როგორ მივცეთ სწავლის სტიმული ბავშვს?

  • Creed
  • იანვარი 13, 2014

ბავშვი-საღებავში-ihow.geიმისათვის რომ ბავშვი გაიზარდოს განათლებული, აუცილებელია პატარობიდანვე დავუნერგოთ ლტოლვა სწავლისადმი. არსებობს ამის რამდენიმე მეთოდი, მოდით ავირჩიოთ…

 

 

 

ბავშვის-დაშინებაihow.geპირველ რიგში მინდა მოვიყვანო არა სწორი მეთოდი. ეს არის შიში, “თუ მიიღებ 2-იანს, მაშინ ქამრით გცემ“. რა თქმა უნდა ეს შედეგიანია, მაგრამ წარმოიდგინეთ რა მოუვა ბავშვს როდესაც იგი გაიზრდება. დაიმახსოვრეთ ნებისმიერი ბავშვის დაშინება, მისთვის არ ჩაივლის უკვალოდ.

 

 

 

ბავშვთან-ერთად-თამაში-ihow.geმეორე მეთოდი. გადააქციეთ სწავლა თამაშად. თუ არის დავალება რაიმეს დახატვის, მაშინ დახატეთ ერთად, ვის უფრო ლამაზი გამოუვა. ამოცანების ამოხსნაზე, ვინ უფრო სწრაფად ამოხსნის. საბოოლოდ კი გამარჯვებული მიიღებს ტკბილ პრიზს. მაგრამ ასეთი თამაშებით ხშირად არ უნდა გავართოთ, რადგან ბავშს ჩამოუყალიბდება შეხედულება რომ ყოველი მოქმედება ჯილდოვდება, რაც ცუდ ზეგავლენას მოახდენს მომავალში.

 

 

ბავშვი-წერს-ihow.geმესამე მეთოდი. მიეცით ბავშვს იდეა. სთხოვეთ, რომ დაწეროს იმაზე თუ როგორ გაატარა დასვენების დღეები, ან ვისთან მეგობრობს სკოლაში, ან როგორ იმოგზაურა ბებიასთან სოფელში. უთხარით რომ თქვენ ძალზედ დაგაინტერესებთ ამის წაკითხვა და უთხარით რომ იგი ძალიან ნიჭიერია. არ დაგავიწყდეთ მისი შექება, რადგან ქება უძლიერესი მოტივატორია.

 

 

ბავშვის-განხნევება-ihow.geმეოთხე მეთოდი. ჩემი აზრით ყველაზე გამართლებული. ეს არის გამხნევება. მაგალითად კარგი ნიშნისთვის მისცეთ 1 ლარი და ცუდისთვის პირიქით გამოართვათ. ეს მეთოდი იმითაა სასარგებლო რომ პატარობიდანვე აჩვევეს ბავშვს ფრთხილად მოეპყროს საკუთარ შედეგებს. თითქოსდა მან გამოიმუშავა ჯიბის ფული, მაგრად ცუდი შედეგის შემთხვევაში იგი მას დაკარგავს. ამით ბავშვებს განუვითარდებათ ლტოლვა რომ უკეთ ისწავლონ. ან უკეთესად მოიტყუოს. დამოკიდებული იმაზე თუ რას აღიქვამს იგი სამაგალითოდ. კიდევ ერთი გამხნევების კარგი მეთოდია, საჩუქრის ჩუქება სემესტრის კარგად დამთავრებისას. ახალი სათამაშო, ველოსიპედი ან ზოოპარკში გასეირნება და ა.შ.

 

ბავშვის-განვითარება-ihow.geდა ბოლო მეთოდი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის განვითარების “სახელმძღვანელო”. ეს უხდება სკოლანდელი ასაკის ბავშვებს. მაგალითად მაგნიტური დაფა, ციფრებითა და ასოებით. თუ დავაინტერესებთ ბავშვს რომ ასოებიდან დაალაგოს სიტყვები, მაშინ იგი სკოლაში ამას უფრო სწრაფად გააკეთებს. ხოლო წარმატება და თავდაჯერებულობა საუკეთესო მოტივატორია.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.