როგორ მოვამზადოთ ბანანის კოქტეილი?

  • commail.comedyin
  • January 11, 2015
  • 0

ბანანისიცხეში ძალიან გვინდა რამე გამაგრილებელის დალევა, მაგრამ ალბათ ყველას მოგბეზრდათ წყლის დალევა. გვინდება რაღაც განსხვავებული ახალი და გემრიელი. მე მოგიყვებით როგორ მოვამზადოთ ბანანის კოქტეილი და მისი მომზადება ძალიან ადვილია.

რა დაგვჭირდება:

  • ორი ცალი ბანანი
  • ოთხი მაგიდის კოვზი შაქარი
  • ერთი ხაჭოს სიროკი
  • 0,5 ლიტრი რძე
  • ორი ჭიქა
  • 2 საწრუპავი კოქტეილისთვის

 

ბანანიკოქტეილი მზადდება ისეთი ინგრედიენტებისგან რომელთა შოვნაც ადვილია. გავფრცქვნათ ბანანი და დავჭრათ 4-5 ტოლ ნაწილად. რაც უფრო პატარაზე დავჭრით მით უკეთესია. ბანანი ბლენდერში უფრო სწრაფად აითქვიფება და მასა უფრო ერთგვაროვანი იქნება.

 

ვდებთ ბანანს ბლენდერში და ვუმატებთ შაქარს. ვთქვეფავთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დარწმუნდით რომ პატარ პატარა ნაწილები არ დარჩეს! მათი დალევა არა სასიამოვნოა.

სითხეში ვამატებთ სიროკს და მასსაც ვთქვეფავთ ერთგვაროვან მასამდე. ესეც კარგად ავთქვიფოთ! მიღებული სითხე ძალიან სქელია ამიტომ მას ცივ რძეს ვუმატებთ (გააცივეთ რძე ან მის ნაცვლად დაამატეთ ყინული).

დაბლენდერებული ბანანირძის ჩასხმის შემდეგ ისევ ვთქვეფავთ. ვასხამთ ჭიქაში ვდებთ საწრუპავს და ვაფორმებთ, ისე როგორც თქვენ მოგწონთ. მე შემიძლია შემოგთავაზოთ ესეთი გაფორმება:

ვხეხავთ შოკოლადის განფეტს ან შოკოლადის ფილას და ზემოდან ვუმატებთ სასმელს. მივიღებთ ლამაზ გემრიელ და რაც მთავარია გამაგრილებელ კოქტეილს!

 

წინა «
შემდეგი »