როგორ მივიქციოთ მამაკაცის ყურადღება?

  • An'na
  • დეკემბერი 24, 2015

როგორ მივიქციოთ მამაკაცის ყურადღება-ihow.geთუ მოხიბლული ხართ მამაკაცით და არ იცით როგორ მიიქციოთ მისი ყურადღება, მაშინ თქვენი მიდგომა დამოკიდებულია იმაზე, უკვე დამყარებული გაქვთ კონტაქტი თუ ოთახში ცდილობთ მისი ყურადღების მიქცევას. თუ უკვე ესაუბრებით მას, ან ცდილობთ უახლოეს მომავალში დალაპარაკებას, მაშინ აჩვენეთ მას თქვენი საუკეთესო მხარეები და უბრალოდ იყავით ის რაც ხართ. თუმცა თუ ყურადღების მიქცევას მხოლოდ შორიდან ცდილობთ, მაშინ განსაკუთრებული აქცენტი გაამახვილეთ თქვენს გარეგნულ შეხედულებაზე.

 

ნაწილი 1: მოვემზადოთ ყურადღების მისაქცევად.

1.განავითარეთ თქვენი თავდაჯერებულობა.

სანამ კაცს თავს მოაწონებთ, აუცილებელია რომ იყოთ თქვენს თავში დარწმუნებული. გიყვარდეს საკუთარი თავი და იცოდე როგორ არაჩვეულებრივი ხარ, ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამაა რისი გაკეთებაც შეგიძლია. როდესაც გიყვარს საკუთარი თავი, სხვები აცუილებლად დაეთანხმებიან ამას.

  • კონცენტრირდით თქვენს დადებით თვისებებზე. ეს ითვალისწინებს როგორც გარეგნულ, ისე სულიერ თვისებებს. როდესაც იფიქრებთ უფრო მეტს დადებითზე, ვიდრე უარყოფითზე, ეს თავს გაგრძნობინებთ კომფორტულად თქვენს კანში.
  • შეახსენეთ თქვენ თავს როგორი გასაოცარი ხართ.
  • მოიფიქრეთ როგორ შეცვალოთ ის რაც არ მოგწონთ. მაგალითად თუ თქვენ არ მოგწონთ თქვენი თმის ფერი, იფიქრეთ მის შეღებვაზე. ყველანაირად ეცადეთ იპოვოთ გამოსავალი, თუმცა არასდროს არ მიბაძოთ სხვას.

შენ

1.ჩაიცვით შთაბეჭდილების მოსახდენად.

ახლა, როდესაც უკვე გახდით თავდაჯერებული თქვენს ორივე, სულიერ და ფიზიკურ მხარეებში, დავიწყოთ ყურადღების გამახვილება შთაბეჭდილების მოხდენაზე. დავიწყოთ სამოსით. თქვენ უნდა ჩაიცვათ რამე ისეთი, რაშიც თავს კომფორტულად, თუმცა ამავდროულად ლამაზად ან სექსუალურად გრძნობთ. თუმცა არ ცადოთ მიიპყროთ მამაკაცის ყურადღება ისეთი კაბით, რომელიც “ჭიპამდეა” ჩაჭრილი, ამის ნაცვლად ჩაიცვით რამე ისეთი, რაც ხაზს გაუსმევს თქვენს პიროვნებას და ზღაპრულს გაგხდით.

  • გამოაჩინეთ თქვენი მხრები და კისერი. ბევრი მამაკაცი ქალის მხრებსა და კისერს მიიჩნევს სხეულის ყველაზე მომხიბვლელ და მიმზიდველ ნაწილებად. იმის ნაცვლად რომ ჩაიცვათ კაბა, რომელიც გამოკვეთს თქვენს მკერდს, ჩაიცვით ისეთი კაბა, რომელიც გამოაჩენს თქვენს კისერს და მხრებს.
  • არ დაგავიწყდეთ ისეთი ფეხსაცმელის ჩაცმა, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. თუ თქვენ ტორტმანებთ და ბარბაცით დადიხართ ცის სიმაღლის ქუსლებზე, მაშინ თქვენ ისე გამოიყურებით თითქოს ძალიან ბევრი დალიეთ.

ტანსაცმელი

3. თმა და მაკიაჟი ყოველთვის წესრიგში გქონდეთ.

