როგორ კლასიფიცირდება სესხი მიზნობრიობის მიხედვით?

  • Creed
  • იანვარი 15, 2014

სესხის-მიზნობრიობა-ihow.geსესხების კლასიფიკაცია მიზნობრიობის მიხედვით დამოკიდებულია სესხის უშუალო გამოყენების მიზანზე. როგორც წესი სესხებს ახასიათებს ორი ძირითადი მიზნობრიობა: სამომხმარელო და ბიზნესი.

სამომხმარებლოს სესხებს განეკუთვნება ყველა ის სესხი, რომელთა მიზნობრიობა წარმოადგენს ფიზიკური პირის სამომხმარებლო მიზნების დაკმაყოფილება (მოგზაურობა, საყოფაცხოვრო ნივთების შეძენა, სამედიციო ხარჯების, სწავლის გადასახადის და სხვა პირადი ხარჯების ანაზღაურება). ბიზნესის მიმართულების მიზნობრიობებს განეკუთვნება კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების შესრულება, მარაგების, დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, შენობა-ნაგებობების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება და სხვა.

OJ026-029საბანკო პრაქტიკაში სამომხმარებლო სესხებს ნელნელა გამოეყო იპოთეკური სესხები. იპოთეკური სესხის არის ნებისმიერი სესხი, რომლის მიზნობრიობაა უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან/და შეკეთება. ვინაიდან მსგავსი მიზნობრიობა მოითხოვს მეტ დროს და მეტ ფულს სხვა სამომხმარებლო მიზნებთან შედარებით, და შესაბამისად იზრდება დაკრედიტებასთან დაკავშირებული რისკები უფრო გონივრულია სესხის მიზნობრიობები გაიყოს სამ ძირითადი მიმრთულებით. სამომხმარებლო სესხები, იპოთეკური სესხები და ბიზნეს სესხები. უშუალოდ ამ ძირითადი მიზნობრიობების დანაწევრება/დეტალიზაცია დამოკიდებული ბანკის სტრატეგიულ მიმართულებაზე და მის საკრედიტო პროდუქტების მრავალფეროვნებაზე.

1. სამომხმარებლო სესხები:

a. მოგზაურობა;
b. სატრანსპორტო საშულების შეძენა;
c. სწავლის ღირებულების და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება;
d. ელექტროსაქონლის შეძენა;
e. და სხვა;

2. იპოთეკური სესხები:

a. აგარაკის შეძენა;
b. საცხოვრებელი ბინის შეძენა;
c. რემონტი ან/და რეკონსრუქცია;
d. მიწის ნაკვეთის შეძენა;
e. და სხვა;

3. ბიზნეს სესხები:

a. საბრუნავი საშუალებების შეძენა;
b. სატრანსპორტო საშუალებების შეძენა;
c. ძირითადი საშუალებების შეძენა;
d. უძრავი ქონების შეძენა
e. მიმდინარარე ვალდებულებების შესრულება;
f. ფასიანი ქაღალდების შეძენა;
g. ბიზნეს ხარჯების ფინანსირება
h. და სხვა სამომხმარებლო მიზნები;

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.