როგორ მოვამზადოთ ბანანისა და ჟოლოს ღვეზელი?

  • An'na
  • January 7, 2016
  • 0

ღვეზელიეს მადისაღმძვრელი ბანანისა და ჟოლოს ღვეზელი ძალიან გემრიელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახლად დაკრეფილ ჟოლოს იყენებთ. ჟოლოს სიმწარე სასიამოვნოდ ჰარმონიულია ბანანის სირბილესთან. როდესაც ერთხელ გაასინჯებთ ხალხს მის სრულყოფილ გემოს, ისინი გემუდარებიან რომ კიდევ მოამზადოთ. ისიამოვნეთ გემოთი!

 

ინგრედიენტები:

  • 1,5-2 ჭიქა ჟოლო
  • 1 და ნახევარი ბანანი
  • 1/4 ჭიქა შაქარი
  • 2 ს/კ სიმინდის ფქვილი
  • 1/4 ს/კ მარილი
  • 1/2 ს/კ დარიჩინი
  • 2 ღვეზელის ქერქი
  • 1 კვერცხი

მომზადება:

1. აურიეთ დიდ ქვაბში შაქარი, სიმინდის ფქვილი, მარილი და დარიჩინი. შემდეგ, როდესაც ეს ინგრედიენტები კარგად აირევა ერთმანეთში, დაამატეთ უფრო დელიკატური ინგრედინეტი, ჟოლო. ეს დაგეხმარებათ იმაში რომ ჟოლო არ დაიშალოს და არ დაიწუროს.

2. ახლად არეული ღვეზელის შიგთავსი შედგით მაცივარში.

3. დაჭერით პირველი ღვეზელის ცომი. დაამსგავსეთ ღვეზელის ქერქი ცომს, გაასწორეთ ის და დაჭერით 1,3 სმ სიგრძის ზოლებად. თუ პრობლემა გაქვთ ქერქისათვის ცომის ფორმის მიცემაში, დაასხით ცოტა-ცოტა წყალი, სანამ არ დაგემორჩილებათ.

4. აიღეთ მეორე ღვეზელი ქერქი. დაფარეთ ღვეზელის ქერქის შიდა მხარე, განსაკუთრებით ცენტრი, კვერცხის ცილის თხელი ფენით. ეს ცომს დაიცავს გამოუმცხვარობისგან.

ღვეზელის ქერქი

5. დაჭერით ბანანი ნაჭრებად. ნაჭრები უნდა იყოს 0,6-1,3 სმ სისქის. დაფარეთ მეორე ღვეზელის ქერქი ბანანის ფენით.

6. დააყენეთ ღუმელი 175ºC-ზე. ამ გადმოსახედიდან, თქვენ უნდა იმუშაოთ ძალიან სწრაფად, რათა თქვენი ღუმელი ძალიან არ გაცხელდეს.

7. გამოიღეთ მაცივრიდან ღვეზელის შიგთავსი და დაასხით ის ბანანს. გაასწორეთ მრგვალი,დიდი კოვზით.

8. ღვეზელის ზემოდან გააკეთეთ გისოსი მე-3 ნაბიჯში მომზადებული ზოლებით. ჩანგლის დახმარებით მიამაგრეთ ზოლების ბოლოები ცომს. თუ ისინი თავიდან არ მიემაგრება, გამოიყენეთ წყალი.

ღვეზელის ცომი

9. წაუსვით ზოლებს კვერცხის ცილა. დააყარეთ შაქარი და დარიჩინი.

10. გაახვიეთ ცომი ფოლგაში. ამის გაკეთება დაგიცავთ ღვეზელის კუთხეების დაწვისგან სანამ ცენტრი კარგად გამოცხვება. შედგით ღვეზელი ღუმელში და გამოაცხვეთ 50 წუთით.

11. გააცივეთ ღვეზელი ერთი საათით და შემდეგ მიირთვით.

 

წინა «
შემდეგი »