როგორ ვუშველოთ თვალებს

  • marinola
  • July 27, 2012
  • 0

თუ კომპიუტერთან გიწევთ დიდხანს მუშაობა, ეს აუცილებალად აისახება თვალებზე, ასეთ შემთხვევაში ხელოვნური ცრემლის თვალის წვეთებს იყენებენ, მაგრამ მარტო ეს არ კმარა, მთავარია იკვებოთ გონივრულად და მიიღოთ ნატურალური საკვები, განსაკუთრებით ოკეანის თევზი, დალიეთ მეტი სითხე (დღეში 2 ლიტრამდე) უარი თქვით ყავასა და ჩაიზე  (არადა რა სასიამოვნოა კომპიუტერთან ყავის დალევა). რაც შეიძლება ბევრი ხილი და ბოსტმეული მიიღეთ. ამის გარდა აუცილებელია თვალების ვარჯიში:

1. 12-15 -ჯერ თვალები მიყოლებით აქტიურად ახამხამეთ.

2. დაჯექით სწორად და ზემოთ აიხედეთ, თან თვალები მაგრად დახუჭეთ. სავარჯიშო 5-ჯერ შეასრულეთ.

თვალები ჯერ საათის ისრის და მერე საწინააღმდეგო მიმართულებით ატრიალეთ.

არ დაგავიწყდეთ კითხვისა და ტელევიზორის ყურების დროს თვალები ახამხამეთ და არავითარ შემთხვევაში არ მოიფშვნიტოთ.

ეცადეთ სივრცესა და სიმწვანეს უყუროთ, ეს ძალიან ასვენებს თვალებს.

წინა «
შემდეგი »