როგორ იკვებოს სპორტსმენმა სწორად?

  • Creed
  • ოქტომბერი 8, 2014

როგორ-იკვებოს- სპორტსმენმა-სწორად-ihow.geიმ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნეს სპორტს, აუცილებელია იკვებონ სწორად. მაგრამ როგორ ვიკვებოთ სწორად სპორტული ვარჯიშების დროს, ისე რომ სპორტსმენის ორგანიზმმა არ განიცადოს ენერგეტიკული ღირებულებების ნაკლებობა?

 

 

 

სპორტსმენი-საკვები-ihow.geროგორც წესი სპორტით დაკავების დროს, ადამიანს სურს რომ სულ იყოს ჯანმრთელი. მაგრამ როგორ არ მივაყენოთ ზიანი საკუთარ ორგანიზმს? რადგან ზედმეტი დატვირთვის დრო კუნთები ითხოვენ დამატებით ცილიან ნივთიერებებს. იდეალურია, როდესაც ვარჯიშამდე 1-2 საათით ადრე მიიღებთ საკვებს, რომელიც მდიდარია ცილითა და ნახშირწყლით, ამის შემდგომ – ორგანიზმი აღდგენის მიზნით, იგი უნდა შევავსოთ ხორცით, თევზით და ბოსტნეულით.

როგორ ვიკვებოთ მთელი დღის განმაბლობაში? პროდუქტის საკვები და ენერგეტიკული ღირებულება უნდა გადავანაწილოთ მთელ დღეზე, თან უფრო ნოყიერი საკვები უნდა მივირთვათ დილით, ხოლო რაც უფრო უახლოვდებით საღამოს პროდუქტის ენერეგეტიკული და მკვებავი ღირებულება უნდა მცირდებოდეს.

საკვების-არჩევა-ihow.geსპორტსმენისთვის საკვები უნდა იყოს ნატრალური, ქიმიური დანამატების გარეშე. რაციონიდან ამოიღეთ ნებისმიერი ფასტფუდი. ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებიდან უნდა გამოვყოთ, მარცვლეული, მაკარონი (დამზადებული მკვრივი ხორბლის სახეობისგან). ნომიერად უნდა მივიღოთ ის ცხიმები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინებსა A, D და E.

როგორ ვიკვებოთ სწორად? როგორც ცნობილია, საკვები რომელიც ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება თერმულ დამუშავებას, აქვს ყველაზე დიდი ღირებულება. ამიტომ ადამიანები რომლებიც მისდევენ სპორტს, უნდა იკვებონ ცოცხალი ან ორთქლზე მომზადებული კერძები. ასევე თავი უნდა შეიზღუდოთ ტკბილი, შემწვარი და ცხარე საკვებისგან. ასეთი საკვებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სპორტსმენის ორგანიზმს.

ბოსტნეული-ხორცი-თევზი-ihow.geყოველდღიურად სპორტსმენის მაგიდაზე უნდა ჰქონდეს ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ხორციანი და თევზის კერძები, რძიანი და ფერმენტირებული სასმელები. ასევე საკვების გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღის განამვლობაში მიღებული სითხის მოცულობას. არაა რეკომენდირებული გაზიანი სასმელების მიღება, რომლებიც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარს. ასევე არაა რეკომენდირებული ჩაი და ყავა, რადგან მათ აქვს შარდმდენის ეფექტი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.