როგორ მოვამზადოთ ვანილის არაყი

  • lasha117
  • დეკემბერი 28, 2011

არყის სმა ალბათ ყველას გვიყვარს, თუმცა ვანილიანი არაყი მგონი ბევრს არ გექნებათ გასინჯული. მე მქონდა ბედნიერება გამესინჯა და დამერწმუნეთ საოცრებაა. არყის სიმწარე საერთოდ არ იგრძნობა. იგი ხდება ტკბილი და ამასთანავე მათრობელა და რაც მთავარია მას ვანილის სასიამოვნო არომატი ეძლევა. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ – ერთი ბოთლი ნორმალური ხარისხის არაყი და ვანილის ჩხირები, რომელთა შეძენა სურსათის ბაზრებში არის შესაძლებელი და როგორც ვიცი, ძვირიც არ ღირს.

ვანილის არყის მომზადების ინსტრუქცია:

1. აიღეთ არაყი და გადმოასხით სხვა ბოთლში, ან უბრალოდ პლასტმასის ფილტრი ჩააგდეთ შიგნით;

2. გარეცხეთ ვანილის ჩხირები და კარგად გააშრეთ;

3. გაშრობის შემდეგ ჩაყარეთ ისინი ბოთლში;

4. საუკეთესო შედეგის მისაღებად, გააჩერეთ ბოთლი ოთახის ტემპერატურაზე 3-5 კვირა (მინიმუმ 5 დღე უნდა გააჩეროთ, რომ არაყმა ვანილის გემო აიღოს);

5. დროის გასვლის შემდეგ შედგით არაყი მაცივარში.

შესაბამის ტემპერატურამდე გაცივების შემდეგ კი გამოდგით არაყი და მიირთვით.

წინა «
შემდეგი »