როგორ მოვამზადოთ კოქტეილები (ასორტი)

  • davita
  • მარტი 15, 2014

კოქტეილებიამ სტატიაში მოკლედ აღვწერთ რამოდენიმე კოქტეილის მომზადების წესს და ინგრედიენტებს, რომელთა მეშვეობითაც საკმაოდ მარტივად შეძლებთ სახლის პირობებში სასურველი კოქტეილის მომზადებას.

როგორ მოვამზადოთ საზამთროს კოქტეილი

ინგრედიენტები:

  • თეთრი ღვინო (45 მლ)
  • საზამთრო (1 ცალი)
  • ყინულის (2 კუბურა)
  • არაყი (5 წვეთი)

მომზადება:

1. მოათავსეთ ყველა  ინგრედიენტი ჭურჭელში;

2. ბლენდერით ეს ყველაფერი არიეთ 15 წუთით;

3. შემდეგ გადაასხით მომზადებული წვენი ჭურჭელში;

4. შიგნით ჩაყარეთ ყინული  და გემრიელად მიირთვით.

როგორ მოვამზადოთ ვარდისფერი კოქტეილი

ინგრედიენტები:

  • ლიმნის წვენი (1/10)
  • ჯინი(45 მლ)
  • გრნადინე (1/10)

მომზადება:

1. ჩაასხით ყვალა ინგრედიენტი ჭურჭელში და აურიეთ მიქსერით

2. ჭიქაში გადაასხით და 2 საათით შედეთ მაცივარში

3. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით

როგორ მოვამზადოთ ბანანის კოქტეილი

koqtailebiინგრედიენტები:

  • 2 ცალი ბანანი
  • 1ჭიქა რძე
  • ნაღები 18%
  • ვანილი და შაქარი 1 ჩაის კოვზი

მომზადება:

1. გავანადგუროთ ბანანის ქერქი, ჭურჭელში ჩავყაროთ: შაქარი, ვანილი, კრემი, რძე და ვურიოთ 3 წუთი;

2. თქვენი გემოვნებით კიდევ დაამატეთ შაქარი

3. ჩაასხით მომზადებული წვენი ბოთლებში

4. წვენი 2 საათით შედეთ მაცივარში და შემდეგ მიირთვით.

როგორ მოვამზადოთ მანდარინის კოქტეილი

ინგრედიენტები:

  • ანანასის წვენი (1/10)
  • ლიმნის წვენი (1/10)
  • ფორთოხლის წვენი (1/10)
  • მანდარინის წვენი (1/10)
  • ჟოლოს სიროფი (1/10)
  • ყინულის კუბურები (4 ცალი)

მომზადება:

1. ჩაასხით სიროფი ჭურჭელში

2. ჩაასხით დანარჩენი ინგრედიენტები ჭურჭელში და აურიეთ

3. შემდეგ ნელა გადაწურეთ ჭიქაში

4. შემდეგ 2 საათით შედეთ მაცივარში და მიირთვით

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის კოქტეილი

ინგრედიენტები:

  • შაქრის ფხვნილი (1 სუფრის კოვზი)
  • რძე (1/10)
  • მძიმე კრემი (1/10)
  • კაკაოს ფხვნილი (1/10)

მომზადება:

1. კრემი ჩადეთ ყინულში

2. განათავსეთ შაქარი, კაკაო, ნაღები და რძე ჭურჭელში.

3. მიქსერით არიეთ ეს ყველაფერი.

4. 2 საათით გააჩერეთ მაცივარში და შემდეგ გემრიელად მიირთვით.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.