როგორ მოვაგვაროთ პრობლემები მშობლებთან?

  • An'na
  • იანვარი 18, 2016

ოჯახიმშობლებთან მოგვარება ძალიან რთულია. შეიძლება თქვენ თვლით, რომ მათი წესები ძალიან მკაცრია, ან თქვენ მეტ თავისუფლებას იმსახურებთ. ან შეიძლება მათთან საუბრისას პრობლემები გაქვთ. მშობლებთან საუბრისას საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის გულწრფელობა. ესაუბრეთ თქვენ მშობლებს ყოველდღე, მათი ნდობის მოსაპოვებლად და როდესაც რთული საუბრის დრო მოვა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნება.

 

1. გაატარეთ დრო მარტომ. მშობლებთან ჩხუბის შემდეგ, ცოტა ხნით მარტო დარჩით ფიქრისთვის. შედით ოთახში, დაჯექით ან თუ შესაძლოა წადით სასეირნოდ. მოშორდით სიტუაციას და უფრო ნათლად იფიქრებთ.

  • დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ რამ გამოიწვია დავა.ნამდვილად გაჯავრებულები ხართ მშობლებზე, თუ რამე სხვა მიზეზი იწვევს სტრესს? იმუშავეთ თქვენს გრძნობებზე და მიხვდებით რატომ ხართ ნაწყენი.
  • შეიძლება მართლაც მშობლები არიან  თქვენი ბრაზის მიზეზი და მათზე უბრალოდ ბოღმას არ ანთხევთ. დაფიქრდით რა გააკეთეს მათ ისეთი, რამაც გაგაბრაზათ. ეცადეთ დაინახოთ მათი გადმოსახედიდანაც.

2. ღრმად ჩაისუნთქეთ. ჩხუბის შემდეგ გული ძალიან სწრაფად ცემს და ყურადღების გამახვილება რამეზე ძალიან რთულია. ღრმად ჩასუნთქვა დასვენების საშუალებაა დაძაბული სიტუაციის მერე.

  • სცადეთ “ოთხი კვადრატის” სუნთქვის მეთოდი. ოთხი კვადრატის სუნთქვის მეთოდი სუნთქვას შეანელებს ოთხ თვლაზე. ოთხ თვლაზე ღრმად ჩაისუნთქეთ. შემდეგ ოთხ თვლაზე სუნთქვა შეიკავეთ. ოთხ თვლაზე ამოისუნთქეთ და შემდეგ ოთხ თვლაზე დაისვენეთ. ცოტა ხნით ნორმალურად ისუნთქეთ და როდესაც დაისვენებთ პროცედურა გაიმეორეთ.
  • მედიტაცია ასევე დაგეხმარებათ. მედიტაცია საჭიროებს ბევრ მოთმინებას, თუმცა ის დაგეხმარებათ ნერვიულობის და სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში. მედიტაციის დასაწყებად იპოვეთ წყნარი ადგილი და დაჯექით წელში გასწორებული. დარწმუნდით რომ კომფორტულად ხართ. ცხვირით ღრმად ჩაისუნთქეთ და ფილტვები ბოლომდე გაივსეთ. იგრძნობთ მკერდის გაფართოებას. როცა ამოისნთქავთ, ჰაერი გამოუშვით პირიდან. სცადეთ, რომ სხეულიდან მთელი ჰაერი გამოუშვით. გააგრძელეთ ასე სუნთქვა და დაასვენეთ გონება.

3. ჩაწერეთ დღიურში. წერა დაგეხმარებათ გრძნობების სიტყვებად გადაქცევაში და ამ ხერხით ნათლად დაინახავთ რა ხდება სინამდვილეში. დაწერეთ ისე, თითქოს საუკეთესო მეგობარს ელაპარაკებით. უბრალოდ დაწერეთ ფურცელზე.

  • შეიძლება სხვა რამის დაწერა უფრო სასარგებლო იყოს. მაგალითად, ისტორიების დაწერა შეიძლება გამოსავალი იყოს. შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერი რამ, რაც დაწყნარებაში დაგეხმარებათ.

4. დაელაპარაკეთ თქვენს მშობლებს. მოგვიანებით, თქვენს მშობლებს მაინც უნდა დაელაპარაკოთ. სცადეთ რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდეს. თქვენ და თქვენი მშობლები ჩხუბის შემდეგ უნდა დამშვიდდეთ და ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი.

  • თუ რამე სათქმელი დაგრჩათ, დარწმუნდით რომ ამას თავაზიანად ამბობთ. იყავით დაჟინებული, თუმცა ამავდროულად დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერს არ აუარესებთ. დაალაგეთ თქვენი გრძნობები და კარგად აუხსენით თქვენ მშობლებს, თუ რას ფიქრობთ.

5. იპოვეთ საგანი, რომელზეც ადვილად ისაუბრებთ. არ არის აუცილებელი მშობლებთან ყოველი საუბარი კამათი იყოს. მოუყევით მათ როგორი იყო თქვენი დღე, შემდეგ კი კითხეთ მათი დღის შესახებ.

