როგორ იყო მოდური გოგო?

  • An'na
  • January 11, 2018
  • 0

იყო მოდური არ საჭიროებს მიყვებოდე მოდის უახლეს ტრენდებს. მართლაც, რომ უმეტესი მოდური ადამიანი აკეთებს საწიმააღმდეგოს: ისინი იცვამენ კლასიკურად, ამატებენ აქსესუარებს და იწევენ სახელოებს. იყო მოდური არაა მხოლოდ იმაზე რას ჩაიცვავ და როგორ. თავდაჯერებბულობა გასაღებია!

 

1. გამოიკვლიე მოდა

1. აღმოაჩინე შენი მოდის აიქონი.

რომ განავითარო შენი სტილი ჯერ უნდა შეისწავლო სხვისი. ეს დაგეხმარება გაარკვიო შენი გემოვნება —რა გიყვარს, რა არ მოგწონს და რა მოგეწონება,რომ გამოცადო.

  • მოდის ბლოგერები, ცნობილი ადამიანები და დიზაინერები არიან ზუსტად ის ადამიანები,რომლებსაც უნდა დააკვირდე როცა იკვლევ მოდას. დააფოლოვე ისინი ინსტაგრამზე და პინტერესტზე,რომ უფრო კარგად გაიგო მათ ინტერესებზე და ნახო როგორ გამოიყურებიან.

2. შექმენი მოდის ალბომი.

შეგიძლია გამოიყენო ონლაინ საიტები პინტერესტი ან ქლოზია, ფიზიკური ალბომი, სადაც ჩააკრავ ამოპრინტერებულ ან ჟურნალიდან ამოჭრილ სურათებს.

  • უნდა მოაწყო ალბომი სეზონებისა (ზამთარი,ზაფხული), სტილი (ჟაკეტი,კაბები) ან მიზანი (სამსახური,ჩვეულებრივი).

3. განიხილე ვინ ხარ.

როცა გამოიკვლევ მოდას, იფიქრე რა ამოგიტივტივდება გონებაში,როცა უყურებ შენს აღმოჩენილ ნივთებს. ხშირად არჩევ პანკურ ტანსაცმელს?ან იქნებ რეტროს სტილი გიზიდავს,როგორიცაა 70-იანების როკვარსკვავი ან 50-იანების ლამაზმანი. ან შესაძლოა მოგწონდეს მინიმალისტური სტილი.

  • იფიქრე რას ამბობენ შენზე ის ნივთები,რაც მოგწონს, და იფიქრე როგორ გამოხატავ შენ თავს ამ ტანსაცმლის ჩაცმით.
  • თუ ხარ მსახიობი,ვისაც უყვარს ჩაცმაზე ფიქრი, უნდა ჩაიცვა კაშკშა ფერები და მოკლე სამკაულები.

4. არ დააკოპირო.

შენ შეგიძლია ერთმანეთს შეუხამო კარგი ტანსაცმელი და შეიძლება მაცდური იყოს,რომ უბრალოდ დააკოპირო სხვისი სტილი. შეეცადე შეინარჩუნო შენი სტილის უნიკალურობა.

  • მაგალითად შეგიძლია გამოიყენო იგივე სილუეტი, მაგრამ სხვა ნაჭერი და თარგი ან იგივე ფერი და თარგი, მაგრამ ხვა სილუეტი.
  • შენ შიგიძლია დააკოპირო პოპულარული ჩაცმულობა განიერი ქვედაბოლო და ტოპი მაღალ ქუსლებზე. მაგრამ უნიკალურობის შესანარჩუნებლად იყოს ეს ტანსაცმელი სხვა ფერის. ასევე დაამატე აქსესუარები.

5. მიაქციე ყურადღები ვინ როგორ იცვამს.

ოდესმე გინახავს ფოტოები “ვინ იცვამს უკეთ”? ხალხი იშვიათად იცვამს იგივე ტანსაცმელს, იგივენაირად. ისინი აწყვილებენ თავის ტანსცმელს აქსესუარებთან და თმის განსხვავებულ სტილთან.

  • ერთმა ადამიანმა შეიძლება განიერი ზედა ჩაიცვას ტანზე მომჯდარ ჯინსზე და მაღალ ფეხსაცმელზე, ხოლო მეორემ იგივე ზედა აკეცილი სახელოებით ჩაიცვას იგივენაირ ჯინსზე, მაგრამ დაბალ ფეხსაცმელზე.

6. არ იყო სნობი.

მოდურ ადამიანს ნებისმიერი ტანსაცმლის შეფერება შეუძლია არ აქვს მნიშვნელობა რომელ მაღაზიაშია. აი იარო მხოლოდ ბრენდული მაღაზიებში. შეიარე ეკონომიურ მაღაზიებში, ძველმოდურ მაღზიებში და იქ სადაც ხშირადაა ფასდაკლება.

