როგორ კლასიფიცირდება სესხი დაკრედიტების მიმართულების მიხედვით?

  • Creed
  • თებერვალი 5, 2014

საცალო-დაკრედიტება-ihow.geსაბანკო პრაქტიკაში მიღებულია დაკრედიტების მიმართულების მიხედვით სესხები დაყოფა ორ ძირითად მიმართულებად: საცალო დაკრედიტების მიმართულება (Retail) და ბიზნესის დაკრედიტების მიმართულლება (Business).

 

საცალო მიმართულებას ახასიათებს ბანკის მენეჯმენტის მიერ წინასწარ განსაზღვრული საკრედიტო პროდუქტები ფიქსირებული პირობებით. ასეთ პროდუქტებს კლიენტი ან “იყიდის” ან არა. პირობების ცვლილება ან კლიენტზე ინდივიდუალურად მორგება დაუშვებელია. ამ სახის სესხებს როგორც წესი განეკუთვნება სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები. დასავლეთში საცალო მიმართულებას ზოგი ბანკი მიაკუთვნებს მცირე ბიზნესის დაფინასებასაც, ვინაიდან მცირე ბიზნესის წილი ბაზარზე ძალზე დიდია და შესაბამისად შესაძლებელიa მასიურად სტანდარტიზირებული საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება. საქართველოში როგორც წესი საცალო მიმართულებას განეკუთვნება მხოლოდ სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები.

რაც შეეხება ბიზნესის მიმართულებას აქ საკითხი ბევრად უფრო პრობლემურია, ვინადინ შეუძლებელი კლიენტის ერთიანი დაჯგუფება/კლასიფიკაცია, რომელიც მისაღები იქნება ყველა ბანკისათვის. ეროვნული ბანკის საზედამხედველო და სტატისტიკური ანგარიშგებები ძირითადად ითხოვენ ანგარიშგების მომზადებას ფიზიკური და იურიდიული პირების ჭრილში. რაც შეეხება მცირე, საშუალო და კორპორატიულ ბიზნეს ეროვნულ ბანკს არ აქვს მიღებული შესაბამისი კრიტერიუმები და ეყრდნობა კომერციული ბანკების მიერ მოწედობულ ინფორმაციას. კლიენტების კლასიფიკაცია და შესაბამისად დაკრედიტების მიმართულებების განსაზღვრა დამოკიდებულია უშუალოდ ბანკის მენეჯმენტზე და ბანკის მიერ შერჩეულ სტრატეგიაზე.

ბიზნეს-სესხის-გარიგება-ihow.geბიზნეს სესხები კლასიფიკაცია დაკრედიტების მიმართულებით შესაძლებელია ორი გზით:

● გაცემული ვალდებულებების ჯამური ოდენობის მიხედვით ან
● კლიენტის მნიშვნელობის (ჯგუფის მიხედვით).

პირველ შემთხვევაში ბანკის მენეჯმენტი ბაზრის მოთხოვნის გამოკვლევის შემდეგ ახდენს ვალდებულებების (ჩვენ შემთხევაში – სესხების) დაჯგუფებას გარკვეული თანხების მიხედვით. მაგალითად: მიკრო სესხები – 1000 ლარიდან 50,000 ლარამდე, მცირე სესხები – 50,000 ლარიდან 150,000 ლარამდე, საშუალო სესხები – 150,000 ლარიდან 1,000,000 ლარამდე და კორპორატიული სესხები – 1,000,000 ლარიდან ზემოთ. ამ სქემის გამოყენება ერთის მხრივ მარტივია, იმისდა მიხედვით თუ რა ოდენობის სესხს გასცემს ბანკი შესაბამის კატეგორიაში აღრიცხავს კლიენტს. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პრაქტიკა ძალზე მოუხერხერებელია და გამოიწვევს არა მარტო საკრედიტო პორტფელის არაოპტიმალურ გადანაწილებას, არამედ გაართულებს ბანკის მარკეტინგულ პოლიტიკასაც. მაგალითად: კლიენტი რომელიც პირველად მიეკუთვნებოდა საშუალო ბიზნესს და შესაბამისად მისთვის იყო განსაზღვრული საშუალო ბიზნესისათვის განკუთვნილი ტარიფები და პროდუქტები. დროთა განმავლობაში კლიენტი იზრდება, ფართოვდება და მისი საკრედიტო დავალიანება უკვე აღემატება საშუალო ბიზნესის ლიმიტებს. ამ შემთხვევაში პორტფელის ოპტიმალური მართვის და საკრედიტო რისკების შემცირების მიზნით ბანკი იძულებილი იქნება შეცვალოს მისი კატეგორია რასაც მოყვება ტარიფებისა და პროდუქტების ცვლილებაც. იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესი ძალზე სწრაფად იცვლება (იზრდება, მცირდება, კოტრდება) ეს პრობლემა ხშირად წამოიჭრება საკრედიტო პორტფელის ცვლილებისას.

ბიზნეს-გარიგება-ihow.geამრიგად, ბანკების უმრავლესობა ნელ ნელა გადადის კლასიფიაციის განსხვავებულ მიდგომაზე – დაკრედიტების მიმართულების განსაზღვრა უშუალოდ კლიენტის მნიშვნელობის მიხედვით. ეს მიდგომა გულისხმობს კლიენტის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესწავლას (საქმიანობის ხანგრძლივობა, მენეჯმენტის გამოცდილება, საქმიანობის სფერო, აქტივების და ვალდებულებების სტრუქტურა, დასაქმებულ პირთა რაოდენობა, წლიური ბრუნვები ზრდის პერსპექტივა და სხვა) და ბანკისათვის მისი მნიშვნელობის დადგენას. კლიენტი ყოველთვის შესაბამის ჯგუფში იქნება, რაც გაადვილებს ბანკის მხრიდან როგორც საკრედიტო პორტფელის მართვას ასევე მარკეტინგულ პოლიტიკასაც.
ამრიდაგ სესხების დაკრედიტების მიმართულების მიხედვით შეიძლება დავყოთ შემდეგ ძირითად ჯგუფებათ:

1. საცალო დაკრედიტების მიმართულება;

2. ბიზნესის დაჯრედიტების მიმართულება;
a. მიკრო დაკრედიტების მიმართულება;
b. მცირე დაკრედიტების მიმართულება;
c. საშუალო დაკრედიტების მიმართულება;
d. კორპორატიული დაკრედიტების მიმართულება;

საცალო მიმართულებას როგორც წესი მიეკუთვნება ყველა რეზიდენტი/არარეზიდენტი ფიზიკური პირი. ბიზნესის მიმართულებას კი იურიდიული პირები. რაც შეეხება ინდივიდუალურ მეწარმეებს აქ საკითხი ძალზე პრობლემურია, ვიანიდან არ არსებობს არანაირი მოთხოვნა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან თუ როგორც უნდა აღირიცხოს ინდივიდუალური მეწარმე კომერციულ ბანკებში. ერთის მხრივ ინდივიდუალური მეწარმე ეწევა ბიზნესს საქმიანობას და ამ საქმიანობის მიზანია მოგების მიღება, მეორე მხრივ კი ინდივიდუალური მეწარმე არის ჩვეულებრივი ფიზიკური პირი, რომელიც ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით შეუზღუდავათ. ბანკის მენეჯმენტმა თავად უნდა განსაზღვროს თუ რომელ მიმართულებას მიაკუთვნოს ინდივიდუალური მეწარმეები.

წინა «
შემდეგი »