველთვის ჩაწეული გქონდეთ, ამ დროს უფრო კარგად გრძნობთ გზას

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.