როგორ მოვამზადოთ ბანანის კოქტეილი?

  • An'na
  • დეკემბერი 22, 2015

ბანანის კოქტეილებიბანანის კოქტეილი ძალიან კარგია საუზმისთვის, რადგან ბანანი უხდება სხვა პროდუქტებს. ბანანის კოქტეილის დამზადება ძალიან ადვილია. ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით ბანანის კოქტეილის მომზადების ოთხ მეთოდს: მხოლოდ ბანანის, ბანანი–კენკრით, ბანანი–ნიგვზით და ბანანის დესერტი.

 

მეთოდი 1ბანანის კოქტეილი;

ინგრედიენტები: ეს არის ის ინგრედიენტები, რომლებიც დაგვჭირდება ბანანის კოქტეილისთვის:

  • 1 ბანანი
  • ერთი ს/კ თაფლი ან შაქარი
  • ერთი ჭიქა რძე
  • ყინული (სურვილის მიხედვით)

 

კოქტეილი

ნაბიჯი 1: გავასუფთავოთ ბანანი, დავჭრათ ნაწილებად და ჩავყაროთ ბლენდერში (თუ არ გვაქვს ბლენდერი შესაძლებელია სამზარეულოს კომბაინის გამოყენება).

ბანანი

 

ნაბიჯი 2:  დავამატოთ რძე , თაფლი/შაქარი. თუ გვიყვარს სქელი კოქტეილი დავამატოთ ნაკლები რძე. თუ გინდათ დაამატეთ ყინული.

რძე

 

ნაბიჯი 3:  აურიეთ ინგრედიენტები. დაახურეთ სახურავი  ბლენდერს და აირჩიეთ სასურველი რეჟიმი. იქამდე თქვიფეთ სანამ არ მიიღებთ სასურველ მასას. მიირთვით კოქტეილი საწრუპით.

 

dablendereba

მეთოდი 2:  ბანანი–კენკრის კოქტეილი

ინგრედიენტები: 

  • 1 ბანანი
  • 4 დიდი გასუფთავებული მარწყვი
  • 1/2 ჭიქა მოცვი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჭიქა იოგურტი
  • ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • ყინული

კენკრის კოქტეილი

 

ნაბიჯი 1: გავასუფთავოთ ბანანი, დავჭრათ და ჩავყაროთ ბლენდერში. შემდეგ დავამატოთ გარეცხილი მარწყვი და მოცვი. ავთქვიფოთ იქამდე სანამ არ მივიღებთ სასურველ მასას.

 

კენკრა

ნაბიჯი 2: ამ მასას დავამატოთ იოგურტი, ფორთოხლის წვენი და შაქარი ( თუ გვიყვარს ტკბილი კოქტეილი დავამატოთ უფრო მეტი შაქარი). დავამატოთ ყინული.

 

წვენი

ნაბიჯი 3: ავურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში. დავაფაროთ ბლენდერს სახურავი და ავთქვიფოთ მანამდე სანამ არ მივიღებთ სასურველ მასას. კენკრის საშუალებით ჩვენი კოქტეილი იღებს წითელ ფერს.

დაბლენდერება

 

გადაასხით ჭიქაში და გემრიელად მიირთვით.

მეთოდი 3: გამაჯანსაღებელი ბანანი–ნიგვზის კოქტეილი

ინგრედიენტები: 

  • 1 ბანანი
  • 1/2  ჭიქა ნუში
  • 2 ჭიქა ისპანახი
  • 1 ჩ/კ მიწისთხილის ზეთი
  • 1 ს/კ აგავის ნექტარი
  • 1 ჩ/კ შალფეის თესლი

ნიგვზის კოქტეილი

 

ნაბიჯი 1:  ჩავყაროთ ბლენდერში ნუში და დავასხათ ერთი ჭიქა წყალი. იქამდე უნდა ავთქვიფოთ სანამ არ გამოვა თეთრი, ქაფიანი რძე. ეს მასა რძის  შემცვლელია.

 

ნუში

ნაბიჯი 2: დავამატოთ ისპანახი ბლენდერში და ავთქვიფოთ რძესთან ერთად. იქამდე ვთქვიფოთ სანამ არ შეერთდება რძესთან.

 

ისპანახი

ნაბიჯი 3:   გავასუფთავოთ ბანანი და დავჭრათ ნაწილებად, შემდეგ დამატოთ მიწისთხილის ზეთი, აგავის ნექტარი და შალფეის თესლი. დავაფაროთ ბლენდერს სახურავი და ავთქვიფოთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ სასურველ მასას.

 

ბანანი

ნაბიჯი 4: ჩაასხით ჭიქაში და მიირთვით. ეს გამაჯანსაღებელი კოქტეილი არ მოგაშიებთ ლანჩამდე.

 

ნიგვზის კოქტეილი

მეთოდი 4:  ბანანის დესერტი 

ინგრედიენტები:

  • 1 ბანანი
  • 1 ჭიქა გათხელებული ნაღები
  • 1 ჩ/კ ყავისფერი შაქარი
  • 1ჩ/კ ნეკერჩხლის სიროფი
  • 1/2 ჩ/კ დარიჩინი
  • 1/4 ჩ/კ მუსკატის თხილი

ბანანის კოქტეილები

 

ნაბიჯი 1: გაასუფთავეთ ბანანი, დაჭერით ნაწილებად და ჩაყარეთ ბლენდერში. ბანანს დაამატეთ გათხელებული ნაღები. თქვიფეთ სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას.

 

ნაღები

ნაბიჯი 2: ბლენდერში დავამატოთ დარჩენილი ინგრედიენტები: დარიჩინი, მუსკატის თხილი და ნეკერჩხლის სიროფი. ეს ყველაფერი ავთქვიფოთ.

  • გემოსათვის შეგიძლიათ დაამატოთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი.

 

ლიქიორი

ნაბიჯი 4: ჩავასხათ კოქტეილი ჭიქაში, ზევიდან მოვასხათ გათხელებული ნაღები. იმის მიზნით რომ ჩვენი კოქტეილი ჰგავდეს დესერტს დავადოთ ალუბალი.

 

ალუბალი

კოქტეილები მზადაა. გემრიელად მიირთვით !

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.