როგორ მოვამზადოთ ვეგეტარიანული ვაშლის პეროგი?

  • An'na
  • დეკემბერი 28, 2015

მზადაააათუ თქვენ ხართ ვეგეტარიანელი და ელოდებით ვეგეტარიანელ სტუმრებს, შეგიძლია მოამზადო ეს ვაშლის პეროგი. ამ რეცეპტში გამოიყენება პროდუქტები ვეგეტარიანელთათვის: ვეგეტარიანული კარაქი, ცხიმი და ცომის გაფხვიერებისთვის ვეგეტარიანული შაქარი.

 

ინგრედიენტები:

ნაჭრების რაოდენობა:8 

ფირფიტა

  • 2 შეკვრა გაციებული ვეგეტარიანული კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 1/4 ჭიქა საკონდიტრო ფქვილი
  • 1/2  ჭიქა ცივი წყალი
  • 1 სადილის კოვზი თეთრი შაქარი
  • ფქვილი

შიგთავსი

  • 3 დიდი გაფცქვნილი და კუბიკებად დაჭრილი ვაშლი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი მუსკატი კაკალი
  • 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი
  • მწიკვი მარილი
  • 2 სადილის კოვზი გაწურული ლიმონი
  • 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 2–3 სადილის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი

კარამლლის სოუსი

  • 1/2 ჭიქა ვაშლის სიდრი
  • 1/2 ჭიქა ვეგეტარიანული ცხიმი, ცომში გაფხვიერებისთვის დამატებული
  • 1 ჭიქა მშრალი შაქარი
  • 1 სადილის კოვზი სიმინდის კრახმალი
  • მწიკვი ჯანჯაფილის ფხვნილი
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი დარიჩინი
  • 1/4 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

მეთოდი 1/4 ფირფიტის მომზადება

1. გავაცხელოთ ღუმელი 220 გრადუს C-მდე და მოვუსვათ ცხიმი ფორმას გამოცხობისთვის. ავურიოთ მარილი და ფქვილი ერთად კომბაინში.

კომბაინი

2. დავამატოთ კარაქი ფქვილში და ავურიოთ სამზარეულოს კომბაინში, თუ არ გაქვთ იგი, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩანგალი ინგრედიენტების ერთმანეთში ასარევად. დავამატოთ ცივი წყალი.

წყალი

3. შემდეგ დავამატოთ მწიკვი თეთრი შაქარი. გადმოვიტანოთ ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე. გაყავით ცომი ორად და დაამრგვალეთ.

ცომი

4. შეახვიეთ ცომები პოლიეთილენის პარკში და შედეთ საყინულეში ერთის საათის განმავლობაში. ცომის დატოვება მაცივარში შეიძლება 12 საათის განმავლობაში.

მაცივარი

5. გამოვიღოთ ცომები მაცივრიდან და გავაბრტყელოთ 6,35 სანტიმეტრზე. ეს ყველაფერი გავაკეთოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე. გადავიტანოთ ცომი გამოსაცხობ ფორმაში და თანაბრად გავანაწილოთ.

ფორმა

6. ძირი დავჩხვლიტოთ ჩანგლით რამდენიმეჯერ. დავაფაროთ ცომს დასანთლული ქაღალდი და მოვაყარო ბრინჯი. ამ პროცესს ეწოდება ბრმად გამოცხიბა.

ბრინჯი

7. ფირფიტა გამოვაცხით 5–7 წუთის მანძილზე, სანამ ოქროსფერ ფერს არ მიიღებს. გამოვიღოთ  ფირფიტა ღუმელიდან, მოვაცილოთ დასანთლული პარკი და ბრინჯი. შემდეგ ისევ გამოვაცხოთ 3–5 წუთის განმავლობაში.

ბრინკჯი

8. გავაბრტყელოთ მეორე ნახევარი ისე, რომ გამოვიდეს მრგვალი სქელი ბლინი. დავჭრათ ეს ბლინი 6–8 ზოლად, რომლის სიგრძე უნდა იყოს 3,8 სანტიმეტრი. ამ ზოლებს გამოვიყენებთ პეროგის მოსართავად.

ზოლები

მეთოდი 2/4 ვაშლის შიგთავსის მომზადება

1. ჩავდოთ ვაშლი და დანარჩენი ინგრედიენტები ჯამში და მოვურიოთ ისე როგორც ნაჩვენებია სურათზე.

ვაშლი

მეთოდი 3/4 კარამელის სოუსის მომზადება

1. პატარა ქვაბში ავურიოთ სიმინდის კრახმალი და სიდრი, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება. დავამატოთ ვეგეტარიანული ცხიმი, შაქარი, ჯანჯაფილის ფხვნილი, დარიჩინი, მარილი და ვანილი.

კრემი

2. მოვხარშოთ ინგრედიენტები მუდმივი მორევით. როდესაც ნარევი წამოგუღდება ცეცხლს ჩავუწიოთ და იქამდე ვურიოთ, სანამ ნარევი არ გასქელდება. ვაშლებს დავასხათ ორი სადილის კოვზი კარამელის სოუსი და კარგად ავურიოთ.

კარამელა

3.  შევინახოთ სოუსი  მაცივარში ერთი საათის განმავლობაში.

მაცივარი

მეთოდი 4/4 პეროგის მომზადება

1. გადმოვიტანოთ ვაშლი პეროგზე. პეროგი ჯვარედინად მოვრთოთ ზოლებით.

მორთვა

2. ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი შაქარი. გამოვაცხოთ პეროგი 220 გრადუს C-ზე, შემდეგ დავუწიოთ 180 გრადუს C და კიდევ გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში, იქამდე სანამ არ მიიღებს ოქროსფერ ფერს.

გამოცხობა

3. ერთი საათის განმავლობაში გავაციოთ. კარამელის სოუსი 5 წუთის განმავლობაში გავათბოთ და მოვსხათ პეროგს. პეროგი მზადაა შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.

მზადააა

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.