როგორ მივიღოთ ინტერნეტი ანდროიდ ტელეფონიდან WiFi hotspot

  • ihow.ge
  • თებერვალი 9, 2013

free_wi_fi_hotspot-ihow.geქართული ინტერნეტ პროვაიდერების ხელში დარწმუნებული ვარ ხშირად გქონიათ პრობლემა ინტერნეტთან დაკავშირებით, ან გლობალი არ არის ან თვითონ ინტერნეტი საერთოდ არ არის, ან ისეთ ადგილზე იმყოფებით სადაც ინტერნეტი საერთოდ “შეყვანილი” არ არის, ასეთ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ ანდროიდ ტელეფონი (ანდროიდ ტელეფონში იგულისხმება მობილური ტელეფონი, რომელიც ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს) და ასევე გაქვთ მასზე ინტერნეტი – Mobile data, 3G ან 4G, თქვენ შეგიძლიათ ეს ინტერნეტი სხვა მოწყობილობასაც მიაწოდოთ, იგივე ნოუთბუქს, სახლის ტელეფონს ან ტაბლეტსაც კი.

WiFi hotspot-ის ზოგადი მიმოხილვა

მოკლედ წარმოდგენა რომ გქონდეთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი გეტყვით რომ სხვა მოწყობილობეთან ინტერნეტ (WiFi) კავშირს ვამყარებთ დაახლოებით ისე როგორც მაგალითად USB კავშირს. USB კავშირის დროს თუ ვიყენებთ კაბელს, ამ შემთხვევაში ვიყენებთ Wifi-ს, ამ შემთხვევაში თქვენი ტელეფონი ერთგავრი როუტერის ფუნქციას ასრულებს, და აწვდის WiFi-ს სხვა მოწყობილობებს.

აპლიკაცია WiFi hotspot-ისათვის

ამ მეთოდის გამოყენება არ არის რაიმე განსაკუთრებულ სირთულესთან დაკავშირებული, WiFi კავშირის დასამყარებლად დაგჭირდებათ ერთი უფასო პროგრამის ჩამოტვირთვა  რომელსაც რა თქვა უნდა Play Store-ში მარტივად მიაგნებთ, ამ საჭირო პროგრამის სახელი კი FoxFi არის.

FoxFi-ს უარყოფითი მხარე ის არის, რომ იგი არ არის თავსებადი ყველა ტელეფონთან WiFi რეჟიმში, მაგრამ იგი თავსებადია ყველა მოდელთან Bluetooth რეჟიმში, ასევე გაითვალისწინეთ, რომ FoxFi-ს მუშაობა გატესტილია “დაურუთავ” ტელეფონზე და მან შეიძლება არ იმუშაოს ე.წ “დარუთულ” ტელეფონებზე.

FoxFi-ს კონფიგურაცია WiFi Hotspot-ისათვის

FoxFi-ს ინსტალაციას და გააქტიურებას თან არ ახლავს დიდი პრობლემები, მაგრამ მაინც მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, თავდაპირველად ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ FoxFi, შემდეგ გააქტიურეთ Mobile data, და შემდეგ გახსენით FoxFi, მობილურის ეკრანზე მიიღებთ შემდეგ ფანჯარას:

foxfi-step1-ihow.ge

 

გამოსულ ფანჯარაში ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ ეს არის, რომ უნდა მონიშნოთ კვადრატი “Activate WiFi Hotspot“-ის გასწვრივ. ამის შემდეგ დაელოდეთ და წესით თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ორი განახლების შესახებ სტატუს ბარზე, აპლიკაციის დამუშავების პერიოდში.

hotspot-step2-ihow.ge

 

როდესაც განახლებები დასრულდება სისტემა ისევ მოგწერთ ორ შეტყობინებას დამატებითი კონფიგურაციისა და ქსელის აქტივობის შესახებ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ თქვენი საქმიანობა, რადგან აღნიშნულ საკითხს აპლიკაცია თავად მოაგვარებს.

FoxFi-Wifi-ihow.ge

 

ამ ყველაფრის შემდგომ პირველი რაც უნდა გააკეთოთ ეს არის WiFi-სთვის სახელის შეცვლა, მაგრამ თუ თქვენ იმყოფებით ისეთ ადგილას სადაც არ გემუქრებათ იმის საშიშროება, რომ ვინმე გამოიყენებს თქვენს  Wifi-ს მაშინ შეგიძლიათ, პაროლი და სახელი WiFi-ს არ მიანიჭოთ მაგრამ ყოველთვის უმჯობესია პაროლი და სახელი მიანიჭოთ WiFi-ს, რადგამ ეს პროცესი არ არის რთული და თან დაცულობაც გარანტირებული გექნებათ.

მას შემდეგ რაც ზემოთ მოყვანილ ორ პატარა ამოცანას გადაჭრით, უნდა აიღოთ თვენი ლეპტოპი, ტაბლეტი, სახლის კომპიუტერი, ან თუნდაც კონსოლი და მოძებნოთ ის ინტერნეტ კავშირი, რომელიც მობილურით გაქტიურეთ. მოძებნიტ მას დაუკავშირდებიტ თუ პაროლი დაადეთ პაროლს შეიყვანთ და ინტერნეტიც გააქტიურდება.

FoxFi-ს კონფიგურაცია Bluetooth-ისათვის

რაც შეეხება იმ ფაქტს თუ ვთქვათ თქვენმა ტელეფონმა არ იმუშა Wifi-თ კავშირის რეჟიმში შეგიძიათ გამოიყენოთ bluethooth რეჟიმი შემდეგნაირად:

  • ააქტიურებთ bluetooth-ს თქვენს ტელეფონზე
  • FoxFi-ს თავდაპირველ ფანჯარაში “Activate WiFi Hotspot“-ის ნაცვლად მონიშნავთ “Activate Bluethooth DUN“-ს

bluethooth-hotspot-ihow.ge

 

ამის შემდეგ უნდა დაუკავშირდეთ იმ მოწყობილობას ბლუთუსის მეშვეობით რომელზეც ინტერნეტის გააქტიურება გსურთ.

თუ თქვენ ბლუთუსს არ ჩართავთ და ისე მონიშნავთ “Activate Bluetooth DUN“-ს მაშინ თქვენ მიიღებთ შემდეგ შეტყობინებას:

bluethooth-ihow.ge

 

დააწვებით “Yes“-ს და 120 წამის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება თქვენი ბლუთუსი.

სულ ეს იყო, უკვე თქვენ იცით როგორ გამოიყენოთ თქვენი ანდროიდ მოწყობილობა wireless hotspot-ად უფასოდ.

წინა «
შემდეგი »