როგორ ვუთხრათ საუკეთესო მეგობარს რომ გიყვართ?

  • An'na
  • თებერვალი 8, 2016

მეგობარიგჭირდებათ დახმარება, რომ მეგობარს უთხრათ რას გრძნობთ მართლა? მაშინ წაიკითხეთ რჩევები.

 

1.შეხვდით მას მარტო. თუ გსურთ ადამიანს უთხრათ რას გრძნობთ, მაშინ საუკეთესო გზაა ეს განმარტოებით გააკეთოთ.ასეთი გზით, თქვენ ორივეს გაქვთ შესაძლებლობა ერთმანეთს გამოუტყდეთ ერთმანეთს სხვისი ჩართვებისა და კომენტარების გარეშე.  არ ილაპარაკოთ ბევრი,თუმცა ამავდროულად არ დამალოთ არაფერი.  თუ გსურთ, რომ მხოლოდ მან იცოდეს, მაშინ არ გააფრთხილოთ პირდაპირ, ეს ძალიან აშკარა იქნება. ეცადეთ როგორმე უბრალოდ მარტო დაიჭიროთ. თუ რაიმე მიზეზის გამო მათ მარტოს ვერ ხვდებით მეგობრების გამო, ან იმიტომ რომ დაკავებულები არიან,მაშინ დაურეკეთ ან მიწერეთ, რომ შეგხვდნენ სადმე სადაც მარტო თქვენ იქნებით და თავს კომფორტულად იგრძნობთ.

2.გააკეთეთ ერთად ისეთი რამ,რაც ორივეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. ორივეს საყვარელი საქმის გაკეთება არაჩვეულებრივი ყინულის-გამტეხია თქვენ შორის. მაგალითად, თუ ორივეს მოგწონთ ხატვა,მოიმარაგეთ ფურცლები და ორივე დაკავდით. თუ მოგწონთ  ლახტაობა ან ვიდეო-თამაშების მაღაზიაში სიარული, ეს გააკეთეთ. მას შემდეგ რაც ერთად ისიამოვნებთ, შეგიძლიათ მას მინიშნება მისცეთ.

3.გაუბით შემთხვევითი საუბარი. დაიწყეთ ჩვეულებრივად, თუ არ გინდათ ძალიან პირდაპირ გაიხსნათ. თუ თქვენი მეგობარი არ არის „ღია“ პირობნება, სცადეთ ნელა მიადგეთ თემას. დაწყნარდით და საუბარი ჩვეულებრივად გააგრძელეთ.

4.დარწმუნდით, რომ თქვენი მეგობარი მარტოა. თქვენ არ უნდა გახდეთ უცხო ადამიანი ურთიერთობაში. თუ თქვენი მეგობარი დაკავებულია, მაშინ ჯობია უბრალოდ მეგობრებად დარჩეთ, სანამ (თუ) მათი ურთიერთობა არ დასრულდება. თქვენს მეგობარს არ გააკეთებინოთ არჩევანი მეგობარსა და შეყვარებულს შორის.

5.სცადეთ ჩამოაგდოთ საუბარი „სასიყვარულო ურთიერთობის“ მიმართულებით. თუ წინა ნაბიჯი შეასრულეთ, უბრალო საუბარი შეგიძლიათ ეხლა განამტკიცოთ.ნელა,თუმცა აშკარად შემოიტანეთ სასიყვარულო თემა საუბარში.

6. ყოველთვის შეგიძლიათ მიწეროთ სასიყვარულო წერილი. შეგიძლიათ დაწეროთ სასიყვარულო პოემა,თუ შეგიძლიათ. თუ ის რომანტიკული ტიპის ადამიანია, მაშინ ამას ნამდვილად გაითვალისწინებს! მისწერეთ კეთილი,საყვარელი წერილი ,რომლითაც გაიგებენ რომ გიყვართ.

7.უბრალოდ წამოაყრანტალეთ! თუ ლოდინი გკლავთ, უბრალოდ თქვით. ეს სარისკოა,თუმცა ამასთანავე ყველაზე მარტივი ხერხია.

წინა «
შემდეგი »