როგორ მივაღწიოთ მიზანს?

  • Creed
  • მაისი 25, 2014

წარმატებული-ადამიანი-ihow.geმსურს მოკლედ განვიხილოთ მიზნისკენ მიმართული გზის ყველა თავისებურებები, მინდა ავღნიშნო რომ  წაკითხული ყველა სიტყვა არ არის უბრალო გამოგონება, ეს არის რელიქტიური ცოდნა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ათასწლეობის სიღრმიდან დაგროვილი გამოცდილების შედეგად.

დაივიწყეთ მიზნის მნიშვნელობა, უარი თქვით ვნებაზე და დაიტოვეთ მხოლოდ განბედაობა რომ იქონიოთ. თქვენ უნდა მიისწრაფოთ საკუთარ მიზნისაკენ, როგორც კორესპონდენციისაკენ საფოსტო ყუთიდან. ერთადერთი რამაც შეიძლება გაგიფუჭოთ საქმე, გზაზე საკუთარი მიზნისკენ – ეს არის გადაჭარბებული პასუხისმგებლობა, ზედმეტ ძალისხმევა და დამარცხების შიში. რჩევა: გონებაში ატრიალეთ “სურათი” თუ როგორ მიაღზიეთ მიზანს, არანაირი სცენარიის გარეშე. თქვენ უკვე მიაღწიეთ მიზანს. არ იფიქროთ მიზნის მიღწევის საშუალებებზე. თუ თქვენ ფოკუსირებას გააკეთებთ მიზანზე, თითქოს ის უკვე მიღწეულია, რაღაც პერიოდის შემდგომ, თქვენ წარმოგიდგებათ სხვადასხვა შესაძლებლობები – კარებები, და მაშინ საშუალება თვითონვე გამოჩნდება.

სულიერი-სიმშვიდე-ihow.geთუ თქვენი მიზანი გეჩვენებათ რთულად მისაღწევი, მაშინ მთელ “მხიარულებას” გაგიფუჭებთ ეჭვი და მძიმე მოსაზრებები შესაძლო წარუმატებლობის შესახებ. მაინც როგორ დავიჯეროთ რომ შეუძლებელი გახდეს შესაძლებები? არანაირად! თქვენ საკუთარ თავს ვერანაირად ვერ დაარწმუნებთ და დააძალებთ რომ დაიჯეროს. დაივიწყეთ ეს უაზრო შფოთვა და უმჯობესია დაკავდეთ საქმით – წარმოიდგინეთ ზემოთ აღნიშნული “სურათი” და არ დაივიწყოთ ნაბიჯების გადადგმა მიზნის მიმართულებით. თქვენ არ უნდა შეგაწუხოთ იმ აზრმა რომ მიზანი ჯერ შორს არის. რთული დასაჯერებელი იქნება, თუ როგორ გახდება იგი თქვენი. მაგრამ ამაზე საერთოდ არ იდარდოთ. თქვენზე დამოკიდებულია მხოლოდ გაუკეთოთ “შეკვეთა ოფიციანტს”. როდესაც გონება დაინახავს, რომ კარები იღება, ყველა ეჭვი გაქრება. უამრავ ადამიანმა, რომლემაც მიაღწია თავბრუდამხვევ წარმატებას, ამბობდნენ რომ, არასოდეს დაიჯერებდნენ რომ მათ ეს შეეძლოთ. ასევე გეტყვით კიდევ ერთ რჩევას: თქვენი მიზანი არ დააყენოდ მხოლოდ ერთ “რუკაზე”, იქონიეთ რეზერვული გზა, დაზღვევა, არ მოიხუროთ უკვე გავლილი კარებები და “ადრეულად არ დაწვათ ხიდები”.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.