როგორ მივიზიდოთ ნებისმიერი მამაკაცი?

  • An'na
  • იანვარი 11, 2018

ხიბლაობასიმართლეს თვალი გავუსწოროთ. არ არსებობს გზა, რომლითაც ნებისმიერ მამაკაცს აუცილებლად შევაყვარებთ თავს. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრ მამაკაცს ერთნაირი მოთხოვნები აქვს, როდესაც იდეალურ ქალს ეძებს. ამიტომ უამრავი ხრიკი არსებობს კაცის ყურადღების მისაქცევად. რა არის თქვენი სურვილი? გსურთ, რომ გავლისას ყველამ თქვენ შემოგხედოთ, თუ თვალი ერთ კონკრეტულ ადამიანზე გიჭირავთ? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ხრიკები თქვენი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. წაიკითხეთ! და დაიმახსოვრეთ, რომ მთავარი ყოველთვის თქვენი გარეგნობა და სხეული არაა.

სანამ ვინმეს მიზიდვას ეცდებით, მეტად თავდაჯერებული უნდა გახდეთ. თუ არ ხართ ბედნიერი იმით, ვინც ხართ, ეს კილომეტრიდანაც შესამჩნევი იქნება. კაცებს ისეთი ქალები იზიდავთ, რომლებიც თავიანთი თავით კმაყოფილები არიან და არა ისეთები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაში სიცარიელის შესავსებად განწირულად ეძებენ ვინმეს.

  • უთხარით თქვენ თავს რამდენად არაჩვეულებრივი პიროვნება ხართ! შეახსენეთ თქვენ თავს თქვენი საუკეთესო თვისებები და შესაძლებლობები და იამაყეთ თქვენი უნიკალურობით. შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება.
  • დაიმახსოვრეთ, რომ ლამაზი ხართ, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. მიუხედავად იმისა, რომ იდეალური არავინაა, სახლიდან გასვლამდე ჩაიხედეთ სარკეში და შეახსენეთ თქვენ თავს რა მოგწონთ საკუთარ თავში-ღიმილი, იდეალური კბილები, გრძელი ფეხები და ა.შ. რასაც თქვენ დააფასებთ, მამაკაცებიც იმას შეამჩნევენ. არ გაქვთ კარგი კბილები ან ფეხები? ვის აინტერესებს! მთავარია თქვენ არ შეგეშინდეთ ღიმილის ჩვენება და ფეხების გამოჩენა. არასდროს შეგრცხვეთ საკუთარი გარეგნობის გამო!
  • ახალ ხალხთან შეხვედრისას იყავით თავდაჯერებული. ახლახანს გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა საშიშია, მაგრამ თუ ნებისმიერი რამისთვის მზად ხართ, მათაც მოუნდება თქვენთან ურთიერთობა. კაცი მეტად დაინტერესდება ისეთი ქალით, რომელიც მეგობრებითაა გარშემორტყმული, იმასთან შედარებით, ვინც სევდიანი და მარტოსულია. მას თქვენი პოზიტიური ენერგიის გაზიარება მოუნდება.
  • არ შეწყვიტოთ განვითარება. თავდაჯერებულობამ ხელი არ უნდა შეგიშალოთ თქვენი ნაკლის დანახვაში. მას შემდეგ, რაც თქვენ დადებით მხარეებს დაინახავთ, იმუშავეთ ცუდი მხარეების გამოსწორებაზე. მოისმინეთ ყველა ლოგიკური კრიტიკა სანამ მას უარყოფთ.

კაცებს იზიდავენ ისეთი ქალები, რომლებიც ბედნიერად გრძნობენ თავს თავიანთი წარმომავლობით, ახლანდელი მდგომარეობით და თავიანთი მომავლით. მათ სურთ ქალი, ვინც ბედნიერია თავისი სურვილებით.

  • თუ კაცთან შეხვედრამდე განსაზღვრავთ ვინ ხართ, ამით თავს დაიცავთ ურთიერთობაში თავის დაკარგვისგან.
  • თუ საკუთარ პიროვნებაში დარწმუნებული იქნებით, ყველასთან საუბარი გაგიადვილდებათ.
  • არ შეედაროთ!! ბევრი ადამიანი საკუთარ პიროვნებას სხვებს ადარებს, ნაცვლად საკუთარი სტანდარტებისა.
  • თუ სახლიდან გასვლისას მოგწონთ რაც გაცვიათ, სახლშიც იმავე განწყობით უნდა დაბრუნდეთ.
  • არ მისცეთ სხვებს უფლება შეგაცვლევინოთ წარმოდგენა საკუთარ თავზე.

დაამყარეთ აზრიანი პირადი კავშირები. საკუთარი თავის სიყვარულისთვის გჭირდებათ სივრცე. უნდა იგრძნოთ, რომ სხვასაც უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ. მეგობრები, ოჯახი და სხვა კავშირები აუცილებელია იმისთვის, რომ თავი სიყვარულის ღირსად იგრძნოთ.

  • ოჯახის წევრებთან თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეთ. დროის გამონახვა იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველაზე დიდი ხანია გიცნობთ, მუდმივად გაგახსენებთ როგორ გაიზარდეთ.

ახლა, როდესაც თქვენ შინაგან სამყაროს აფასებთ, დროა თავი სწორად წარმოაჩინოთ, სწორი ტანსაცმლითა და მაკიაჟით.

