როგორ მოვამზადოთ ვეგეტარიანული ცხელი ფუნთუშები დარიჩინით?

  • An'na
  • დეკემბერი 29, 2015

მზადაააცხელი ფუნთუშების ბევრი რეცეპტი შეიცავს რძეს, კვერცხს და კარაქს. ეს რეცეპტი შემუშავებულია ვეგეტარიანელების მიერ და გამორიცხავს ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს. ამ რეცეპტით ფუნთუშების გამოცხობას სჭირდება 2.5-3 საათი.

ინგრედიენტები:

  • 350 გრამი უხეშად დაფქვილი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქვილი სანელებლების ნარევი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი
  • 1 ჩაის კოვზი გახეხილი მუსკატი
  • 1 შეფუთვა საფუარი
  • 25 გრამი შაქრის ფხვნილი
  • 75 გრამი მოცხარი
  • 25 გრამი წვრილად დაჭრილი ცედრა
  • წვრილად გახეხილი ერთი ლაიმა
  • 75 გრამი დამდნარი, ვეგეტარიანული მარგარინი
  • 175 მლ გამთბარი სოიოს რძე

გადაკვეთა:

  • 50 გრამი ფქვილი
  • 25 გრამი გაციებული, ვეგეტარიანული მარგარინი
  • წყალი

ჭიქურა:

  • 25 გრამი შაქარი
  • 30 მლ წყალი

ნაბიჯები:

1. დავიწყოთ იმით, რომ საფუარი ჩავყაროთ პატარა ჯამში. პატარა საფუარის შეფუთვა ჩავყაროთ ჯამში და ავურიოთ შაქართან ერთად. თანდათანობით დავუმატოთ სოიოს რძე და ვურიოთ ისე, რომ კარგად აირიოს ინგრედიენტები. მასაში გაჩნდება ბუშტუკები და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რძე იყოს თბილი და არა ცხელი.

მასა

2. დიდ ჯამში გავცრათ ფქვილი. შემდეგ საფუარიანი მასა ჩავასხათ შუა გულში. დავამატოთ მასას სპეციები, შაქარი, მოცხარი, ცედრა, ლიმონი და გამდნარი მარგარინი. კარგად ავურიოთ, სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას.

ნარევი

3. ავურიოთ ხის კოვზით, სანამ ცომი არ ჩამოყალიბდება. თუ ცომი გამოვიდა ძალიან მშრალი დაამატეთ სოიოს რძე ან თბილი წყალი. თუ ცომი გეკვრებათ ცომი, დაამატეთ ცოტა ფქვილი, სანამ ცომი არ გახდება ისეთი, რომ ადვილად იზილებოდეს.

ცომი

4. გადმოვიღოთ ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ათი წუთის განმავლობაში მოვზილოთ. გავრეცხოთ ის ჯამი, რომელშიც მოვამზადეთ ცომი, მოვუსვათ ცხიმი და ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.

ფქვილი

5. ჩავდოთ ცომი ცხიმმოსმულ ჯამში. ზევიდან გადავაფაროთ პერგამენტი ქაღალდი ან სამზარეულოს პირსახოცი და დაველოდოთ, სანამ არ გაფუვდება და ორმაგი არ გახდება. დადეთ ცომი თბილ ადგილას და დაელოდეთ გაფუებას. გაფუებას დაახლოებით სჭირდება 1-2 საათი.

გაფუვება

6. სანამ ცომი ამოდის, გავაკეთოთ ნარევი გადაკვეთისთვის. 

  •  საშუალო ზომის ჯამში ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი, დავამატოთ მარგარინი და ხელით მოვზილოთ.
  • თანდათანობით დავამატოთ წყალი. ჩვენ გვჭირდება იმდენი წყალი, რამდენიც ეყოფა, რომ მარგარინი და ფქვილი შეერიოს ერთმანეთს და გამოვიდეს ცომი.
  •  დევჭრათ ეს ცომი ზოლებად, ისე რომ ერთნაირი ზომისა იყოს და მათი რაოდენობა იყოს ლუწი. ეს იქნება ფუნთუშის მოსართავი.

მოსართავი

7.  გადმოიღეთ ცომი, რომლის გაფუებასაც ელოდით ფქვილმოყრილ მაგიდაზე. ცომი მოზილეთ ხუთი წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ დანა და დაჭერით ცომი თორმეტ ნაწილად, დაამრგვალეთ ცომი და დაალაგეთ ლითონის ლანგარზე, დავაფაროთ სუფთა პირსახოცი და დავტოვოთ კიდევ გასაფუებლად კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში.

ვწვავთთთთ

8. ვამზადებთ ჭიქურას.  ავურიოთ ერთმანეთში შაქარი და წყალი და იქამდე ვურიოთ, სანამ შაქარი არ დადნება. გავახუროთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსამდე.

ჭიქურა

9. მოვამზადოთ ფუნთუშა გამოსაცხობად. გაფუებულ ცომს მოვასხათ ჭიქურა და გავუკეთოთ ჯვარედინები. შემდეგ კი გამოვაცხოთ. გამოვაცხოთ ფუნთუშები 20 წუთის მანძილზე, იქამდე სანამ არ გახდება ოქროსფერი. მივაქციოთ ყურადღება, რომ არ დაიწვეს.

მზადაარის

10. მზადაა!!! ეს ფუნთუშები გემრიელია ცხელი. ისინი შეიძლება მიირთვათ ჯემთან, მურაბასთან, მარმელადთან და შოკოლადის მუსთან ერთად.

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.