როგორ მოვამზადოთ ”ბლინები” ნუტელათი?

  • commail.comedyin
  • March 29, 2014
  • 0

ბლინები ნუტელათიარსებობს სხვადასხვა ბლინები: მურაბის, კრემის ასევე ხორცისაც. ამ შემთხვევაში მე შემოგთავაზებთ ნუტელით (შოკოლადით და თხილის კრემით) დამზადებულ ბლინებს. ამ ბლინებს თქვენი გემოვნების მიხედვით სხვა ინგრედიენტებიც შეგიძლიათ დაუმატოთ.

 

 

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი ფქვილი(ერთი დიდი ჭიქა)
  • 1 მაგიდის კოვზი შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 3 კვერცხი
  • 1,5 ჭიქა რძე
  • 1 მაგიდის კოვზი გამდნარი და გაციებული კარაქი
  • ნუტელა
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი

ფქვილი და მარილიაურიეთ ფქვილი, მარილი და შაქარი.

რძე და კვერცხიგატეხეთ კვერცხი და აურიეთ რძესთან ერთად სხვა ჯამში.

შერევა

რძის და კვერცხის ნარევი ჩაასხით იმ ჯამში სადაც აურიეთ შაქარი, მარილი და ფქვილი.

ნარევი

ათქვიფეთ მანამ სანამ ნარევი არ გახდება ერთგვაროვანი.

გამდნარი კარაქი

დაუმატეთ გამდნარი კარაქი.

მაცივარში

ჩადეთ მაცივარში ორი საათით.

ტაფა

დადგით ტაფა დიამეტრით 12-15 სანტიმეტრი საშუალო ცეცხლზე.

ტაფა ნაღების კარაქით

წაუსვით ტაფას ნაღების კარაქი (კულინარიული სპრეი ან კულინარიული ცხიმი). გადმოიღეთ ტაფა კონფურადან და დაუმატეთ ცოტაოდენი ნაღების კარაქი. იმის მიხედვით თუ როგორ დადნება კარაქი გაანაწილეთ ის ტაფის მთელ ზედაპირზე. ამავდროულად ტაფით შეასრულეთ მბრუნავი მოძრაობები.

ტაფაზე დასხმა

დაასხით ტაფაზე 1-2 მაგიდის კოვზი ნარევი რომელიც ავთქვიფეთ. სწრაფად ატრიალეთ ტაფა იმისათვის, რომ ნარევი თანაბრად განაწილდეს მთელ ზედაპირზე.

ტაფა ღუმელზე

დააბრუნეთ ტაფა კონფურაზე და დატოვეთ მანდ, მანამდე სანამ ზედა ნაწილი არ გაშრება ქვედა კი ღაჟღაჟა ფერს არ მიიღებს.

ბლინის გადმოტრიალება

გადმოატრიალეთ ბლინი და კიდევ რამოდენიმე წამი დატოვეთ ტაფაზე. არ არის აუცილებელი ბლინის ქვედა ნაწილს ქონდეს ყავისფერი შეფერილობა.

ბლინი თეფშზე

გადმოიღეთ ბლინი ტაფიდან და დადეთ თეფშზე.

ბლინები

გადმოიღეთ ბლინები ერთად, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

ბლინების გაკეთება

გააკეთეთ ბლინები დარჩენილი მასისგან.

ბლინი და ნუტელა

დადეთ ბლინი და წაუსვით მის ზედაპირს ნუტელა.

ბლინის დახვევა

დაახვიეთ ბლინი მილივით ცოტათი დააჭირეთ მას ნუტელა თანაბრად, რომ განაწილდეს.

ბლინის გალამაზება

გაალამაზეთ ბლინები კრემით. ასევე შეგიძლიათ შეასხათ კონიაკი ან დააყაროთ ვანილი.

ბლინები ნუტელათი

მორჩა ბლინები მზადაა!

სტატია მომზადებულია wikihow-ს მიხედვით.
წინა «
შემდეგი »