როგორ მოვამზადოთ ეკლერი?

  • An'na
  • დეკემბერი 24, 2015

ეკლერიეკლერი ხშირად ძალიან ძვირფას დესერტად ჩანს, თუმცა მისი გაკეთება ძალიან მარტივია. ნამცხვარი შედგება მოხარშული ცომით (რომელიც შეიცავს კარაქს, ფქვილს და კვერცხს) და თქვენი არჩეული კრემის სახეობით (ყავის, შოკოლადის, მოხარშული ან ათქვეფილი ნაღების) და დაფარულია შოკოლადით. სახლის ეკლერები დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე.

 

 

ინგრედიენტები:

გამოდის 8 ეკლერი.

ცომი:

  • 1 ჭიქა წყალი
  • 1/2 ჭიქა ნაღების კარაქი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 4 კვერცხი

შიგთავსი:

  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 6 სადილის კოვზი ფქვილი
  • 2 ჭიქა უცხიმო რძე,არ შეიძლება მისი შეცვლა ცხიმიანით
  • 4 კვერცხის გული ან 2 კვერცხი
  • 2 ჩაის კოვზი ვანილი

ჭიქურა:

  • 2 სადილის კოვზი ნაღების კარაქი
  • 57 გ მწარე შოკოლადი
  • 1 ჭიქა შაქრის პუდრი
  • 2 სადილის კოვზი ადუღებული წყალი

1.როგორ მოვამზადოთ შიგთავსი?

1.განვაცალკევოთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან და გული ჩავასხათ პატარა ჯამში. ათქვიფეთ კვერცხი.

2. ჩავყაროთ შაქარი, მარილი, ფქვილი ჯამში და ავთქვიფოთ ყველაფერი ერთად. დავამატოთ რძე.

შიგთავსის მომზადება

2. ეს ყველაფერი ავადუღოთ დაბალ ცეცხლზე და ამავდროულად მუდმივად ვურიოთ (სასურველია თუ მოვურევთ რეზინის მოსარევით, რადგან მეტალის მოსარევი ფერს შეუცვლის ნარევს). უნდა იდუღოს ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვიღოთ ცეცხლიდან.

რძე

3. მიღებული ნარევი ჩავასხათ კვერცხიან ჯამში და ავფთქვიფოთ ერთად. დაამატეთ დარჩენილი რძის ნარევი და აურიეთ.

კრემი

4. დავდგათ ნარევი გაზზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაციოთ და დავუმატოთ ვანილი.

ვანილი

5.ზემოდან დავაფაროთ  პოლიეთილენი და გავაციოთ.

პოლიეთილენი

2.როგორ მოვამზადოთ ცომი.

1.გავახუროთ ღუმელი 230 გრადუსზე.

2. ერთ ჭიქა წყალში ჩავაგდოთ ნაღების კარაქი. მივიყვანოთ ადუღებამდე. დავამატოთ ფქვილი და მოვურიოთ. ცომი დავამზადოთ ერთი წუთის მანძილზე და თან ვურევთ. დავამატოთ თითო-თითო კვერცხი და ჩაგდებისას კარგად ავთქვიფოთ. ცომი ვადუღოთ იქამდე, სანამ ის არ მიეკრობა გვერდებს.

ცომი

3. დავაფაროთ ლანგარს პერგამენტის ქაღალდი. გამოსაცხობი მილით დავასხათ 10 სმ ზომის ცომი პერგამენტის ქაღალდზე.

ცომი

4. გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 165 გრადუსამდე  და შემდეგ გამოვაცხოთ კიდევ 35 წუთის განმავლობაში. ცომი მზად იქნება მაშინ, როდესაც დარტყმისას გავიგებთ სიცარიელის ხმას.

ცომი

5. გააციეთ.

6. ჩავსვათ მილი გამოსაცხობ პაკეტში. გავავსოთ პაკეტი შიგთავსით. შევდოთ მილი ეკლერში და გავავსოთ ის შიგთავსით.

შიგთავსო

7. დავფაროთ ის შოკოლადის ჭიქურით. სუფრასთან მიტანამდე გააციეთ.

3. როგორ მოვამზადოთ ჭიქურა.

1. გაალღვეთ შოკოლადი პატარა ჯამში. დავამატოთ შაქრის პუდრი და ადუღებული წყალი. ურიეთ გახსნამდე. მოასხით ეკლერს.

ეკლერი

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.