როგორ მოვემზადოთ თაფლობისთვისთვის?

  • An'na
  • იანვარი 10, 2018

თაფლობისთვისთვის მომზადება შეიძლება იყოს გადაულახავი პრობლემა, განსაკუთრებით მაშინ თუ ქორწილის დაგეგმვა ითხოვს თქვენი დროისა და ყურადღების დიდ ნაწილს. ცუდად დაგეგმილმა თაფლობისთვემ შეიძლება შეცვალოს შენი ქორწინების წვეულება, მაგრამ ცოტაოდენი ძალისხმევით და ორგანიზებით შენ და შენს მეწყვილეს შეგიძლიათ გქონდეთ დაუვიწყარი თაფლობისთვე.

1. აირჩიე დანიშნულების ადგილი

1. იპოვე ადგილი, რომელიც ორივეს გიყვართ.

იქნებ ორივეს მოგწონთ ფეხით მოგზაურობა/ლაშქრობა ან გასართობი პარკი ან რომელიმე თქვენგანს უყვარს ზღვა და მეორეს კი მთა. იპოვე ისეთი ადგილი, რომელიც ისეთ რამეს შეიცავს რაც თქვენ ორივეს მოგწონთ, განსაკუთრებით თუ განსხვავებული გემოვნება გაქვთ. კარგი ჟესტი იქნება აირჩიო ისეთი ადგილი რომელიც შენს მეუღლეს უყვარს, მაგრამ თუ ამ ადგილში არაფერი არ არის ისეთი რაც შენ გაინტერესებს ვერ გაერთობი ამ თაფლობისთვეზე.

2. გაითვალისწინე სეზონი.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბედნიერი ხარ, რთულია ისიამოვნო არდადეგებით, როცა ამინდი არის ცუდი, იწყენ, რადგან ვერ აკეთებ ვერაფერს ან ტურისტების ბრბო გაუსაძლისია შენთვის.

  • განსაზღვრე ამინდი. თუ ქორწინდები ერთ თვეში და არის ძალიან სიცივე უნდა იპოვო თბილი ადგილი, სადაც მოაწყობ წვეულებას. შეამოწმე კლიმატის მონაცემების საიტები, რომ გაიგო დაახლოებითი ტემპერატურა.
  • იმოგზაურე ისეთ პერიოდში, რომელშიც არც ტურისტების პიკია და არც მათი ნაკლებობა. შენ დაზოგავ რამდენიმე დოლარს, თუ არ წახვალ ყველაზე მოთხოვნად დროს თაფლობისთვეში. ასევე ეს არა მხოლოდ ფულის დაზოგვისთვის არამედ იმისთვისაცაა კარგი, რომ შენ უფრო გაიცნობ იქაური ხალხის კულტურას თუ არ იქნები ტურისტების ბრბოში.
  • გაწელე შენი მოგზაურობა. ეცადე თვეების მანძილზე გქონდეს ეს მოგზაურობა, განსაკუთრებით თუ შენი თაფლობისთვე ისეთ სეზონზეა, რომელზეც სულ ოცნებობდი.

3. შეამოწმე ატრაქციონების ხელმისაწვდომობა და საათები.

თუ მოგზაურობ უმნიშვნელო სეზონზე ზოგიერთი ან ყველა გასართობი პარკი შეიძლება არ იყოს ღია, ან ჰქონდეს განსაზღვრული საათები. რაც ამ დროს უნდა გააკეთო ისაა, რომ მოძებნო საიტებზე ატრაქციონების სამუშაო საათები შენი მოგზაურობის პერიოდში.

1. შეადგინე გეგმები

1. დაგეგმე ბილეთების შეძენის დრო.

ყველაზე კარგი საშუალებაა იყიდო ბილეთი რამდენიმე თვით ადრე, ადამიანები ირწმუნებიან, რომ თუ ბილეთს 60 დღით ადრე იყიდი, ბევრად ნაკლებ ფასში შემოგთავაზებენ. ექსპერტები ასევე გირჩევენ, რომ ბილეთები ყველაზე იაფია კვირის ბოლოს, ამიტომ ეცადე იყიდო ბილეთი შაბათს ან კვირას.

  • რამდენიმე თვის განმავლობაში შეადარე ბილეთების ფასები სანამ იყიდი, დარწმუნდი, რომ არ მერყეობ იმ ბილეთის ფასზე, რომლის ყიდვასაც აპირებ.
  • იფიქრე სხვა არჩევნებზეც. იქნებ იმ ადგილზე სხვა დღეს ჩაფრენა უფრო იაფია. ბევრი ავიაკომპანია გიჩვენებს თუ, რომელ დღეს უფრო იაფია ბილეთი.
  • მოძებნე ბილეთების ფასები საიტებზე ან აპლიკაციების მეშვეობით, რადგან ეს საიტები პირდაპირ უკავშირდება უმსხვილეს ავიაკომპანიებს და მათ ყველაზე იაფ ბილეთებს შემოგთავაზებენ.

