როგორ მოვამზადოთ გოგრის ბლინები?

  • commail.comedyin
  • ივნისი 11, 2014

გოგრის ბლინებიგოგრა ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომლისგანაც ბევრი კერძის დამზადება შეილება. ერთ-ერთი ასეთი კერძია გოგრის ბლინები.

გოგრის ბლინებისათვის საჭირო ინგრედიენტები:

  • გოგრა (1 კილოგრამიდან)
  • ფქვილი ( 3-5 სუფრის კოვზი)
  • შაქარი
  • კვერცხები (2-3 ცალი)
  • კარაქი

გოგრის დაჭრაპირველ რიგში ბოლომდე გარეცხეთ გოგრა შიგნიდანაც და გარედანაც. შემდეგ მოაშორეთ კანი და გაასუფთავეთ შიგნეულისგან. სხვათაშორის კანის სიმაგრის გამო მის მოშორებას დიდი დრო მოუნდებით. დაჭერით გოგრა ისე როგორც სურათზეა.

 

გოგრის მოხარშვაგოგრა ძალიან მაგარია, ამიტომ ის უნდა დავარბილოთ. ამის გაკეთებას მოხარშვით შევძლებთ. მთავარია ის არ დაიშალოს. მოხარშვის მერე ცოტა ხანი დადეთ გოგრა გასაგრილებლად.

 

გოგრის გატარებაახლა ის უნდა გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. თუ ის არ გვაქ შეიძლება უბრალოდ გავხეხოთ. მთავარია რომ მან პიურეს მასა მიიღოს. ამის შემდეგ მას ორი კვერცხი და შაქარი ვანილინით უნდა დავამატოთ. ამის შემდეგ ვამატებთ ფქვილს. როგორც წესი 5 სუფრის კოვზზე მეტი არ უნდა იყოს. აურიეთ ფქვილი გოგრის ფაფაშ მანამდე სანამ ის უფრო მაგარი არ გახდება.

 

ბლინებიგადავდივართ ბლინების შეწვაზე. გააცხელეთ ტაფაზე მზესუმზირის ზეთი. შემდეგ ვიწყებთ ფაფის პატარა ნაწილების ტაფაზე დადებას. ძალიან დიდ ნაწილებს ნუ დადებთ ერთი სუფრის კოვზიც საკმარისია. თითოეული ბლინი შეწვით იქამდე სანამ ის არ დაიბრაწება.

წინა «
შემდეგი »