როგორ მოვამზადოთ ბადრიჯნის მაჭკატები?

  • An'na
  • იანვარი 13, 2016

ბადრიჯანიბადრიჯნის მაჭკატები ადვილი და სწრაფი მოსამზადებელია, რომელიც შეიძლება მიირთვათ ბრინჯთან და სხვა ხორცის კერძებთან ერთად ან მარტო წასახემსებლად. მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად არაა ბევრი ხალხის საყვარელი ბოსტნეული, ამ რეცეპტით დარწმუნდებით რომ ბადრიჯანი ძალიან მადისაღმძვრელი და გემრიელია.

 

ინგრედიენტები:

  • 3-4 ცალი საშუალო ზომის ბადრიჯანი (საშუალოდ ითვლება 680 გრ ბადრიჯანი)
  • 1 დიდი კვერცხი
  • მარილი გემოვნებით
  • მეოთხედი ჩაის კოვზი პილპილი ან ნებისმიერი სასურველი სუნელი ან საკმაზი
  • მცენარეული საცხობი ზეთი
  • დაფქული ორცხობილა

1. დაჭერით ბადრიჯანი 1/3 სმ. სისქის ნაჭრებად. შეგიძლიათ დაჭრათ მრგვალ ან გრძელ ნაჭრებად, ეს თქვენი არჩევანია. თუმცა მრგვალი ნაჭრები უფრო ადვილია მოსამზადებლად. ჩადეთ მარილიან წყალში 10 წუთის განმავლობაში.

  • 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ და გადადეთ შემდეგი გამოყენებისათვის.

2. ათქვიფეთ კვერცხი მარილთან ერთად. ჩაყარეთ ათქვეფილ კვერცხში პილპილი და კარგად მოურიეთ. ჩააწყვეთ ბადრიჯნები კვერცხში.

3. დაფარეთ კვერცხში ამოვლებული ბადრიჯანი დაფქვილი ორცხობილით. ჩაყარეთ დაფქვილი ორცხობილა განიერ ჯამში ან ბრტყელ თეფშზე და დადეთ ბადრიჯნის ნაჭრები და ამოატრიალეთ ის, რათა ორივე მხარე დაიფაროს დაფქვილი ორცხობილით.

ბადრიჯანი სუხარში

4. შეწვით ბადრიჯანი მცენარეულ ზეთში, სანამ ის არ გახდება ოქროსფერი ან ყავისფერი. ამოიღეთ და დადეთ ცვილის ქაღალდზე, სამზარეულოს ტილოზე ან კარდონის ყუთზე.

5. მოემსახურეთ! ბადრიჯნის  მაჭკატები მრავალნაირად შეგიძლიათ მიირთვათ. შეგიძლიათ მხოლოდ ის მიიტანოთ სუფრასთან, ან სალათთან და ბოსტნეულთან ერთად.

  • ის არაჩვეულებრივი წასახემსებელია.
  • მწნილი, მაიონეზი და სოუსი არაჩვეულებრივია ბადრიჯნის მაჭკატებთან.

ბადრიჯანი

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.