 

2. დაჯავშნე სასტუმრო.

თავი არ აარიდო სასტუმროს წინასწარ მოძებნას. ნამდვილად არ არის  სახალისო ან რომანტიული უცხო ქალაქის გარშემო წანწალი და იმედგაცრუებულად სასტუმროების ძებნა.

  • აწონე რა არის მნიშვნელოვანი სასტუმროს არჩევისას. კარგი ოთახი აუცილებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მდებარეობა, ტრანსპორტირება, უსაფრთხოება და სხვა ხალხის რეკომენდაცია. სასტუმროს პარკინგი, ინტერნეტი, ატრაქციონებთან სიახლოვე და საუზმე მათ შორის ერთ-ერთია რასაც ყურადღება უნდა მიაქციო სასტუმროს არჩევისას.
  • მოძებნე სასტუმრო, რომელიც ახლოსაა იმ ადგილთან სადაც აპირებ ძირითადი დროის გატარებას.
  • შეისწავლე დიდ მოვლენები. პატარა ყრილობა, სპორტის თამაში, აღლუმი უფრო საინტერესოს გახდის ქალაქს. თუ გინდა ჩუმი, რომანტიული დრო გაატარო დარწმუნდი, რომ სასტუმრო რომელშიც ისვენებ არ მასპინძლობს გამოსაშვებ საღამოს ან ღონისძიებას.

3. აირჩიე ტრანსპორტი.

ჩახვიდე ქალაქში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ შენ ასევე უნდა იფიქრო რითი იმოძრავებ იქ ყოფნის დროს. შენ არ უნდა დაკარგო დრო ავტობუსის დროის გარკვევაში ან ტაქსის ლოდინში.

  • დაიქირავე მანქანა. თუ შენ ბიუჯეტს აქვს ცოტა დამატებითი ფული, უფრო კომფორტულია იქირაო მანქანა. როგორც სასტუმრო, მანქანაც უნდა მოძებნო და გაიგო, რომელი და სად უფრო იაფია.

4. მოიფიქრე გასართობი.

წინასწარ იყიდე ატრაქციონის ბილეთები ონლაინ, როცა მოახერხებ, ეს თავიდან აგარიდებს ბილეთების გრძელ რიგში დგომას და ცოტა ფულსაც დაგაზოგინებს.

5. დაჯავშნე რესტორანი.

ამოირჩიე რამე კარგი რესტორანი, რომელსაც გინდა ეწვიო, შემდეგ დარეკე ან ნახე ონლაინ შეუძლიათ თუ არა შენთვის მაგიდის დაჯავშნა.

6. დაურეკე კონსიერჟს.

ეჭვის შემთხვევაში დაურეკე კონსიერჟს და გაიგე სასტუმრო რა სადილსა და გასართობს შემოგთავაზებს. თუ მას აქვს უფლება და ინფორმაცია ჰკითხე, როგორი იქნება პირველი დღის სადილი.

2. გაწერე ბიუჯეტი

1. თავი აარიდე ზედმეტ ხარჯებს.

სანამ ხარჯიანი, მდიდრული მოგზაურობა მაცდური გეჩვენება, უნდა იფიქრო რომ როცა ეს მორჩება შენ ისევ ჩვეულებრივ სამყაროს დაუბრუნდები. იმედია თქვენი სურვილი არაა რომ ერთიანი ცხოვრება არასაჭირო ვალებით დაიწყოთ. შეიძლება ზედმეტი ფული დაგეხარჯოს ბარათის გამოყენებისას.

  • შექმენი მოგზაურობის ფულის ანგარიში, რომელიც ავტომატურად გამოქვითავს ფულს შენი ანგარიშიდან. ეს პრაქტიკული გზაა შეინახო ფული შენი თაფლობისთვის. არ გამოიყენო ონლაინ ბანკი ამ საქმისთვის.

2. დაადგინე რეალური ბიუჯეტი.

ძებნა, ნაადრევი რეზერვაციის გაკეთება და დროზე ადრე დაგეგმვა დაგეხმარება არ გადახვიდე ბიუჯეტის საზღვრებს.

  • გახსოვდეს გაითვალისწინო მოულოდნელი ხარჯები, როგორიცაა გაციების მკურნალობა, გადაუდებელი მოვლა და დაკარგული ბარგის ჩამნაცვლებელი ნივთები.
  • თუ ქირაობ მანქანას, იფიქრე პარკინგის ფასზე და ბენზინზე. თუ შენი სასტუმრო ამატებს პარკინგის საფასურს, გაითვალისწინე ესეც.
  • თუ გეგმავ, რომ იმგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გაითვალისწინე ტაქსის, ავტობუსის ან მატარებლის გადასახადი. არ დაგავიწყდეს დამატებითი თანხა!

