როგორ მოვამზადოთ იდეალური “იდეალი”?

  • Kesaria17
  • მარტი 19, 2018

idealis_momzadebaიდეალის მომზადება შეიძლება ამ საქმეში გამოუცდელ ადამიანს რთულად მოეჩვენოს, თუმცა დამერწმუნეთ არც თუ ისე დიდი კულინარიული მომზადებაა საჭირო იდეალური იდეალის მოსამზადებლად. შესაბამისად დღეს მე გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ნამცხვარი იდეალი.ეს რეცეპტი აუცილებლად ჩაანაცვლებს თქვენს მოთხოვნილებებს და აღარასოდეს მოგინდებათ თქვენს საყვარელ საკონდიტრო მაღაზიაში სიარული იდეალის საყიდლად, ყველაფერთან შეგიძლიათ უფრო ეკოლოგიური პროდუქტიც მიირთვათ და პლიუს ამას გაცილებით ხელსაყრელ ფასად ვიდრე, რომელიმე საკონდიტრო საცხობსა თუ მაღაზიაში.

იდეალის მომზადება

იდეალის 3 ცალი ფირფიტისთვის დაგჭირდებათ:

  • 3 ცალი კვერცხი;
  • 1 ჩ.ჭ  შაქარი;
  • 50 გრ კარაქი;
  • 2 ჩ.ჭ ფქვილი;
  • 2 ს.კ თაფლი;
  • სოდა;
  • ძმარი.

იდეალის კრემისთვის დაგჭირდებათ:

  • 2 ქილა მოხარშული შესქელებული რძე;
  • 200გრ კარაქი;
  • ვანილი.

იდეალის 3 ფირფიტის მომზადების წესი:

შაქარი და 3 ცალი კვერცხი ავთქვიფოთ, გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ თაფლი, სოდა ძმრით და კარაქი. ეს მასა დავდგათ ორთქლზე და როდესაც ამოფუშფუშდება დავუმატოთ ფქვილი. გადმოვდგათ ორთქლიდან და გამოვაცხოთ 3 ცალი ფირფიტა.

კრემის მომზადების წესი:

მოხარშულ შესქელებულ რძეს დავუმატოთ კარაქი და ვანილი, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ყავა და ნიგოზი. წავუსვათ სამივე ფირფიტას და “ავაწყოთ” იდეალი. თავზე მოვაყაროთ ფირფიტის ნაფხვენები და სურვილის შემთხვევაში ნიგოზი, თხილი ან სხვა თხილეული.

იდეალის_მომზადება

იდეალის მომზადება დასრულებულია

P.S მე ხშირად ვაკეთებ ამ რეცეპტით და მართლაც უგემრიელესია.
გემრიელად მიირთვით 

 

წინა «
შემდეგი »