როგორ მოვამზადოთ თაფლისა და ნუშის გრანოლა?

  • An'na
  • დეკემბერი 30, 2015

გრანოლაგიყვართ გრანოლა? გსურთ რომ მიირთვათ ის დამუშავებული მარცვლების გარეშე, რათა გახადოთ ის უფრო ჯანსაღი? მაშინ რატომ არ ცდით რომ გააკეთოთ ის თქვენით? ეს რეცეპტია ნატურალური ნუშის და თაფლის გრანოლას დასამზადებლად.

 

ინგრედიენტები:

  • 3 ჭიქა სწრაფად მოსამზადებელი შვრია (ისინი დაჭრილია უფრო მცირე ნაწილებად ადვილად მომზადებისთვის)
  • 3/4 ჭიქა დაჭრილი ნუში
  • 1/2 ჭიქა გახეხილი ქოქოსი
  • 1/2 ჭიქა თაფლი,თუ შესაძლოა ადგილობრივი
  • 1/4 ჭიქა ქოქოსის გამდნარი ზეთი
  • 2 ჩაის კოვზი თბილი წყალი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსქტრაქტი

1. გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსამდე.

2. შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები (შვრია, ქოქოსი და ნუში) ერთმანეთში. დარწმუნდით რომ ისინი კარგად აირია ერთმანეთში და გვერდით გადადგით.

3. აიღეთ უფრო მცირე ზომის ჯამი და აურიეთ ერთმანეთში თაფლი, ქოქოსის გამდნარი ზეთი, თბილი წყალი, ვანილის ექსტრაქტი. თქვენ მოგიწევთ რომ დაადნოთ ქოქოსის ზეთი მიკროღუმელში 10 წამის განმავლობაში. დარწმუნდით რომ ინგრედიენტები კარგად აირევა.

თაფლი

4.ნელ-ნელა დაასხით თხევადი ნარევი მშრალ ნარევზე. მოურიეთ კარგად და დარწმუნდით რომ ისინი კარგად აირია ერთმანეთში.

5. გამოსაცხობ ლანგარზე დაასხით სპრეი რომელიც დაიცავს გრანოლას მიწებებისგან. შემდეგ ლანგარზე დააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი. დარწმუნდით რომ გამოსაცხობი ქაღალდი ლანგრის ყოველ კუთხეში კარგად აფენია.

6.გამოაცხვეთ გრანოლა ღუმელში 12-დან 15 წუთამდე. ყოველ 5 წუთში მოურიეთ გრანოლას.

გრანოლა

7. გამორთეთ ღუმელი. გამოსაცხობი ქაღალდით გრანოლა გადაიღეთ და გააციეთ. არ დაგავიწყდეთ გამოსაცხობი ქაღალდის მოძრობა.

გრანოლა.

მზადაა!!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.