როგორ მივცეთ თმას ბზინვარება

  • marinola
  • აგვისტო 5, 2012
მბზინვარე თმა
  1. დაიბანეთ თმა თბილი და არა ცხელი წყლით.
  2. ყოველთვის გამოიყენეთ თმის კონდიციონერი.
  3. თუ თმას იბანთ ყოველდღე, გამოიყენეთ ნაზი შამპუნი, რათა თმა არ გამოშრეს.
  4. გაიკეთეთ თმის სამკურნალო ნიღბები.
  5. არ გამოიყენოთ თმის უთო ხშირად.
  6. არ დაგავიწყდეთ, რომ რეგულარულად უნდა შეიჭრათ თმის ბოლოები, რადგან ის მალე შრება და სილამაზეს კარგავს.
  7. შეამოწმეთ თქვენი თმის ჯაგრისი, რადგან თუ ის დაზიანებულია თმასაც დააზიანებს, გარეცხეთ იგი ხშირად.
  8. მოერიდეთ ჩაის, ყავას და შოკოლადს.
  9. ყველაზე მეტად თმას ვნებს: ხშირი დაუტოვება. ცუდი ჯაგრისი. სველი თმის უხეში დავარცხნა. მზის ქვეშ დიდხანს ყოფნა. ქიმიური დახვევა და შეღებვა.
  10. ყველაზე კარგია სიმინდის ზეთის ნიღაბი: ყოველ საღამოს თმის ძირებში შეიზილეთ სიმინდის ზეთი და შეიხვიეთ თბილი პირსახოცით, ერთი საათის შემდეგ კი დაიბანეთ.
წინა «
შემდეგი »