როგორ მოვაგროვო ფული ბინისათვის?

  • zviadii
  • ნოემბერი 24, 2016

სახლითანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შეკითხვაა, როგორ შევიძინოთ საცხოვრებელი ფართი. განსაკუთრებით ეს ეხება ახლადშექმნილ ოჯახებს, რომლებიც იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და სურთ იყვნენ ყველაფერში დამოუკიდებელნი, მათ შორის იცხოვრონ მშობლებისგან დამოუკიდებლად. ჩვენს დროში ბინის ყიდვა არც ისე ადვილია, უფრო სწორედ ძალიან რთულია, თუ გავითვალისწინებთ უძრავი ქონების ფასსა და მოსახლეობის შემოსავლებს. მიუხედავად ამისა ბევრ მოქალაქეს აქვს საშუალება დააგროვოს ფული ბინის შესაძენად. ისმის შეკითხვა, როგორ ახერხებენ ისინი ამას?

შედეგის ადვილად მისაღწევად საჭიროა დაისახოთ კონკრეტული მიზანი. ამიტომ მათთვის ვინც გადაწყვიტა ბინისათვის ფულის შეგროვება პირველ რიგში აუცილებელია თქვენთვის განსაზღვროთ რამდენ ოთახიანი ბინის შეძენას აპირებთ ერთ, ორ, სამოთახიანის თუ საერთოდ საკუთარი სახლის. ასევე გასათვალისწინებელია რომელ რაიონში სურს ოჯახს ცხოვრება და უძრავი ქონების რომელ ბაზარზე განიხილება საცხოვრებელი: პირველად (ახლადაშენებული) თუ მეორად ბაზარზე (ბინის ყიდვა მესამე პირისაგან, რომელიც უკვე ცხოვრობდა იქ). აღნიშნული პარამეტრები განსაზღვრავს ბინის ფასს და უკვე ჩამოგიყალიბდებათ გარკვეული შეხედულება თუ რამდენია საჭირო მოსაგროვებლად.

სახლიმას შემდეგ რაც განსაზღვრული გექნებათ შესაძენი ბინის ღირებულება, შემდეგ აუცილებელია გააანალიზოთ მთელი ბიუჯეტი: მაგალითდ რა საწყის კაპიტალს ფლობთ და რამდენია კიდევ მოსაგროვებელი. შემდეგ განიხილეთ ოჯახის ბიუჯეტი თითოეული წევრის შემოსავალი, ხარჯი, ბავშვის დაბადება და ა.შ. თუ წყვილს რომელსაც სურს ბინის შეძენა მშობლებიც ეხმარებიან ფულით ესეც გასათვალისწინებელია ბიუჯეტის შედგენის დროს. ამგვარად ნათელი გახდება ამ ეტაპზე ყოველთვიურად რა თანხის გადადება შეუძლია ოჯახს. მთავარია მკაცრად დაიცვათ გაწერილი გეგმა, გადადოთ დათქმული მინიმუმი. რაც უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებით ფულის დაგროვებას მით მალე მიაღწევთ შედეგს. რაც შეეხება ვადებს ის პირდაპირაა დამოკიდებული მოქალაქეთა ფინანსურ შესაძლებლობებზე და ბინის ფასზე. ასევე ნუ დაგვავიწყდება ინფლაციის დონე, რომელიც ვნებს ფულად დანაზოგებს. ამიტომ აუცილებელია დანაზოგი განთავსდეს ფინანსურ ინსტიტუტებში ,რომლებიც არა მხოლოდ გადაარჩენენ ფულს გაუფასურებისაგან არამედ გარკვეულ სარგებელსაც დაარიცხავენ.

მაშ ასე, ბიუჯეტი განვსაზღვრეთ,დავიწყეთ ფულის დაგროვება, ახლა ვეძებთ ხერხს სად შევინახოთ და გავზარდოთ ჩვენი დანაზოგი. პირველი რაც გონებაში მოგვდის – ბანკის შევსებადი ანაბარია. ბანკს შეუძლია მოგვცეს წლიური 11% შეტანილ თანხაზე, არც ისე დიდი სარგებელია თუ გავითვალისწინებთ ინფლაციის დონეს. უფრო მაღალი სარგებელი ანაბარზე შეიძლება მოგვცენ სხვადახვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომლებიც სთავაზობენ თავიანთ კლიენტებს 17%-მდე წლიურ სარგებელს.

ფული შენახულია ბანკში ან სხვა საფინანსო ორგანიზაციაში და ერიცხება სარგებელი. ახლა ისმის კითხვა ვისთანაა უკეთესი ბინის ყიდვა? და არის თუ არა საჭირო იპოთეკური სესხის აღება, თუ ჯერ კიდევ მოვაგროვოთ? იპოთეკა ფართოდ მოთხოვნადი საკრედიტო პროდუქტია. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მასზე გადახდილმა პროცენტმა შესაძლოა თვით ბინის ფასი შეადგინოს, ანუ მისი ღირებულება საკმაოდ გაზარდოს და რამდენიმე ათეული წელი მოგიწიოთ მისი დაფარვა. ამიტომ გაქვთ რა ხელთ ფული, დაგროვებული საწყისი შესატანი თანხით უმჯობესია მიაკითხოთ კარგი რეპუტაციის მქონე მშენებელ კომპანიას და ჩადოთ ფული მშენებარე ფართში.

სახლუკა

პირველ რიგში მშენებარე კორპუსში ბინის ყიდვა უფრო ეკონომიურია და შესაძლოა დაზოგოთ 20%-მდე, რადგან კვადრატული მეტრი უძრავი ქონებისა მშენებარე სახლში უფრო იაფია ვიდრე უკვე ჩასაბარებლად დასრულებული კომპლექსისა. ასევე ბევრი მშენებელი კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს იპოთეკის ალტერნატივას რომლის პროცენტიც ბანკისაზე დაბალია.

ამგვარად თუ ყველაფერს ზუსტად დათვლით, შეარჩევთ სწორ საფინანსო ორგანიზაციას და გამოცდილ სამშენებლო კომპანიას და რაც მთავარია უარს არ იტყვით დასახულ მიზანზე, მაშინ რამდენიმე წელში შესაძლოა გახდეთ ბინის ბედნიერი მფლობელი თანამედროვე სახლში.

წინა «
შემდეგი »