როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება?

  • pkzeze
  • მაისი 21, 2013

gadacyvetileba_iHOW.GEგადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ გვიწევს არჩევანის გაკეთება რამდენიმე შესაძლო ვარიანტს შორის. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პიროვნებას ასარჩევად სულ მცირე ორი შესაძლო ვარიანტი აქვს. რაც უფრო მეტი ვარიანტია ასარჩევად, მით უფრო მეტია კარგი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
არ არსებობს გადაწყვეტილება შედეგის გარეშე. ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო გადაწყვეტილებას ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. შედეგები შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

კრიტიკული აზროვნება

კრიტიკული აზროვნება ეხმარება პიროვნებას, ობიექტურად გაანალიზოს არსებული ინფორმაცია და გამოცდილება – მიუკერძოებლად შეაფასოს სიტუაცია, შეიმუშავოს შესაძლო ვარიანტები და მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი მიზნებისა და ღირებულებების საფუძველზე. კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნება ითვალისწინებს, მაგრამ ბრმად არასოდეს ენდობა მეგობრების, ახლობლებისა თუ მას მედიის აზრს, ის ფიქრობს საკუთარი გადაწყვეტილების როგორც მყისიერ, ისე გრძელვადიან შედეგებზეც.

რა არის საჭირო ეფექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის?
  • შევისწავლოთ ყველა სახის ხელმისაწვდომი ინფორმაცია
  • შევაჯეროთ ცოდნა პირად გამოცდილებასა და ღირებულებებთან
  • ყოველთვის მზად ვიყოთ გავითვალისწინოთ სხვა შესაძლებლობები
  • გადავხედოთ ყველა შესაძლო ვარიანტს
  • შევაფასოთ შესაძლო შედეგები
  • მზად ვიყოთ, შევცვალოთ გადაწყვეტილება თუ ახალ ინფორმაციას მივიღებთ
  • თუ ჩვენი არჩევანი არ ამართლებს, განვიხილოთ სხვა შესაძლებლობები
წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.