როგორ მოვამზადოთ ბოსტნეულისა და ყველის კიში?

  • An'na
  • იანვარი 6, 2016

კიშიარ არის რთული თქვენით მოამზადოთ უგემრიელესი კიში სადილისათვის. თქვენ დაგჭირდებათ დაახლოებით საათ-ნახევარი და რამდენიმე მარტივი, მრავალფეროვანი ინგრედიენტი.

 

ინგრედიენტები:

  • უზარმაზარი ყვითელი ან თეთრი ხახვი
  • 1-2 ბულგარული წიწაკა, წითელი და მწვანე ფერების კომბინაციისთვის
  • ისპანახი
  • 2-3 მწვანე ხახვი
  • 2-3 ს/კ ზეთისხილის ზეთი ან კარაქი
  • 2-3 ჭიქა გახეხილი ყველი
  • 8-9 კვერცხი
  • ცოტა რძე
  • მარილი, წიწაკა, პილპილი,
  • ორი ღვეზელის ქერქი. შეგიძლიათ გააკეთოთ ის ან იყიდოთ.

1. დაჭერით ხახვი კუბებად. დაჭერით ბულგარული კუბებად.ამოიღეთ თესლები და ღერო.

2. შეწვით ბულგარული და ხახვი ზეთისხილის ზეთში ან კარაქში. მოაშორეთ ზედმეტი სითხე.

3. მოამზადეთ ისპანახი. თუ იყენებთ ნორჩ ისპანახს და არა გაყინულს,მაშინ შეწვით ის სანამ არ დაჭკნება. თუ იყენებთ გაყინულ ისპანახს,მაშინ გაალღვეთ. გაწურეთ ისპანახი ზედმეტი სითხის მოსაშორებლად.

4. დაჭერით მწვანე ხახვი თხლად.

5. გამოაცხვეთ მხოლოდ ცომი, შიგთავსის გარეშე, 2-3 წუთით.

6. გახეხეთ ყველი.

7. ჩააწყვეთ შემწვარი ბოსტნეული ღვეზელის ქერქში და შემდეგ დაამატეთ მწვანე ხახვი და ისპანახი. მოაყარეთ გახეხილი ყველი ბოსტნეულის ზემოდან.

8. გატეხეთ 8 კვერცხი. დაამატეთ რძე, მარილი, წიწაკა და პილპილი. მას შემდეგ რაც ცომის ქერქი ამოივსება ბოსტნეულით და ყველით, დაასხით ეს ნარევი ზემოდან.

9. გამოაცხვეთ კიში 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში. კვერცხი ნარევი გამოცხვება, აქედან გამომდინარე შუაში აღარ იქნება სითხე. ამიტომ დანის წვერის ჩადებისას ის სუფთა უნდა ამოვიდეს.

10. გააციეთ ცოტა ხანი. შემდეგ დაჭერით და მიირთვით.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.