როგორ მოვამზადოთ დასავლური ომლეტი?

  • An'na
  • დეკემბერი 30, 2015

ომლეტიდასავლური ომლეტი დილის გემრიელი დასაწყისია, ის დაეხმარება თქვენი დღის კარგად წასვლას.

 

ინგრედიენტები:

  • 6 თეთრი ან ყავისფერი კვერცხი
  • 6 ჩაის კოვზი რძე
  • 1/2 ჭიქა გახეხილი ჩედერი
  • 1/2 ჭიქა დაჭრილი ლორი
  • 1/4 ჭიქა კარგად დაჭრილი ხახვი
  • 1/4 ჭიქა თხლად დაჭრილი მწვანე წიწაკა( ან ჩილი)
  • 1/4 ჭიქა დაჭრილი პომიდორი
  • სალსა( მექსიკური სოუსი)

1. გატეხეთ კვერცხი საშუალო ზომის ჯამში და ნელ-ნელა, თანდათანობით დაამატეთ რძე.

2. დადგით ტაფა გაზზე, საშუალო ცეცხლზე და დაადნეთ კარაქი. დაასხით კვერცხი ტაფაზე. გადახარეთ ტაფა ან კოვზის საშუალებით გადაანაწილეთ კვერცხი მთელ ტაფაზე, რათა თანაბრად შეიწვას. შეწვით კვერცხი კარგად.

3. დააყარეთ ყველი, ლორი, ხახვი მწვანე წიწაკა და პომიდორი კვერცხის ერთ ნაწილზე, შემდეგ კი მეორე მხარე დააფარეთ თავზე ამ ყველაფერს.

ომლეტის შეწვა

4. შეწვით კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში,სანამ კვერცხი არ გამაგრდება და ყველი არ გადნება. შემდეგ ამოიღეთ კვერცხი და მოასხით ზემოდან სალსა.

ომლეტი

მზადაა!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.