  • რაც უფრო მეტს საუბრობთ, თუნდაც ყოველდღიურ თემაზე, ყველაფერი უფრო ადვილი ხდება. მშობლებთან საუბარი კავშირის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ და შემდეგ სადავო თემებზე საუბარი გაგიადვილდებათ.
  • თუ მშობლებთან არამდგრადი ურთიერთობა გაქვთ, ნელა დაიწყეთ. მათთან საუბრის დაწყება გვიანი არასდროსაა. გაატარეთ დრო მათთან ნდობის მოსაპოვებლად. აჩვენეთ მათ რომ გსურთ ისინი თქვენი ცხოვრების ნაწილები იყვნენ.

6. დაალაგეთ თქვენი ფიქრები. შემდეგ მშობლებთან ძალიან რთული საუბარი გელით. სანამ მათთან საუბარს დაიწყებთ, დაალაგეთ თქვენი აზრები. როდესაც გადაწყვეტთ რა გსურთ მათ უთხრათ, ეს უფრო გაგიადვილდებათ.

  • თუ საუბარს წინასწარ გაითამაშებთ, ეს უფრო მეტად დაგამშვიდებთ, განსაკუთრებით თუ ცუდი ამბავი უნდა აუწყოთ.
  • თუ გსურთ, რომ თქვენმა მშობლებმა მოგისმინონ, მაშინ თქვენი აზრები ნათლად გამოხატეთ. უთხარით მათ თქვენს პრობლემაზე და იცოდნენ, რომ გჭირდებათ ვინმე, ვინც მოგისმენთ.

7. მოუყევით მშობლებს თქვენი გრძნობების შესახებ. ზოგიერთი თემაზე საუბარი, როგორიცაა სექსუალური ცხოვრება და პირადი გრძნობები, მშობლებთან ძალიან რთულია. არ მისცეთ დაბნეულობას და სირცხვილს უფლება ჩაგიშალოთ მშობლებთან საუბარი. იყავით მათთან თამამი, თუნდაც ფიქრობდეთ რომ ისინი გაბრაზდებიან.

  • მას შემდეგ რაც მიხვდებით რას გრძნობთ და მოუყვებით ამას თქვენს მშობლებს, მათთან სიმშვიდეს მოიპოვებთ. როდესაც საქმე ისეთ თემაზე მიდგება, როგორიცაა ცუდი ნიშანი ან ჯარიმა, ჰკითხეთ თქვენს მშობლებს თუ უნდათ თქვენი მოსმენა.
  • სცადეთ თქვათ დაახლოებით ასე “უნდა ვილაპარაკოთ, ცუდი ამბები მაქვს და ვნერვიულობ რომ გეწყინებათ, მაგრამ უნდა გითხრათ. მომისმენთ?
  • შეგიძლიათ თქვათ ასე “მე ძალიან შეცბუნებული ვარ, თუმცა ვინმე მჭირდება სასაუბროდ”.

8. აარჩიეთ შესაფერისი დრო. მოიფიქრეთ რამდენი ხანი დაგჭირდებათ საუბრისთვის. შეარჩიეთ დრო, როდესაც ისინი დაკავებულები არ იქნებიან.

  • თუ ვერ არჩევთ სწორ დროს, მაშინ უთხარით თქვენს მშობლებს რომ საუბარი გჭირდებათ და ჰკითხეთ როდის ეცლებათ.
  • არ ეცადოთ, რომ ცუდი ამბავი მშობლების სამსახურიდან დაბრუნებისთანავე უთხრათ.

9. მოუსმინეთ რისი თქმა სურთ თქვენს მშობლებს. თუ აზრთა სხვადასხვაობა ჩნდება, შეიძლება თავის დაცვა მოგინდეთ. სანამ თქვენი ნაწილის მოყოლას დაიწყებთ, დარწმუნდით რომ მშობლებსაც აძლევთ ამ პატივს.

  • არ გააწყვეტინოთ სიტყვა. მიეცით მშობლებს შანსი რამის თქმისა, სანამ პასუხს გასცემთ. სანამ ისინი საუბრობენ, მიაპყარით მათ მთელი ყურადღება. გონება არ გაგეფანტოთ და არ იფიქროთ იმაზე, რამდენად არ ეთანხმებით.
  • როდესაც პასუხობთ, მიანიშნეთ რომ უსმენდით. შემდეგ აუხსენით რაში და რატომ არ ეთანხმებით.

10. არ შეუტიოთ მათ. თუ სიტუაცია გართულდება, მათ შეურაცხყოფა არ მიაყენოთ. არ თქვათ სარკასტული შენიშვნები. ეს თქვენს პრობლემას არ გადაჭრის.

