როგორ მოვამზადოთ ბისკოტი?

  • An'na
  • იანვარი 6, 2016

ბისკოტიბისკოტი არის ხრაშუნა იტალიური ნამცხვარი. მისი სახელი მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს “ორჯერ გამომცხვარს”, თუმცა ის მაგარია, რაც იდეალურია ჩაიში ან ყავაში დასველებისთვის. ეს რეცეპტი არის ტრადიციული ნუშის ბისკოტის დასამზადებლად. როდესაც ერთხელ მოამზადებთ ტრადიციულ ბისკოტს, შემდეგ შეგიძლილათ გამოიყენოთ სხვადასხვა სახეობა-მაგალითად შოკოლადი, ალუბალი, ლიმონი.

 

ინგრედიენტები:

  • 200გ შაქარი
  • 230გ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი ანისულის ექსტრაქტი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 3 ჭიქა უნივერსალური ფქვილი
  • 1 ს/კ საცხობი ფხვნილი(გამაფხვიერებელი)
  • 1/2 ჩ/კ მარილი
  • 1 ჭიქა დაჭრილი ან მთლიანი შემწვარი ნუში

ნაწილი 1: ცომის მომზადება.

1. დაარბილეთ კარაქი. გამოიღეთ კვერცხი ოთახის ტემპერატურაზე გასათბობად სანამ კარაქი რბილდება.

2. გააცხელეთ ღუმელი 150 გრადუსამდე.

3. ჩაყარეთ შაქარი და კარაქი მოსარევ ჯამში.  მოურიეთ ნარევს საშუალო სიჩქარეზე სანამ ის არ გახდება ძალიან ღია ფერის. ჩააგდეთ სამი კვერცხი სათითაოდ. დაელოდეთ სანამ ერთი კარგად შეერევა და შემდეგ დაამატეთ მეორე. ჩაასხით ვანილისა და ანისულის ექსტრაქტი. აურიეთ კარგად.

4. შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. ჩაყარეთ ის თანდათანობით მოსარევ ჯამში. არ მოურიოთ თავიდან მიქსერით, თორემ ცომი გახდება მაგარი და სქელი. ჩაყარეთ ნუში.

ნაწილი 2: პირველი გამოცხობა.

1. დააფარეთ გამოსაცხობ ლანგარს ფოლგა ან სილიკონის გამოსაცხობი ქაღალდი. წაუსვით ფოლგას კარაქი.

2. გაყავით ცომი ორ ნაწილად. დაისველეთ ხელები წყლით ან მცენარეული ზეთით, რაც დაგეხმარებათ ცომთან მუშაობაში. ცომი ძალიან წებოვანია. მიეცით ცომს  მორის ფორმა. ისინი უნდა იყოს დაახლოებით 7,6 სმ. სიგანის და 28 სმ სიგრძის. დადეთ ისინი ერთმანეთისაგან ძალიან შორს ფოლგაზე.

3. შედეთ ლანგარი ღუმელში. გამოაცხვეთ 35 წუთით. ზედა ნაწილი უნდა იყოს ოდნავ ყავისფერი.

4. გამოიღეთ მორები ღუმელიდან. გააციეთ 10-15 წუთით, მაგრამ არა მეტი ხნით.

ნაწილი 3: მეორე გამოცხობა

1. ჩართეთ ღუმელი 165 გრადუსზე.

2. დაჭერით მორები ჰორიზონტალურად 7,6 სმ ნაჭრებად, დაკბილული პურის დანით. გაჭერით ისინი 2 სმ ნაწილებად. დადეთ ნამცხვრები იმავე გამოსაცხობ ლანგარზე ფოლგის გარეშე. მანძილი ნამცხვრებს შორის იყოს 2,5-5 სმ. წაუსვით ნამცხვრებს გატეხილი კვერცხი ბზინვარებისთვის.

3. გამოაცხვეთ 10 წუთით. გადაატრიალეთ და წაუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ მეორე მხარე 10 წუთით.

4. ამოიღეთ ბისკოტი ღუმელიდან. დააწყვეთ გასაციებელ ბადეზე 30 წუთით. შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში რამდენი ხანიც გნებავთ.

 

წინა «
შემდეგი »