როგორ მოვამზადოთ გოგრის ტრიუფელი?

  • An'na
  • იანვარი 10, 2018

ინგრედიენტები:

40-60 ტრიუფელი

  • 1 ჭიქა გოგრის პიურე
  • ¼ ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 1 ჩ/კ კოჭა
  • ¼ ჩ/კ ნიორი
  • 2 ჭიქა კრემი
  • 0,5 კგ შავი შოკოლადი, დაჭრილი
  • 30 გრ კარაქი, ოთახის ტემპერატურის
  • ¼ ჭიქა ფორთოხლის ლიქიორი (არასავალდებულო) ან ფორთოხლის წვენი
  • 170 გრ შავი შოკოლადი ტრიუფელის დასაფარად
  • 85 გრ კაკაოს ფხვნილი

მოათავსეთ გოგრის პიურე, ყავისფერი შაქარი და სანელებლები ტაფაზე. დატოვეთ 5-6 წუთით და ხშირად მოურიეთ. ის მზად იქნება, მაშინ როცა გოგრა გამოშრება. გადმოიღეთ და დატოვეთ.

სხვა ტაფაში მოათავსეთ კრემი და აადუღეთ, შემდეგ კი მაშინვე გადადგით.

ცხელი კრემი ჩაასხით ჯამში. დაამატეთ შოკოლადი და დაელოდეთ, რომ დადნეს. შემდეგ მოურიეთ. როდესაც კარგად მოურევთ, დაამატეთ გოგრის მიქსტურა და კარგად მოურიეთ. ჩააგდეთ კარაქი და შემდეგ ლიქიორი ან ფორთოხლის წვენი.

ჯამს გადააფარეთ და შედგით მაცივარში ერთი საათით გასაცივებლად.

დააფარეთ გამოსაცხობ სინზე პერგამენტის ქაღალდი. გააკეთეთ პატარა ბურთულები და დააწყვეთ სინზე. შემდეგ შედგით მაცივარში კიდევ ერთი საათით.

დაადნეთ შოკოლადი და ტრიუფელი მასში ბოლომდე ამოავლეთ. შემდეგ ბურთულები კაკაოში ამოავლეთ.

ტრიუფელი მზადაა!

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.