უკვე ავარჩიეთ ძალიან მომხიბვლელი ტანსაცმელი, ახლა კი მაკიაჟის და თმის დროა. არ არის საჭირო ტონობით მაკიაჟი, მაგრამ თუ თქვენ თავს კარგად გრძნობთ ლაინერით და ტუშით, მაშინ აუცილებლად წაისვით. რჩევა კი იგივეა, გააკეთეთ ის რაც თავდაჯერებულს გაგხდით, რადგან როდესაც თავდაჯერებული ხართ, თქვენ აუცილებლად იქცევთ მამაკაცის ყურადღებას.

  • თმის არჩევა ძალიან რთულია, მან უნდა გამოკვეთოს თქვენი სახე, თუმცა ამავდროულად არ უნდა დაიკარგოს თმის აგებულება.

მაკიაჟი

4.აუცილებლად უნდა აგდიოდეთ კარგი სურნელი.

როდესაც თქვენ აფრქვევთ კარგ სურნელს, მამაკაცი აუცილებლად შეამჩნევს ამას. ამიტომ აუცილებლად შეისხით დეოდორანტი და აჩუქეთ თქვენს თავს საყვარელი სუნამოს შეშხურება. კარგი სუნამო გაზრდის თქვენს ფერომონებს და მიმზიდველს გაგხდით მოპირდაპირე სქესისთვის.

სუნამოები რომლის სუნიც კარგად მოქმედებს არის:

  • ვარდი
  • სანდლისხე
  • ჟასმინი

სუნამო

5. ატარეთ თვალის მომჭრელი ყელსაბამი. 

ასეთი ყელსაბამი კაცის ყურადღებას თქვენს ყელზე გადაიტანს. ყელი კი მამაკაცებისთვის ქალის ყველაზე მიმზიდველი ნაწილია.

ყელსაბამი

ნაწილი 2: მისი ყურადღების მიპყრობა, როცა ერთ ოთახში ხართ.

1.ხშირად შეამოწმეთ, რამე ხომ არ გაქვთ კბილში.

მომხიბვლელი ღიმილი, როდესაც კბილში ოხრახუში გაქვთ, არ მიიზიდავს მამაკაცს, ამიტომ დარწმუნდით რომ პირი სუფთაა.

კბილი

2. კონტაქტი თვალებით.

როდესაც შეამჩნევთ იმ ადამიანს, ვინც მოგწონთ, ფრთხილად დაეკონტაქტეთ თვალებით. მიუხედავად ამისა-არ მიაშტერდეთ. შეიძლება თქვენ მაცდური გამოხედვა გაქვთ, მაგრამ მიშტერებით შეიძლება ცუდად გამოჩნდეთ.

  • დააყოვნეთ მზერა მასზე,სანამ არ გამოგხედავთ. შემდეგ დაამყარეთ კონტაქტი თვალებით რამდენიმე წამის განმავლობაში. თუ ძალიან თავგადასავლების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ რამდენიმე წამით გაიღიმოთ კიდეც.

თვალი

3. გაუღიმეთ მას.

მას შემდეგ რაც თვალებით კონტაქტი დაამყარეთ, გაუღიმეთ მას. ღიმილი თქვენ მისაწვდომს და ღიას გაჩენთ, რაც ნიშნავს რომ თუ მას სურს, შეუძლია მოვიდეს და გესაუბროთ.

4. გადააჯვარედინეთ, შემდეგ გაასწორეთ ფეხები როდესაც ზიხართ.

თუ არ გაქვთ კარგი ფეხები, არ შეგეშინდეთ მათი გამოჩენა. კაცის ყურადღება გადაიტანეთ ჯდომის პოზიციების ცვლაზე.

ჯდომა

5.იარეთ ერთ ან ორ ყველაზე ახლო მეგობართან ერთად.

ზოგიერთი კაცისთვის უფრო ადვილია ისეთ ადამიანთან დაახლოვება, რომელიც მეგობრების პატარა ჯგუფთან ერთადაა. ასე რომ აირჩიეთ რამდენიმე ახლო მეგობარი და იარეთ მათთან ერთად. როდესაც თქვენი ბიჭი შეგამჩნევთ, ისინი ცოტა ხნით გესაუბრებიან და შემდეგ დაგტოვებენ.

