როგორ ვუშველოთ ამოღამებულ თვალებს

  • marinola
  • სექტემბერი 3, 2012

შავი წრეები თვალებზეპირველ რიგში აუცილებლად მიმართეთ ექიმს – თვალის უპეების ამოშავება შესაძლოა რომელიმე შინაგანი დაავადების სიმპტომი იყოს. არც ის არის გამორიცხული მუქი რგოლები სტრესსზე, ქრონიკულ დაღლილობაზე ან ავიტამინოზზე (მაგალითად, ც ვიტამინის უკმარისობაზე) მიუთითებდეს. ასე, რომ სვით ვიტამინური კომპლექსები, განსაკუთრებით შემოსდგომაზე და ზამთარში.

მას შემდეგ რაც ამა თუ იმ დაავადებს გამორიცხავთ, შეგიძლიათ თვით სილურჯის ლიკვიდაციას შეუდგეთ. ეს ორგვარად შეიძლება; სპეციალური სამკურნალო საშუალებებით, რომლებსაც კოსმეტიკური ფირმები უშვებენ ან შინაური რეცეპტებით.

რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ამოღამებული თვალების საუკეთესო წამალი ჯანსაღი ძილია.

საძინებელ ოთახში არც უნდა ციოდეს, არც უნდა ცხელოდეს, ფარდები რაც შეიძლება ნაკლებ სინათლეს უნდა ატარებდეს.

თუ სასწრაფოდ გჭირდებათ თავის მოწესრიგება, ერთი ღამით თავქვეშ რამდენიმე ბალიში ამოიდეთ , ამ გზით სახიდან ზედმეტი სითხე სხეულის სხვა ნაწილებში გადავა.

ღამით რაც შეიძლება ნაკლები სითხე სვით, განსაკუთრებით ჩაისა და ყავას ერიდეთ, უმჯობესია წყურვილი სუფთა ცივი წყლით ან დამამშვიდებელი ბალახეული ჩაით მოიკლათ.

სწრაფი შედეგი აქვს ასევე ბალახეული ნახარშის ყინულის კომპრესს; ჩვეულებრივ ფორმებში ჩაასხით ღიღილოს, ოხრახუშის ან გვირილის ნახარში და გაყინეთ, ყინულის ნაჭრები გაახვიეთ დოლბანდში ან ცხვირსახოცში და ქუთუთოებზე მიიდეთ.

ძალზე ეფექტიანია კარტოფილიც – როგორც მოხარშული ასევე უმი. მოხარშული კარტოფილის კომპრესის გაკეთება ღამით სჯობს. გაჭერით ორად და ნახევარი საათით დაიწყვეთ თვალებზე.

იმავე ეფექტის მისაღწევად უმი კარტოფილის ფირფიტები 20 წუთით დაიწყვეთ ქუთუთოებზე.

გარგებთ სალბის კონტრასტული კომპრესიც: თვალებზე მონაცვლეობით მიიდეთ სალბის ცივ და ცხელ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები, ეს კომპრესი ძილის წინ გაიკეთეთ.

წინა «
შემდეგი »