როგორ მივაღწიოთ წარმატებასა და სულიერ სიმშივდეს?

  • Marieta-maria
  • თებერვალი 20, 2018

სიმშვიდეარსებობს მოსაზრება, რომ წარმატებისთვის  ცოტაოდენი კაციჭამიობა აუცილებელია. მიუხედავად იმისა რომ დღეს-დღეობით არსებულ რეალობაში ადამიანთა უმეტესობას სრულიად გამართლებულად  და რეალურად ეჩვენება ეს მოსაზრება და მისი არსის სინამდვილეში ეჭვიც არ ეპარება, არსებობენ საწინააღმდეგო კატეგორიის ადამიანებიც.

ძალიან საინტერესო თემაა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ თემაზე სტატია დამეწერა. “წარმატება” ეს სიტყვა უმეტესობასთან ასოცირდება ფინანსურ უზრუნველყოფასთან, ხალხის მიერ აღიარებასთან და სხვებზე გავლენის მოხდენასთან. რა თქმა უნდა იმ კატეგორიის ადამიანებისთვის ვისთვისაც წარმატება მხოლოდ  ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებია,კაციჭამიობა მუდამ თანმდევი პროცესი იქნება სასურველი წარმატების გზაზე, რადგან ისეთი ტიპის ადამიანი ბევრად მეტია, ვიდრე ისინი ვინც ფიქრობს რომ წარმატება საკუთარ თავში მიიღწევა და ამისთვის სულაც არაა საჭირო კაციჭამიობა.

მაშინ კი როცა უამრავი ადამიანი ერთად იწყებს ფიქრს იმაზე თუ რა ხრიკი მოიფიქროს იმისთვის რომ მისთვის არასასურველი სიტუაციიდან თავი დაიძვრინოს, გავლენა მოახდინოს სხვაზე, დაიკავოს სასურველი თანამდებობა, იცხოვროს უზრუნველად სხვის ხარჯზე, იყოს დაფასებული და აღიარებული სხვა ადამიანების მიერ ,ამ დროს კაციჭამიობას გვერდს ვერ აუვლიან, მაგრამ როგორც ზემოთ ვახსენე არსებობენ ისეთებიც ვისთვისაც წარმატება საკუთარ თავში მიიღწევა და ეს მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ზემოთხსენებული.

ასეთებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი თავის ძიება, საკუთარ თავთან ომის მოგება და სულიერი სიმშვიდე. ამ წარმატების გზაზე ერთადერთი ვისთანაც ბრძოლა გიწევს საკუთარი თავი, საკუთარი გონებაა. ასეთი ადამიანი ყოველთვის ეჯიბრება არა სხვას, არამედ საკუთარ თავს, რადგან მაშინ როცა სჯობნი საკუთარ თავს სჯობნი სხვა ყველა და ყველაფერ დანარჩენს.

ერთხელ მარკ ტვენმა თქვა რომ ადამიანის ცხოვრებაში ორი უმნიშვნელოვანესი დღე არსებობს:  ერთი როცა ის იბადება და მეორე როცა ხვდება თუ რისთვის იბადება. როდესაც ეძებ შენს მოწოდებას, იმას თუ რისთვის დაიბადე და საბოლოოდ შეიცნობ თავს, მაშინ მიაღწევ სულიერ სიმშვიდეს და როცა უკვე გეცოდინება დანამდვილებით რა გინდა და რა უნდა აკეთო, სწორი გზა თითქოს თვითონ გეკაფება, და შენ მიჰყვები მას დიდი სიყვარულით და რაც მთავარია მშვიდად.

შენ ბრძოლა მხოლოდ შენს თავთან გქონდა და უკვე გამარჯვებული, ყოველგვარი ეგოდან გამოტყორცნილი ფიქრების გარეშე, რომლებიც აიძულებს ადამიანს შეეჯიბროს სხვას თუ იყოს დასრესილი მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრით რომ სხვა შეიძლება სჯობდეს, აგრძელებ გზას და აანალიზებ რომ ყოველი ადამიანი იბადება იმისთვის რომ აკეთოს მხოლოდ თავისი საკეთებელი და როცა უკვე ის გაქვს გაანალიზებული შენ დადიხარ მხოლოდ შენს გზაზე, საკუთარ თავზე გამარჯვებული და ამ გზაზე კაციჭამიობა ნამდვილად არ გდევს თან.

ეს სტატია სწორედ იმ ადამიანებს დავუთმე ვინც ეჭვებშია ამ საკითხთან დაკავშირებით, იმისთვის რომ დაფიქრდეს, ჩაუკვირდეს საკუთარ თავს და შეინარჩუნოს სულიერი სიმშვიდე რაც ნამდვილად უმნიშვნელოვანესია ბედნიერებისთვის.

წინა «
შემდეგი »