  • ისინი, ვისთან ერთადაც წახვალ, ის მეგობრები უნდა იყვნენ ვინც იციან რომ ცდილობ მოხიბლო ის ბიჭი. ამიტომ ისინი ეცდებიან რომ იდეალურად წარმოგაჩინონ

ნაწილი 3: შეინარჩუნეთ მისი ყურადღება სანამ ესაუბრებით.

1. იყავი შენი თავი.

როდესაც ის მოდის შენთან სასაუბროდ, ან შენ იღებ ინიციატივას, იყავი აბსოლიტურად დარწმუნებული საკუთარ თავში. არ ეცადოთ რომ ითამაშოთ და ვინმე სხვა გახდეთ. თუ მასთან საუბარს დაიწყებთ სხვა ადამიანივით და შემდეგ მიხვდებით რომ კიდევ გსურთ მისი ნახვა, ძალიან გაგიჭირდებათ საუბრის გაგრძელება ისევ სხვა ადამიანივით.

  • გულახდილობა კარგი საშუალებაა. მითუმეტეს თუ გეგმავთ ამ მამაკაცის კიდევ ერთხელ ნახვას. როდესაც ის გთხოვთ რომ გაეცნოთ, იყავით პირდაპირები.მაგრამ არასდროს იყოთ ბოლომდე გახსნილები!

ლაპარაკი

2. აჩვენე შენი ინტელექტი.

არ მოგერიდოს იმის რომ გამოაჩინო მახვილგონიერება. ის ბევრი კაცისთვის ძალიან მიმზიდველია. ძალიან დიდი ნაწილი შენი თავის წარმოჩენაში ისაა რომ არ გაისულელო თავი კაცის ყურადღების მისაქცევად. იყავი დარწმუნებული საკუთარ ინტელექტში.

  • იმსჯელეთ ისეთ თემებზე, რომელიც გაინტერესებს ან იცი ბევრი მის შესახებ, რათა აჩვენო რომ არ გეშინია იმისა რომ იყო ჭკვიანი.

ინტელექტი

3. არ შეგეშინდეს გაცინების.

არ აქვს მნიშვნელობა, თვითონ გაგაცინებს თუ შენ გააცინებ მას, აჩვენე შენი ღიმილი და ნელ-ნელა გადაზარდე ის კისკისში. სიცილი მომხიბვლელია და იუმორის გრძნობა მიიპყრობს მამაკაცის ყურადღებას და საკმაო ხანიც შეინახავს.

  • არ აიძულო  საკუთარი თავი გაიცინო მის ხუმრობებზე,მხოლოდ იმიტომ რომ მან თავი კარგად იგრძნოს. თუმცა ზრდილობიანად გადაიტანე საუბარი სხვა თემაზე

4. ისაუბრეთ იმაზე, რაც გიზიდავთ.

საუბარი იმაზე რაც მოგწონთ, თქვენ ბევრ დიდებულ მხარეზე მიუთითებს მაგალითად: ინტელექტი, ფიქრები, საყვარელი საქმიანობა.

  • საკუთარ საყვარელ საქმიანობაზე საუბარი ძალიან არ გაგიგრძელდეთ, თორემ შეიძლება მისი ინტერესი დაკარგოთ

საყვარელი საქმიანობა

5.გაამახვილეთ ყურადღება, თუ რას ამბობს ის.

როდესაც საუბრობთ თქვენს ინტერესებზე, ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას იტყვის ის. თუ ის დაინახავს რომ გაინტერესებთ მისი საუბარი, აუცილებლად მოგაქცევთ ყურადღებას.

  • შეხედეთ მას თვალებში როდესაც ესაუბრებით და დაუსვით კითხვები

ლაპარაკი

6.დაამყარეთ ფიზიკური კონტაქტი.

როდესაც საუბრობთ თქვენს მამაკაცთან, დაარღვიეთ “შეხების ბარიერი”, მაგალითად შეეხეთ მხარზე, როდესაც იცინით. ოღონდ ამ უხილავი ბარიერის დარღვევა არ უნდა იყოს ძალიან თვალსაჩინო.

7. გამოიყენეთ ხელები საუბრისას.

თუ საუბრისას ნერვიულად ცქმუტავთ, მაშინ გამოიყენეთ ხელები სასაუბროდ. იმისათვის რომ დაფაროთ ეს ნერვიულობა, დადეთ თუ რამე გიჭირავთ და ხელების დახმარებით ისაუბრეთ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.