როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი კორეულად?

  • Creed
  • ნოემბერი 11, 2013

ბადრიჯანი-კორეულად-ihow.geმწარეს მოყვარულებს შემიძლია შემოგთავაზოთ შესანიშნავი წასახემსი – ბადრიჯანი კორეულად. ამის მოსამზადებლად დაგვჭირდება ნებისმიერი ზომის ბადრიჯანი, მთავარია არ იყოს გადამწიფებული და შიგნიდან დამპალი.

 

 

 

რა დაგვჭირდება?

-ბადრიჯანი
-ხახვი
-სტაფილო
-ოხრახუში
-წითელი მწარე წიწაკა
-ტკბილი წიწაკა
-ნიორი
-შავი პილპილი
-ზეთი
-ძმარი
-შაქარი

სანამ დავამზადებდეთ დავიწყებდეთ პროდუქტები კარგად უნდა გავრეცხოთ და შიგნიდან გავწმინდოთ თესლისგან.

დაჭრილი-ბადრიჯანი-ihow.geორი კილოგრამი ბადრიჯანი დავჭრათ სიგრძეზე (როგორც სურათზეა ნაჩვენები), მარილიან წყალში მოვხარშოთ 5 წუთის განმავლობაში. მოხარშული ბადრიჯანი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და გადავდოთ. ცალკე მოვამზადოთ ჩასასხმელი, დავჭრათ 3 ცალი ხახვი მას დავამატოთ 100 გრამი დაჭრილი ოხრახუში, 3 ცალი მწარე წიწაკა (წვრილად დაჭრილი) და 5 თავი გაჭყლეტილი ნიორი.

 

 

 

ბადრიჯანი-კორეულად-დამზადებული-ihow.geრაიმე სათავსში ჩავასხათ 150 მგრამი ზეთი, 6%-იანი ძმარი და 1 სადილის კოვზი მარილი და შაქარი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავამატოთ უკვე გამზადებულ ჩასასხმელს. ეს ყველაფერი მოვასხათ მოხარშულ ბადრიჯანს. იმისათვის რომ ბარიჯანი კარგად გაიჟღინთოს, მიღებული მასა დავტოვოთ 3 საათი გრილ ადგილას. დროის გასვლის შემდგომ შეგვიძლია დავაცალკავოთ და შევინახოთ მაცივარში.

 

ბადრიჯანი კორეულად იმით არის კარგი, რომ იგი ეხმარება ორგანიზმს გაციების დაძლევაში. ასევე ზოგი მოიხმარს რომ დააანებოს მოწევას. ასევე სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ მწარე წიწაკის პროპორციები.

გემრიელად მიირთვეით!

წინა «
შემდეგი »