როგორ მივაღწიოთ მოლაპარაკების პროდუქტულობას?

  • Creed
  • სექტემბერი 13, 2014

მოლაპარაკებები – აი ეს არის დღევანდელი ამფითეატრი, სადაც თანამედროვე გლადიატორები, ჩაცმულნი უახლესი საოფისე მოდის კოსტუმებში იპყრობენ ქალაქს, ან როგორც მინიმუმ დებენ პროფიტულ გარიგებებს. აქ უმთავრეს უნარად წარმოგვიდგება – მოსაუბრის ყურადღების შეკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დარჩებით უსულო პროექტთან ერთად, რომელიც ვერადავერ განხორციელდა. როგორ ავერიდოთ ამ ბედს და გავხდეთ ის ადამიანი, რომლის ყოველ სიტყვას უსმენს აუდიტორია? ამისათვის წავიკითხოთ შემდეგი ინსტრუქცია.

ყურადების-კონცენტრაცია-ihow.ge

1. შეადგინეთ დღის განრიგი

შეადგინეთ დღის განრიგი – ის საკითხები, რომლის განხილვაც გსურთ შეხვედრის დროს. განრიგის გარეშე თქვენი შეხვედრა რისკავს დაეშვეს არაკონტროლირებად ჩატის ფორმატამდე, სადაც რამდენიმე წუთის შემდეგ რთულია გაიხსენოთ თუ რა იყო უპირველესი დისკუსიის თემა.

2. ყურადღება მიაქციეთ დროს

ზემოთ აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარეობს რჩევა, რომ წინასწარ დაგეგმოთ დროის ჩარჩოები, რომელშიც უნდა ჩატიოთ დისკუსიის ყოველი პუნქტი. თუ თქვენ თავიდანვე ან საუბრის პროცესში ატყობთ რომ დროის ჩამორჩებში ვერ ეტევით, მაშინ უმჯობესია წინასწარ შეთანხმდეთ შემდეგი შეხვედრის დანიშვნაზე. ესეთი ქმედემა მოსაუბრეს მოუხდენს დემონსტრაციას, რომ თქვენ აფასებთ მის დროსა და ყურადღებას, ასევე რომ არ აპირებთ ამ რესურსების უაზროდ ფლანგვას.

3. ხუმრობის წუთი

ხუმრობის-წუთი-ihow.ge

მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას შეიძლება თავისუფლად დაგავიწყდეთ, რომ თქვენს წინ არიან ცოცხალი ადამიანები, რომლებსაც დროდადრო შეუძლიათ ბანალურად მოსწყინდეთ. ასეთ რამეს რომ ავერიდოთ, არ დაგავიწყდეთ პერიოდულად აუდიტორიის შერხევა, საკუთარი დაინტერესების გამოხატვითა და საკუთარი ადამიანობის დანახვით. ყველაზე მარტივად ეს შეგიძლიათ გააკეთოთ, შესაფერის მომენტში ხუმრობის თქმით, ეს მიიქცევს ყურადღებას და შემატებს სიცოცხლეს. თუ თქვენ 100%-იანი გარანტიით ვერ ეყრდნობით საკუთარი იუმორის გრძნობას, მაშინ უმჯობესია გააკეთოთ წინასწაი რეპეტიცია, თუ რას ჩართავთ დიალოგში საჭიროების მიხედვით.

4. თვალყური ადევნეთ საკუთარ თავს

მოიქეცით გარშემომყოფების შეხედულებისა მიხედვით – ნიშნავს, გააკონტროლოთ მათი ყურადღება და გააკეთოთ აქცენტები მხოლოდ დადებით მომენტებზე. მაგალითად, ადამიანთად პირადი საუბრის დროს, თუ დახედავთ საათს, ეს ჟესტი არ გაიპარება მოსაუბრის ყურადღებიდან. და თუ თქვენ გინდოდათ უბრალოდ გაგეგოთ, ხომ არ არის დრო რომ გადახვიდეთ შემდგე საკითხზე (ნახეთ მეორე პუნქტი), მოსაუბრემ შეიძლება გაიფიქროს, რომ თქვენ ჩქარობთ ან თქვენ არ გაინტერესებთ საუბრის თემა. თუ თქვენ საკუთარ მოქმედებებს დააკომენტარებთ ესეთი ფრაზით “მე ვაფასებ თქვენს დროს, რომელიც დაგვრჩა მაქსიმუმ 5 წუთი, და შესაძლებებლია იგი დავუთმოთ ამათუიმ საკითხს”, მაშინ თქვენ მომგებიანად მოახდენთ მოსაუბრის ყურადღების დაფიქსირებას თქვენს პროფესიონალიზმზე და თავაზიანობზე.

5. რეზუმირება

რეზიუმირება-ihow.ge

სავსებით ლოგიკურია, ყოველი შეხვედრის ბოლოს მისი შეჯამებდა და შემდეგი ეტაპების დანიშვნა, ეს იქნება შემდეგი შეხვედრის თარიღი ან დრო, ან უფლებების და ახალი დავალებები გადანაწილება შეკრებილ ადამიანებს შორის. ეს უზრუნველყოფს თავდაჯერებულობას, იმაში რომ ყველა მივედით ერთ დასკვნამდე და მომავალში არ იქნება რაიმე გაუგებრობა. შედეგების რეზიუმირებას აუცილებლად უნდა მისცეთ წერილობითი სახე, იმისათვის რომ ყოველთის შეძლოთ მისი გახსენება. იდეალში დასკვნები უნდა იყოს ნათელი პასუხი დღის წესრიგში დასმულ კითხვებზე, რაც უთუოდ მეტყველებს საქმიანობის სწორად შესრულებაზე.

წინა «
შემდეგი »