  • გაბრაზებას და პირად პრობლემებზე შეტევას სჯობს, თქვენმა მშობლებმა გაიგონ რომ მათ წესებს არ ეთანხმებით. აუხსენით თქვენი გრძნობები. შეიძლება თავიანთი წესები არ შეცვალონ, მაგრამ მათთან ცივილური ურთიერთობით მეტ ნდობას მოიპოვებთ.

11. იყავით გულახდილები. მშობლების მოტყუება მათ ნდობას დაგაკარგვინებთ. არ დაუმალოთ ინფორმაცია, თუნდაც იცოდეთ რომ ამით პრობლემები შეგექმნებათ.

  • აჩვენეთ, რომ ხვდებით საიდან მოდიან და სცადეთ იპოვოთ ალტერნატიული გადაჭრის გზა. შეიძლება 1 საათით მეტი დროის გატარება გსურდეთ გარეთ. უთხარით დაახლოებით ასე “ვიცი რომ გსურთ სახლში ადრე მოვიდე, რადგან უსაფრთხოდ ვიყო. თუმცა ვფიქრობ, რომ საკმარისად დიდი ვარ რომ გარეთ ცოტა დიდი ხნით დავრჩე. რას იტყვით, რომ ერთი ღამით ვცადოთ?
  • გულახდილობა ტყუილზე ბევრად მეტს ნიშნავს. თუ ისინი აკეთებნ ისეთ რამეს, რაც თავს გაბეზრებთ, უთხარით. თუ მათი საქციელი გულს გტკენთ, უთხარით.

12. ყველა თქვენი დანაპირები აასრულეთ. თქვენს მშობლებს შეიძლება სურდეთ თქვენთან კამათის მოგვარება. ან შეიძლება თქვენ გსურთ კომპრომისსზე წასვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რამეს დაპირდებით, შეასრულეთ ის.

  • თუ დათმობაზე წახვალთ, შემდეგ კი მას არ აასრულებთ, მოგვიანებით ეს თქვენს მშობლებთან ყველაფერს გააფუჭებს.

13. იყავით მათთვის გამოსადეგი. თუ მათთან უკეთესი ურთიერთობა გსურთ, არ დააიგნოროთ ისინი. როდესაც ისინი ეცდებიან თქვენთან კონტაქტში შესვლას, სამაგიერო გადაუხადეთ. რაც უფრო მეტად გენდობიან მშობლები, უფრო ნაკლებად შეგზღუდავენ.

  • თუ დაგირეკავენ, უპასუხეთ. თუ მოგწერენ, თქვენც მიწერეთ. არ არის აუცილებელი წერილი მეტისმეტად შემწყნარებლური იყოს, უბრალოდ იცოდნენ რომ ხელმისაწვდომი ხართ.

14. შეასრულეთ თქვენი სამუშაო. როდესაც თქვენი მშობლები გთხოვენ, რომ რამე შეასრულოთ, შეასრულეთ. მაშინაც კი, როდესაც არაფერს გთხოვენ, გააკეთეთ რამე მათ დასახმარებლად.

  • არ იტრაბახოთ დახმარების დროს, ან იეჭვებენ, რომ რამე გინდათ. შანსია, რომ ამას თავიდანვე მიხვდნენ. როდესაც დაიწყებთ დახმარებას და მათი თხოვნებისთვის ყურადღების მიქცევას, ისინი ამას შეამჩნევენ.

15. მიეცით დრო. ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება, თუნდაც არაფერი ცუდი არ ჩაგედინათ. თუ თვლით რომ თქვენი მშობლები უსამართლოები არიან ან ზედმეტად საეჭვოდ იქცევიან, დაელაპარაკეთ. დარწმუნდით, რომ ნათლად უხსნით თქვენ სურვილებს.

  • თუ ისტორიაში საოჯახო საქმეების შეუსრულებლობა გაქვთ, არ ელოდოთ თქვენი მშობლებისაგან ადვილად დათმობას.

16. პატივი ეცით თქვენს მშობლებს. სანამ არ იქნებით საკმარისად უფროსი და დამოუკიდებელ ცხოვრებას არ დაიწყებთ, თქვენი მშობლების წესებს უნდა მიყვეთ. ნდობის მოპოვების ყველაზე მარტივი გზაა, რომ პატივი სცეთ მათ, როგორც ოჯახის ლიდერებს. აღიარეთ მათი წესები და არ ეკამათოთ მათ.

  • ეცადეთ საკითხის მათი თვალით დანახვა. თქვენ მშობლებს თქვენთვის საუკეთესო სურთ, თუნდაც ეს სხვანაირად ჩანდეს. შეიძლება ყოველთვის მართლები არ არიან, თუმცა ამითთვის მათაც მიზეზები აქვთ.
  • გააგრძელეთ მათთან საუბარი, გამოხატეთ თქვენი აზრი და თქვენი საჭიროებები. არ დააშოროთ თქვენს ცხოვრებას მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეთანხმებით. მოეპყარით პატივისცემით და ისინიც იგივენაირად მოგექცევიან.

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.