როგორ მოვამზადოთ დარიჩინისა და ნუტელას ცხელი შოკოლადი?

  • An'na
  • February 3, 2016
  • 0

ცხელი შოკოლადიგიყვართ ცხელი შოკოლადი? ნუტელა? შეურიეთ ისინი და მიიღეთ საუკეთესო ორივედან!


ინგრედიენტები:

  • რძე
  • დარიჩინი
  • ნუტელა
  • კრემი (არასავალდებულოა)

დაგჭირდებათ:

  • საშუალო ზომის ჭიქა
  • ქვაბი
  • ჩაის კოვზი

 

1.აანთეთ გაზი დაბალ ცეცხლზე.

2.ჩაასხით რძე თქვენს ჭიქაში დაახლოებით 3 სანტიმეტრზე. შემდეგ ამ რძის ¼ ჩაასხით ქვაბში და ურიეთ სანამ არ გაცხელდება. ჩადეთ 2-3 ჩაის კოვზი ნუტელა ქვაბში და მოურიეთ სანამ მთელი შოკოლადი არ გაიხსნება.

3.როდესაც ამას დაასრულებთ, ჩაასხით დარჩენილი რძე და დარწმუნდით რომ ყველაფერი კარგად აურიეთ.

4.ჩაყარეთ ცოტა დარიჩინი ნუტელას ნარევში.

5.მას შემდეგ, რაც ნარევი კარგად გაცხელდება, ჩაასხით თქვენს ჭიქაში. თავზე მოასხით კრემი, ზეფირი, გახეხილი შოკოლადი.

ცხელი შოკოლადი

გაფრთხილება:

  • თუ ბავშვი ხართ და არ იცით როგორ მოიქცეთ გაზთან, დაიხმარეთ უფროსი.
  • თუ ალერგიული ხართ რამეზე, მაშინ შეამოწმეთ ინგრედიენტების შეკვრები სანამ გამოიყენებთ.
წინა «
შემდეგი »