როგორ ვუმკურნალოთ მზის დარტყმას

  • Маня
  • აგვისტო 7, 2012

აგვისტო და ძლიერი სიცხეები ჯერ კიდევ წინაა და შესაბამისად ძალიან ადვილია მზის დარტყმის მიღება.

მზის დრტყმას შემდეგი  სიმპტომები ახასიათებს:

  • თავბრუსხვევა;
  • გულისრევა;
  • მაღალი სიცხე;
  • საერთო სისუსტე;
  • პულსის აჩქარება;
  • ყურების დახშობა.

მზის დარტყმის მიღება შეიძლება არამარტო მზეზე ყოფნით არამედ თერმორეგულაცია ასევე ირღვევა სიცხეში ფიზიკური მუშაობისას:   მაგ ქარხნებში, საამქროებში, ასევე სიცხე საშიშია გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

თუ ადამიანმა მზის დარტყმა მიიღო იგი სასწრაფოდ გრილ ადგილას  უნდა გადავიყვანოთ, თუ იგი შენობაში იმყოფება ოთახი გავანიავოთ. ავადმყოფი ცივი წყლით უნდა დავზილოთ, ცოტა ხანი ყინულიანი საფარი დავადოთ კისრისა და კეფის არეში, ასევე ხელის საკეცში, სადაც მთავარი სისხლძარღვებია განლაგებული. დაზარალებულს უნდა მივაღებინოთ ბევრი სითხე.

იმ შემთხვევაში თუ ადამიანი უგონოდ იმყოფება მას პირველ რიგში გულის პირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა უნდა გავუკეთოთ. შემდეგ კი სასწრაფოდ სამედიცინო პუნქტში წავიყვანოთ.

წინა «
შემდეგი »