  • აუცილებელი არ არის მაშინვე შოპინგზე წასვლა, უბრალოდ იპოვეთ ის ლუქი, რომლითაც ყველა კაცს მოხიბლავთ.
  • აირჩიეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს საუკეთესო თვისებებს. თუ გსურთ ხაზი გაუსვათ გრძელ ფეხებს, იპოვეთ იდეალური კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
  • ჩაიცვით შემთხვევის შესაფერისად. არ აფიქრებინოთ კაცს, რომ თქვენი სხეული თქვენი ერთადერთი კარგი თვისებაა. ქორწილში კლასიკურად ჩაიცვით, კლუბში, წვეულებაზე კი შეგიძლიათ უფრო თავისუფლად ჩაცმა.
  • შეარჩიეთ სწორი თმის სტილი და მაკიაჟი. ბუნებრივი შეხედულება ბევრად უკეთესია, ასე რომ ნუ წაისვამთ მაკიაჟის ბევრ ფენას. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ მაკიაჟს საერთოდ არ წაისვამთ და ბუნებრივ სილამაზეს ხაზს გაუსვამთ.

სიმართლე რომ ითქვას, ახალი კაბა და თავდაჯერებულობა ყველანაირ აზრს დაკარგავს, თუ მთელი კვირაა აბაზანაში არ ყოფილხართ. უმნიშვნელოვანესია, რომ ყოველთვის სუფთა იყოთ და კარგი სუნი გქონდეთ.

იკვებეთ სწორად და ივარჯიშეთ. სხეულის ლამაზი ფორმით უფრო თავდაჯერებული იქნებით და თუ თქვენ მოგწონთ თქვენი სხეული, ყველას მოეწონება.

  • ივარჯიშეთ კვირაში მინიმუმ სამჯერ 30 წუთით მაინც. თქვენი რუტინა მუდმივად განავითარეთ.
  • თუ არ გაქვთ დრო სავარჯიშოდ, მაშინ გამონახეთ გზები, რომ მეტი იაროთ.
  • თუ დაინტერესებული არ ხართ ვარჯიშით და ჯანმრთელობით, იპოვეთ დამატებითი მოტივაცია. მაგალითად, იარეთ ბოქსის გაკვეთილებზე თავის დასაცავად, ან იოგაზე ახალი მეგობრების გასაჩენად.
  • მიირთვით ჯანსაღად. ცვლილება ცხოვრების გასაღებია. მიირთვით თქვენი საყვარელი საკვებიც, მაგრამ ასევე დაუთმეთ ადგილი ხილს, ბოსტნეულს და ნოყიერ საჭმელს.

პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია. დაიმახსოვრეთ, რომ ამისთვის ერთი შანსი გაქვთ!

დაამყარეთ მხედველობითი კონტაქტი. შეინარჩუნეთ ის რამდენიმე წამით. არ მიაშტერდეთ დიდი ხნით.

იყავით ზომიერად მორცხვი. კაცს ძალიან ვნებიანად არ შეხედოთ, უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ გსურთ თქვენთან საუბარი დაიწყოს.

როდესაც კაცი თქვენამდე მოაღწევს, არ დაგავიწყდეთ ღიმილი! არაფერი გამოხატავს თქვენს მეგობრულ ბუნებას ისე, როგორც ღიმილი. ღიმილით გამოხატეთ თქვენი მიდგომა მსოფლიოსადმი.

იარეთ თავდაჯერებულად. არ მოიკუნტოთ, არ იყუროთ ქვემოთ და არ გადააჯვარედინოთ ხელები მკერდთან. თავიდან აირიდეთ ნერვული ჟესტები, თმით თამაში და ფრჩხილების მოკვნეტა.

თუ მისგან ყურადღებას გრძნობთ, არ მოგერიდოთ გადახრა უკეთ მოსასმენად, განსაკუთრებით როცა ხმამაღალ და ხალხმრავალ ადგილზე ხართ. ხელის მსუბუქი შეხებით ინტერესს აგრძნობინებთ.

არ შეამოწმოთ ტელეფონი ყოველ 5 წუთში ერთხელ როდესაც გესაუბრებათ. შეეხეთ, მაგრამ მეგობრულად.

თქვით დიახ! ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უცნაურ იდეაზე უნდა დაეთანხმოთ. უბრალოდ მას პოზიტიური დამოკიდებულება დაანახეთ და აგრძნობინეთ ინტერესი.

  • თუ გკითხავთ, ნამყოფი ხართ თუ არა კონკრეტულ ადგილზე, საუბარი უბრალოდ არას თქმით არ გაწყვიტოთ. ამის ნაცვლად, უთხარით რომ მასზე ბევრი კარგი რამ გაგიგიათ და ჰკითხეთ თვითონ მოეწონა თუ არა.

ნუ შეგეშინდებათ მხიარულების. კაცებს უყვართ როდესაც ქალს კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

  • ალბათ არასდროს იქნება კარგი დრო „კაკ-კუკ“ ხუმრობისთვის, მაგრამ შესაბამის შემთხვევაში ერთი-ორი ხუმრობის ჩაგდება კარგი იქნება.

გამოამჟღავნეთ თქვენი მახვილი გონება. არ შეგეშინდეთ გონიერების გამოჩენა კაცის დაფრთხობის შიშით. თუ ის სწორი არჩევანია, ბედნიერი იქნება თქვენი გონიერებით.

  • ისაუბრეთ სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებზე, პიროვნებებზე და თუნდაც პოპ-კულტურაზე.
  • დიდი განსხვავებაა გონიერებასა და სნობობას შორის. ნუ იტრაბახებთ თქვენი ცხოვრებით.

ირგვლივ უამრავი თავდაჯერებული, მხიარული და ჭკვიანი ქალია თუმცა თქვენნაირი მხოლოდ ერთია. არ შეგეშინდეთ თქვენი უნიკალურობის.

თუ საუბარი კარგად წარიმართება, დაგეგმეთ კიდევ ერთხელ შეხვედრა.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.