როგორ მოვამზადოთ ბანანის კოქტეილი

  • Levaa
  • მარტი 13, 2014

ბანანის კოქტეილიბანანის კოქტეილის მომზადება ძალიან მარტივია და მისი მომზადება არ მოითხოვს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, სტატიის მიხედვით ისწავლით მის მომზადებას სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:

1. 2 ჭიქა რძე
2. 1/2 ჭიქა შაქარი
3. 1ც ფორთოხლის წვენი
4. 2 ცალი ბანანი

მომზადების წესი:

ავადუღოთ ორი ჭიქა რძე 1/2 ჭიქა შაქართან ერთად;

გავაციოთ და დავუმატოთ 1 ცალი ფორთოხლის წვენი;

გავარჩიოთ 2 ცალი ბანანი და გავაკეთოთ ბანანის პიურე;

ბანანის პიურეში დავამატოთ გამზადებული რძე, კარგად აურიოთ გავაციოთ და გემრიელად მივირთვათ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.