7. დარჩი შენ თავთან მართალი.

მნიშვნელოვანია გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და სცადო ახალი რაღაცეები. მხოლოდ ჩაიცვი ის რაც ფიქრობ,რომ საუკეთესოდ არის შენს ტანზე.

8. იყავი თავდაჯერებული.

თავდაჯერებულობა ისეთივე მნიშვნელოვანია სტილის შერჩევისას,როგორც ის თუ რას იცმევ. თუ გაქვს თავდაჯერებუობის ნაკლებობა, ვერ გახდები მოდური და ვერ ჩაიცმევ იმას რაც გიყვარს.

  • იმუშავეიმაზე,რომ თავი იგრძნო კარგად არ აქვს მნიშვნელობა რა გაცვია ან რა აქსესუარები გიკეთია.

2. გქონდეს მოდური გარდერობი.

1. აირჩიე ცოტა კლასიკური ტანსაცმელი.

სტილის ექსპერტები თავის გარდერობს ავსებენ ძირითადად ნეიტრალური ფერებით, რაც ხდის მათ ტანსაცმელს ერთიანს. მაინც ისინი გვირჩევენ რამდენიმე ძირითად ტანსაცმელს:

  • შავი კლასიკური შარვალი
  • მუქი ლურჯი მომდგარი შარვალი
  • კლასიკური ქვედაბოლო (ძირითადად შავი)
  • პატარა შავი კაბა იმ ფორმის,რომელიც მოგიხდება
  • თეთრი,გრძელ სახელოებიანი კაბა ხალათი
  • რბილი,მრგვალ ყელიანი სვიტერი (უკეთესია ქაშმირი,მაგრამ ძვირია) ნეიტრალურ ფერებში
  • სამკუთხედ-ყელიანი მაისურები ნეიტრალურ ფერებში თეთრი,შავი და ნაცრისფერი
  • უბრალო შავი ქუსლებიანი ფეხსაცმელი
  • ფეხსაცმელები კოჭზე შავი ან ყავისფერი
  •  შავი ან კანისფერი ბალეტკები
  • შავი კოსტიუმი
  • კრემისფერი ან შავი პალტო
  • შავი ან ნეიტრალური ტყავის ჟაკეტი

2. გქონდეს გამომკვეთი სილუეტი.

შეზღუდე შენი სტილი და იყიდე მხოლოდ ის,რაც ამშვენებს შენს ტანს. ეს დაგეხმარები კონცერტრირდე შენს არჩევნებზე და უფრო მარტივად იყიდო ახალი ტანსაცმელი.

  • როცა ერთხელ ნახავ,რომ რაგაც ძალიან გიხდება, მიეჯაჭვე მას და იყიდე მისნაირი სილუეტის მქონე ტანსაცმელი.

3. მოიფიქრე შენი დღიური რეჟიმი.

როცა ყიდულობ ფესაცმელს,ტანსაცმელს და აქსესუარებს იფიქრე იმაზე თუ როგორ გაატარებ დღეებს ამ ტანსაცმელში. ეს გარანტიას მოგცემს,რომ ჩაიცვამ რასაც იყიდი.

  • მასწავლებელს სჭირდება სულ სხვანარი გარდერობი (მაგალითად შლაქსები, კლასიკური ქვედაბოლო, სვიტერები და ბალეტკები),ვიდრე მიმღებს რესტორანში( შესაძლოა კოქტეილის კაბები და ქუსლები).

4. გაათავისუფლე შენი გარდერობი.

გადააგდე ყველაფერი რა არ ჯდება შენს ახანდელ გემოვნებაში. რაც არ გეტევა აჩუქე ვინმეს ან გადააკეთე. დარწმუნდი,რომ თავს ყველაფერში კარგად გრძნობ რაც შენს გარდერობშია.

  • იყავი ბრუტალური მაშინ,როცა გადაწყვეტ რა გადააგდო და რა დაიტოვო. ყველაფერი რაც თავს ცუდად გაგრძნობინებს,ადგილს იკავებს და ვერაფერთან ვერ ახამებ  უნდა მოიშორო.

5. შეკაზმე შენი გარეგნობა აქსესუარებით.

ქამრები,ხელჩანთები და დიდი ყელსაბამები შესანიშნავი გზაა,რომ შეალამაზოთ თქვენი კლასიკური ჩაცმულობა.

  • აიღე პატარა შავი კაბა,რომელიც შემდეგ შეგიძლია დღის ტანსაცმლიდან ღამისაში შეცვალო უბრალოდ ფეხსაცმის გამოცვლით და დიდი ყელსაბამის დამატებით.

