როგორ მოვამზადოთ გრანოლა?

  • An'na
  • January 18, 2018
  • 0

გრანოლაგრანოლა ჯანსაღი და ნოყიერი საჭმელია. თუ მას სახლში დაამზადებთ, მაშინ ზუსტად გეცოდინებათ მისი შემადგენლობა და დარწმუნებულიც იქნებით მის სიჯანსაღეში.

ინგრედიენტები:

  • 3 ჭიქა შვრია
  • 1 ჭიქა დაჭრილი კაკალი
  • ½ ჭიქა დაჭრილი ნუში
  • ½ ჭიქა გამომშრალი მოცვი
  • ½ ჭიქა ოქროსფერი ქიშმიში
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 1/4 ჩ/კ  მარილი
  • ½ ჭიქა რაფსის ზეთი
  • ½ ჭიქა თაფლი
  • 2/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი

სურვილის შემთხვევაში დაამატეთ თქვენი საყვარელი:

  • ხილის ჩირი
  • მარცვლეული
  • მუქი შოკოლადი

ჩაყარეთ მშრალი ინგრედიენტები დიდ ჯამში და მოურიეთ ხელით.

პატარა ტაფაში აადუღეთ ზეთი, თაფლი და ყავისფერი შაქარი, ხშირად ურიეთ ხის კოვზით.

დანარჩენი ინგრედიენტები ჩაყარეთ ჯამში და დაამატეთ თაფლის და შაქრის მასა ნელ-ნელა. ჯერ დაამატეთ ცოტა, მოურიეთ და შემდეგ ისევ ცოტა მოურიეთ და ა.შ

თუ ტკბილი და სქელი გრანოლა გინდათ, დაამატეთ ბევრი თხევადი მასა. ხოლო შედარებით მწარე და თხელი გრანოლასთვის კი შედარებით ნაკლები თხევადი მასა.

გააციეთ და შემდეგ დაჭერით. მზადაა!

 

წინა «
შემდეგი »