როგორ ვუმკურნალოთ და დავადგინოთ ნოდულარული დერმატიტი ცხოველებში?

  • ihow.ge
  • თებერვალი 25, 2019
ნოდულარული დერმატიტი

ნოდულარული დერმატიტი მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებით და კანქვეშა კვანძების წარმოქმნით. საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. ნოდულარული დერმატიტით ავადდება მხოლოდ მსხვილფეხა პირუტყვი.

ადამიანი ნოდულარული დერმატიტით არ ავადდება, თუმცა დაავადება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს მესაქონლეობას. დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მწერები (ვექტორები), რომელთაც დაავადება გადააქვთ მექანიკურად. იშვიათ შემთხვევაში დაავადების გადაცემა შეიძლება მოხდეს დაინფიცირებული ნერწყვით დასვრილი წყლისა და საკვების მიღებისას. ვირუსით დასვრილი მოხმარების საგნების და ინვენტარის გამოყენებით, ასევე პირდაპირი კონტაქტით.

ნოდულარული დერმატიტი – სიმპტომები

ინკუბაციური პერიოდი 2-4 კვირაა, საწყის სტადიაში დაავადებულ ცხოველს აღენიშნება ტემპარატურის მატება (ტემპერატურა ადის 41 გრადუსამდე) რომელიც შესაძლებელია 7 დღემდე გაგრძელდეს, უქვეითდება მადა, აღენიშნება ცრემლდენა, ცხვირიდან გამონადენი, წარმოიქმნება კვანძოვანი გამონაყარი კანზე.

კვანძების რაოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს ერთეულიდან ასეულამდე, კვანძები განლაგებულია მთელ სხეულზე, განსაკუთრებით ბარზაყებზე, კიდურებზე, კიდურებს შორის, თვალების გარშემო, სახეზე, ცურზე.

მძიმე ავადმყოფობის დროს შეიძლება კვანძები გაჩნდეს პირის, საყლაპავის და ცხვირის ღრუების ლორწოვან გარსებზე, ვულვაზე და საშოს ლორწოვანაზე, ასევე ტრაქეაზე და ფილტვებზე. ავადმყოფი ცხოველი სწრაფად ხდება, უქვეითდება პროდუქტიულობა, მაკე ცხოველებში შესაძლებელია ადგილი ქონდეს აბორტებს, ბუღები კარგავენ რეპროდუქტიულობას.

დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველებს და სუსტ ცხოველებს. ცხოველთა სიკვდილიანობა მერყეობს 10%-მდე.

ვარაუდი ნოდულარულ დერმატიტზე

ასეთ დროს გამოვაცალკევოთ დაავადებაზე საეჭვო ცხოველი და დაუყოვნებლივ დავუკავშირდეთ ვეტერინარ ექიმს.

ლაბორატორიაში გამოკვლევებისთვის გავგზავნოთ სისხლი, კვანძებიდან აღებული ანაფხეკი და კვანძებსშიდა სითხე.

მკურნალობა

სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ცხოველს უნდა შევუქმნათ კარგი მოვლა-შენახვის პირობები, ნოდულების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ცხოველს დაენიშნოს ანტიბიოტიკოთერაპია მეორადი ინფექციების თავიდან ასაცილებლად.

პრევენცია და კონტროლი

  • წლის ცხელ სეზონზე აუცილებელია ცხოველების და მათი სადგომების ინსექტოაკარიციდებით დამუშავება;
  • საქონელში დაავადების შემთხვევის გამოვლენისას ცხოველის იზოლაცია;
  • მკვდარი ცხოველების გაუვნებლობა (დაწვა, დამარხვა);
  • შენობების და ინვენტარის დეზინფექცია;
  • ცხოველების ვაქცინაცია ითვლება ყველაზე ეფექტურ კონტროლის ღონისძიებად.

სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონიძიებები

სურსათის ეროვნული სააგენტო ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ არსებული და მოსალოდნელი რისკებიდან გამომდინარე ატარებს მსხვილფეხა პირუტყვის საწინააღმდეგო ვაქცინაცის აღმოსავლეთ საქართველოში.

წყარო: http://www.oie.int

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.