როგორ მოვამზადოთ გარგრის ორცხობილა ჩაისთვის?

  • An'na
  • თებერვალი 3, 2016

ორცხობილაამ გემრიელი გარგრით სავსე ორცხობილის სუნი არაჩვეულებრივია. ეს ორცხობილა შეგიძლიათ გამოიყენოთ არდადეგებზე ან ყოველდღიურ ჩაის წვეულებაზე.

მომზადება: 35 წუთი გამოცხობის დრო: 20 წუთი. მოცემულ ულუფაში არის 24 ორცხობილა.

 

 

ინგრედიენტები:

  • 1 ¼ ჭიქა ფქვილი
  • 6 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1/8 ჩაის კოვზი მარილი
  • 120 გრ კრემ-ყველი
  • ½ ჭიქა ცივი კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი

შიგთავსი:

  • 1 ¼ ჭიქა დაჭრილი გამხმარი გარგარი
  • ½ ჭიქა შაქარი
  • 5 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი

ჭიქურა:

  • 1 ჭიქა კონდიტერის შაქარი
  • 4 ჩაის კოვზი წყალი

1.დიდ ჯამში, ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი და მარილი.ჩადეთ კრემ-ყველი და კარაქი და მოურიეთ.  დაამატეთ არაჟანი,მოურიეთ ჩანგლით სანამ ცომი ბურთის ფორმას არ მიიღებს.

2.გადააფარეთ ცომს და შედეთ მაცივარში სულ მცირე ერთი საათით.

5.შიგთავსის ინგრედიენტები აურიეთ ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე.ჩაუწიეთ გაზს. დაახურეთ და ადუღეთ 10 წუთით.

6.მოხადეთ თავსახური. ადუღეთ 7-9 წუთით სანამ სითხის უმეტესი ნაწილი არ დაშრება.ხშირად მოურიეთ. გადადგით შიგთაგსი გასაციებლად.შიგთავსი

7.ცომის მომზადება. გაყავით ცომი ორ ნაწილად.
ფქვილიან ზედაპირზე, გაასწორეთ თითოეული პორცია 10 ინჩიანი კვადრატის ფორმებად.

8. დაჭერით თითოეული 2 ინჩიან კვადრატებად. დადეთ მის ცენტრში ½ ჩაის კოვზი შიგთავსი. მოპირდაპირე კუთხეები მიიტანეთ ცენტრში.

კუთხე

9.დადეთ ცხიმიან გამოსაცხობ ლანგარზე. გამოაცხვეთ 163 გრადუსზე 18-20 წუთით სანამ კუთხეები ოდნავ გაყავისფრდება.

10.ამოიღეთ გასაციებელ ბადეზე.

11.შუერიეთ ჭიქურის ინგრედიენტები და დაასხით ნელ-ნელა გაციებულ ორცხობილაზე.

ორცხობილა

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.