3. ეწვიე ერთი-ორ ტურისტულ სააგენტოს.

თუ ისინი შემოგთავაზებენ მოგზაურობის უფრო იაფ პაკეტებს და გააანალიზე და განიხილე ისინიც. იყავი გულწრფელი და უთხარი, რომ ვერ გადაიხდი ბევრ ფულს მოგზაურობისთვის.

4. მოძებნე იაფი ტარიფი.

თუ შენ საოცნებო სასტუმროს არ აქვს წინასწარ დაჯავშნის ოფცია ან თუ ფასები არის ძალიან მაღალი, დარეკე და ჩასვლისთანავე სთხოვე დახმარება. ადგილზე ისეთ ტარიფებს შემოგთავაზებენ, რომლებიც არ არის განთავსებული საიტზე.

5. მოძებნე სასტუმროს გარდა სხვა არჩევნები.

არსებობს ბევრი იაფი ადგილი, რომ დარჩე. მოძებნე ყველა შესაძლებელი ვარიანტი შენს დანიშნულების ადგილას, როგორიცაა საერთო საცხოვრებელი, B&Bs ან საერთოდ სახლების გაცვლა. შენ უბრალოდ უნდა იპოვო მომხიბვლელი წერტილი, რომელიც შესანიშნავია შენი მოგზაურობისთვის.

6. მოძებნე გასაქირავებელი მანქანა აეროპორტთან ახლოს.

აეროპორტი შეშლილად მაღალ ფასებს ადებს მანქანებს, ხოლო კომპანიები, რომლებიც ახლოს მდებარეობენ აეროპორტთან ბევრად დაბალ ფასს შემოგთავაზებს

7. შეამოწმე ფასდაკლებების მიმდინარეობა.

ნახე, რომ იმ ადგილს, სადაც მიდიხარ იმ პერიოდში აქვს ფასდაკლებები ადგილობრივ ატრაქციონებზე და მოძებნე ონლაინ კუპონები. იყიდე ბილეთები ონლაინ ფასდაკლებების პერიოდში.

4. დაგეგმე დეტალები

1. გადაწყვიტე როდის წახვალ.

ზოგიერთი წყვილი პირდაპირ წვეულებიდან მიდის თაფლობისთვეში, როცა ზოგი რამდენიმე დღე, კვირა, თვე იცდის ფულის ნაკლებობის ან სეზონის განხილვისთვის.

  • თუ გყავს დაპატიჟებული შორიდან ჩამოსული მეგობრები ან ოჯახის წევრები შენს ქორწილში, შენ არ უნდა წამოხვიდე შუა ქორწილიდან, მაშინ როცა წვეულება მხიარული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სტუმრები შენთან რჩებიან.

2. განსაზღვრე დარჩენის ხანგრძლივობა.

მეცნიერებმა დამამთავრებელ საფეხურზე მოსწავლეები წაიყვანეს სამოგზაუროდ და გაიგეს, რომ მოგზაურობის ბედნიერება ძლებს 8 დღე.  გაითვალისწინე სამსახურის შვებულების დრო, ოჯახის საჭიროება და ასე დაადგინე არდადეგების ხანგრძლივობა.

 3. გამოიკვლიე მოგზაურობის საჭიროებები.

მიაქციე განსაკუთრებული ყურადღება პასპორტსა და ვიზას, თუ მიფრინავ ქვეყანაში უბრალოდ სტუმრად.

4. მიაქციე ყურადღება ახალ ამბებს და ამინდის ცნობებს.

ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა მიწისძვრა, ტორნადო ან ვულკანი, შესაძლოა საფრთხის მომტანი იყოს შენთვის. ან მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა შენს დანიშნულების ადგილთან ახლოს, აეროპორტში ან ატრაქციონების პარკში შესაძლოა შეცვალოს შენი გეგმები მნიშვნელოვნად.

5. შეაჯამე ყველა დეტალი წინასწარ.

დაგეგმე ყველაფერი რამდენიმე კვირით ადრე შენს დიდ დღემდე. თუ გინდა რომ არ გქონდეს თავის ტკივილი იმის გამო, რომ ქორწინებამდე ერთი დღით ან კვირით ადრე გიწევს  თაფლობისთვისთვის მზადება.

6. ჩაალაგე შენი ძირითადი ნივთები.

გამონახე ცოტა დრო რამდენიმე დღით ადრე, რომ ჩაალაგო ძირითადი ნივთები. ეს განსაკუთრებით მარტივია მაშინ თუ ისეთ ადგილას მიფრინავ, სადაც იგივე სეზონია როგორიც შენს სამშობლოში. ქორწილის სტრესისა და გადაღლილობის შემდეგ უბრალოდ კარგია ჩანთაში ჩადო კბილის ჯაგრისი და წახვიდე!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.