როგორ მოვამზადოთ ლადუ?

  • IrakliE
  • December 13, 2017
  • 0

ლადულადუ – ეს არის უგემრიელესი ინდური ტკბილეული, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინდური დესერტი, რომლის უამრავი რეცეპტი არსებობს. ამჯერად გთავაზობთ ორიგინალ რეცეპტს, რომელსაც ინდოეთში Nei Urundai-ს უწოდებენ. სწორედ Nei Urundai ითვლება ჭეშმარიტ ინდურ ლადუდ – ტკბილი, არომატული, ნოყიერი ბურთულები, რომელიც პირდაპირ პირში დნება.

ინგრედიენტები:

    • 2 ჩ.ჭ. ოსპი
    • 2/3 ჩ.ჭ. ნუში
    • 2/3 ჩ.ჭ. ქეშიუ
    • 1,5 ჩ.ჭ. შაქრის პუდრი
    • 8 ცალი ილი
    • 400 გ. 82%-იანი ნაღების კარაქი (არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სპრედი!)

 გჰის მომზადება კარაქისგან

მოათავსეთ კარაქი სქელძირიან ქვაბში და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. კარაქი გალღვება, შემდეგ ქაფს მოიკიდებს და მიიღებს ერთგვაროვან, მოყვითალო შეფერილობას.

ამის შემდეგ კარაქი დაიწყებს “აჭრას”, თუმცა ცეცხლიდან ჯერ არ გადმოდგათ. გჰი მზად იქნება მაშინ, როცა კარაქი სრულიად გამჭვირვალე, ოქროსფერი გახდება, ქვაბის ძირზე კი ნარჩენებს მოიკიდებს.

სწორედ ეს ნარჩენებია ის დანამატები, რასაც საწარმოში კარაქს უმატებენ. ამ გზით შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენს მიერ ნაყიდი ნაღების კარაქის ხარისხიანობა: რაც მეტი იქნება ნარჩენი, მით მეტი ყოფილა მასში ხელოვნური დანამატები.

გჰი ოდნავ გააგრილეთ და მარლაში ან საწურში რათა გავაცალკევოთ ის ხელოვნური დანამატებისაგან, ამის შემდეგ გარეცხეთ ოსპი და დაყარეთ ფორმაზე.

ფორმაზე მოთავსებული ოსპი შედგით ღუმელში გამოსაშრობად და მოსახალად. ოსპი მზად იქნება, როცა ის ოდნავ ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს.

ნუში და ქეშიუ (ან სხვა თხილეული) ბლენდერში დაფხვენით ან დანით დააქუცმაცეთ (არ უნდა იყოს ძალიან წვრილად დაფქვილი).

ladu

თხილეულისაგან მიღებული მასა დაყარეთ ტაფაზე და მოხალეთ სანამ ოქროსფერ შეფერილობამდე არ მივა.

მოხალული ოსპი დაფქვით, გაცერით, დაამატეთ შაქრის პუდრი და დაფქვილი ილი.

ოსპის ფქვილი და თხილეული ერთმანეთს შეურიეთ და დაასხით კარაქი გჰი (აჯობებს თუ თანდათანობით დაასხამთ, სანამ მასა შეკვრას არ დაიწყებს).

მიღებული მასისგან ხელით გააკეთეთ ბურთულები

შედგით მაცივარში 1-2 საათით.

ლადუ მზადაა, შეგიძლიათ მიირთვათ.

წინა «
შემდეგი »