როგორ მოვამზადოთ დეოდორანტი სახლის პირობებში

  • lasha117
  • დეკემბერი 28, 2011

არამგონია დეოდორანტის დამზადება ხშირად დაგჭირდეთ, თუმცა შეიძლება იმყოფებოდეთ ქალაქგარეთ მაგალითად, აგარაკზე ან სადმე ისეთ ადგილას, სადაც მაღაზია არა არის და თქვენი დეოდორანტი გათავდა ან მისი თან წაღება დაგავიწყდათ. მოცემულ პოსტში გასწავლით, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ დეოდორანტი სახლის პირობებში. მოსამზადებლად დაგჭირდებათ ცარიელი ბოთლი, წყალი და სოდა.
 
 

დეოდორანტის მომზადების ინსტრუქცია:


 
1. აიღეთ ცარიელი ბოთლი და გაავსეთ ნახევრამდე წყლით.

 

 
2. ჩაყარეთ მასში ერთი სუფრის კოვზი სოდა.

 

 
3. თუ არომატი გსურთ და ხელი მიგიწვდებათ სურნელოვან ზეთებზე, მაშინ ერთი კოვზი სურნელოვანი ზეთი გაურიეთ მას.

 

 
4. შეანჯღრიეთ და დადგით რამდენიმე წუთი, რათა გაზავდეს.

 

 
დეოდორანტი მზადაა და შეგიძლიათ გამოიყენოთ. იმედია მიხვდით, რომ მთავარი სითხის შემადგენლობაა და არა ჭურჭელი, რომელშიც მას მოამზადებთ.
 

წინა «
შემდეგი »