როგორ მოვამზადოთ ბანანის და ჟოლოს პეროგი?

  • An'na
  • December 22, 2015
  • 0

ბანანი და ჟოლობანანი და ჟოლო ორი ისეთი ინგრედიენტია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უყვარს (ნებისმიერს თუ არა უმეტესობას მაინც), გემრიელთან ერთად ბანანი და ჟოლო ძალიან სასარგებლოც არის. თუ თქვენ მიეკუთვნებით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელთაც ეს ორი ხილი/კენკრა უყვარს მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ქვემოთ დაწერილი რეცეპტი.

ინგრედიენტები:   

  • 1,5–2 ჭიქა ჟოლო
  • 1,5 ბანანი
  • 1/4 ჭიქა შაქარი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 1/4 ს/კ მარილი
  • 1/2 ს/კ დარიჩინი
  • 1 კვერცხი
  • 2 ცომის შეფუთვა პეროგისთვის

ნაბიჯი 1: ავურიოთ შაქარი, მარილი, დარიჩინი და სახამებელი დიდ ჯამში. ამ ყველაფერს კარგად რომ ავურევთ, დავუმატოდ ჟოლო (იმის მიზნით რომ ჟოლო არ გაიჭყლიტოს).

 

ჟოლო

ნაბიჯი 2: მომზადებული მასა შევინახოთ მაცივარში.

 

მალინა

ნაბიჯი 3: გავაბრტყელოთ ერთი ცომი. დავჭრათ გრძელ ნაჭრებად, 1,25 სმ სიგანით.

 

დაჭრილი ცომი

ნაბიჯი 4: ავიღოთ მეორე ცომი, გავაბრტყელოთ, დავდოთ ცხიმწასმულ ლანგარზე. შუაში წავუსვათ ცომს კვერცხის ცილა, ეს დაიცავს ცომს დასველებისგან.

დანამული ცომი

ნაბიჯი 5: დავჭრათ ბანანი ნაჭრებად 0,6–1,25 სმ სიგანით და დავალაგოთ მეორე ცომზე.

 

ცომი და დაჭრილი ბანანი

ნაბიჯი 6: გავაცხელოთ ღუმელი 177°С . ამ წუთიდან თქვენ მოგიწევთ იმუშაოთ ჩქარა, რადგან ღუმელი არ გადახურდეს იქამდე სანამ არ გავამზადებთ პეროგს მასში შესადებად.

 

ღუმელი

ნაბიჯი 7: გამოიღეთ მაცივრიდან ჟოლოს მასა და ზემოდან თანაბრად წავუსვათ ბანანს.

 

ჟოლო და ბანანის მასა

ნაბიჯი 8: პირველი დაჭრილი ცომით ზემოდან უნდა გავაკეთოთ ბადისებური ფორმა. ცომის დაჭრილ ნაჭრებს წავუსვათ კვერცხის ცილა, მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი.

პეროგი მზადაა

 

ნაბიჯი 9: გადავაფაროთ ზემოდან ფოლგა და  გამოვაცხოთ 50 წუთი.

ფოლგა

 

გამოიღეთ ღუმელიდან და გააციეთ 1 საათი შემდეკ კი…

გემრიელად მიირთვით!!!

წინა «
შემდეგი »