6. არ დაგავიწყდეს ქუდები,ქამრები და ჩანთები.

მხოლოდ ყელსაბამები და საყურეები არ არიან აქსესუარები,რომლებსაც შეუძლიათ აამალონ შენი სტილი.

  • მოიჭირე კორსეტი და დაამატე ცოდაოდენი რეტროს სტილი უბრალო შავ კაბას,რომელიც კომბინირებულია ყავისფერ ქამართან და ხელჩანთასთან.
  • შლაპები დღესდღეობით ერთ-ერთი პოპულარული ქუდებია. ისინი უხდება თითქმის ყველა სტილს სარაფნებსაც და მომდგარი შარვლისა და სპორტული ქურთუკის კომბინაციას.

7. აღიჭურვე რამდენიმე წყვილი მზის სათვალით.

სხვა საჭირო აქსესუარი მოდური გოგონასთვის არის სათვალეები. საერთოდ დიდი ავიატორის დ კატის სათვალეები ბოლო დროს ყველაზე პოპულარული გახდა, მაგრამ შენ უნდა აარჩიო რა უხდება შენს სახეს ყველაზე მეტად.

  • დადექი სათვალეების დახლთან და ცადე ყველა სტილის სათვალე. ვინ იცი? იქნებ შენ საუკეთესოდ გამოიყურები პატარა მრგვალ მზის სათვალეებში,როგორიც ჯონ ლენონს ეკეთა.

3. სცადე სპეციალური ხერხები.

1. შეინარჩუნე ნეიტრალურობა.

თუ ნერვიულობ რა ფერის ტანსაცმელი ჩაიცვა,ჯერ დაიწყე ნეიტრალური ფერებით,როგორიცაა შავი,ნაცრისფერი,კრემისფერი და თეთრი.

  • მაგალითად იყიდე მწვანე ბლუზი,შავი კლასიკური კაბა და შავი კოსტიუმი და დაამატე დიდი ყელსაბამი.

2. სცადე მონოქრომატული გარეგნობა.

მონოქრომატული ჩაცმულობა ან ჩაცმულობა,რომელიც მხოლო ერთ ფერს შეიცავს ნამდვილად მიიპყრობს ყურადღებას. სცადე ერთმანეთს შეუფერო ერთი ფერის ტანსაცმელი—- პოპულარული არჩევნებია თეთრი და წითელი ფერის,მაგრამ ეს ძირითადად დამოკიდებულია თუ რა ფერი გიხდება თმაზე და კანზე.

  • შავი ფერი ყველაზე უსაფრთხო ფერია და მისი ჩაცმის შემდეგ უბრალო სტილიდან შეიძლება მალევე გადაიქცე ლამაზმანად.

3. ყოვეთვის გაიკეთე აქსეუარები.

კლასიკური მოდის რჩევაა ჩაიცვა მინიმალისტური ტასაცმელი და უბრალოდ დაამატო აქსესუარები.

  • მაგალითად ჩაიცვი შავი მაისური,მომდგარი შავი ჯინსი, კოჭზე ფეხსაცმელი,ოქროს ყელსაბამი და ბრილიანტის საყურე. ან შემოიხვიე ფერადი შარფი და ვერცხლის სამაჯურის წყვილი.

4. იყავი მოდური ყველაფრის მიუხედავად.

მოდური ხალხი ყოველთვის მოდურები არიან, არ აქვს მნიშვნელობა პიჟამოები აცვიათ თუ ღამე გადიან ქალაქში.

  • სწორე ჩაცმით, შენ შეგიძლია მოდური იყო მომდგარ ჯინსებში და მაისურშიც კი. მაგალითად შეგიძლია ჩაიცვა შავი ჯინსები,სამკუთხედგულიანი თეთრი მაისური,ნაცრისფერი შარფი,კოჭზე ფეხსაცმელები, შავი კოსტიუმი და ვერცხლის მრგვალი საყურეები.

5. იყავი კარგად მოვლილი.

გქონდეს კარგი შესახედავი თმები,წარბები,კანი და ფრჩხილები, დაუყოვნებლივ აამაღლებს შენს მოდურობას.

6. უზრუნველყავი,რომ ხარ კომფორტულად.

არ აქვს მნიშვნელობა რა გაცვია მთავარია ხარ თუ არა კომფორტულად მასში. ეს აამაღლებს თქვენს მოდურობას.

  • არ უნდა ჩაიცვა ქუსლიანები თუ მისი ჩაცმისას ისე დადიხარ თითქოს მთვრალი ხარ ან დაშავებული.

 

 

 

 

წინა «
შემდეგი »